კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფრთხილდი ქვრივს

ერნესტინა სიმპსონი სამოცდაათ წელს მიტანებული, კეთილშობილი და შეძლებული ქალბატონი ბრძანდებოდა. სამი შვილითა და შვილიშვილებით დააჯილოვა ცხოვრებამ, თუმცა, შუახნის ასაკში ქმარი წაართვა – მისტერ სიმპსონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ერნესტინა სულით არ დაცემულა. მარტოობას იმით შეებრძოლა, რომ ჰობი გაიჩინა – გენიალოგიური ხეების შედგენა დაიწყო: ადამიანებს, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, დაკარგულ ფესვებს აპოვნინებდა და წინაპრების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ამ საქმიანობამ ისე გაიტაცა, რომ ჟურნალიც კი გამოსცა – „გენიალოგიური ხე“, რომელშიც ბეჭდავდა შეკითხვებს კონკრეტული ადამიანების შესახებ, ვისზეც რამე ინფორმაცია აინტერესებდა და ცნობებსაც იღებდა. სწორედ ამ საქმიანობის მადლობელი უნდა ყოფილიყო, რომ სიკვდილს გადაურჩა...
ისე მოხდა, რომ ერნესტინა ვინმე ეუფემია ბარბერის შესახებ ეძებდა ინფორმაციას. შვილები მასთან ერთად არ ცხოვრობდნენ, საკმაოდ შორსაც კი იყვნენ მისგან, უმცროსი ვაჟის – ტომის გარდა. ქვრივმა მხოლოდ ის იცოდა ამ ეუფემიას შესახებ, რომ 1793 წელს ცოლად გაჰყვა ვინმე ეტენ ანდერსონს, რომელიც დაქორწინებიდან სამი წლის მერე გარდაიცვალა. ქვრივი მალევე გაემგზავრა გაურკვეველი მიმართულებით და მისი კვალიც დაიკარგა... ერნესტინას თხოვნით მიმართა ბარბერების შტომ. ქალმაც განცხადება გამოაქვეყნა თავის ჟურნალში და ლოდინი დაიწყო. ჟურნალის გავრცელებიდან მესამე დღეს ვიღაც თავაზიანმა ბატონმა დაურეკა. საკმაოდ სასიამოვნო და რბილი ბარიტონი ჰქონდა. მისის ერნესტინა იკითხა. როცა უთხრეს, რომ თავად ერნესტინას ელაპარაკებოდა, თავაზიანად გაეცნო – ჯერალდ ფოქსი ვარო და სთხოვა, მეორე დღეს მიეღო. თავისდა გასაკვირად, პატივსაცემი ქალბატონისთვის უცნობ მამაკაცთან შეხვედრის მოლოდინი ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა. ერთბაშად დაავიწყდა ასაკიც და ისიც, რომ დიდი ოჯახის დიასახლისი ბრძანდებოდა და პატარა გოგოსავით აცმუკდა... რამდენჯერმე მივიდა სარკესთან, კაბა და ვარცხნილობაც საგულდაგულოდ შეარჩია... მისტერ ფოქსმა მოლოდინი არ გაუცრუა. ორმოცდათხუთმეტი წლისაც არ იქნებოდა, თუმცა მონდომებით ცდილობდა, ქალისთვის დაემტკიცებინა, სამოც წელს უკვე გადავაბიჯეო. ხშირ თმაში აქა-იქ ჰქონდა ჭაღარა შეპარული. ეცვა უზადოდ – ძვირფასი და ელეგანტური კოსტიუმი კარგად ედგა ტანზე. ერნესტინამ კმაყოფილებით შეათვალიერა და ჩაი შესთავაზა... მისტერ ფოქსისგან ერნესტინამ ის ცნობები მიიღო, რაც ეუფემია ბარბერის შესახებ ინფორმაციის შესავსებად სჭირდებოდა. მართალია, მისტერ ფოქსმა არაფერი იცოდა ამ ქალის სიცოცხლის ბოლო პერიოდის შესახებ, მაგრამ ბარბერების გენიალოგიური ხის „შესავსებად“ მეტ-ნაკლებად საჭირო ინფორმაცია მოაგროვა... თუმცა, მისტერ ფოქსთან ერნესტინას ურთიერთობა, როგორც ქალი ვარაუდობდა, ამით არ დასრულებულა: წასვლისას მან ძალიან თავაზიანად სთხოვა, თეატრში წაჰყოლოდა.
– რატომაც არა, ერნესტინა?! – ეუბნებოდა რბილი, გულში ჩამწვდომი ხმით, – ცოლი ცხრა წლის წინ გარდამეცვალა. შვილები არ გვყოლია. ნიუ-იორკში, შეძლებულ ოჯახში დავიბადე და ბირჟაზე საკმაოდ წარმატებული მაკლერი ვიყავი. ფული მაქვს. შემიძლია, ღირსეული პარტნიორობა გავუწიო ქალს, რომელსაც ჩემი ცხოვრების თანამგზავრად ავირჩევ... – ამ სიტყვებით დაიწყო ყველაზე უცნაური სამი თვე ერნესტინა სიმპსონის ცხოვრებაში. მალე ნათელი გახდა, რომ მისტერ ფოქსს ძალიან სერიოზული გეგმები ჰქონდა. თავიდან ქალს ცოტა გაუჭირდა დაჯერება. მერე უმცროს ვაჟს, ტომს გაუმხილა ამ ყველაფრის შესახებ და ძალიან გაუკვირდა, როცა ტომმა არათუ მტკივნეულად მიიღო დედის შესაძლო გათხოვების ამბავი, არამედ, დედის თაყვანისმცემლის გაცნობა მოინდომა და ფრიად კმაყოფილიც დარჩა. მისტერ ფოქსმა ტომს ასეთი რაღაც უთხრა:
– მე აღარ ვარ ახალგაზრდა... არც თვალის მომჭრელი სილამაზით გამოვირჩევი (აქ ცოტა იცრუა, რადგან მართლაც სიმპათიური ბრძანდებოდა). მდიდარსაც ვერ ვიტყვი საკუთარ თავზე, მაგრამ, თუ მექნება პატივი, დედათქვენი ჩემს მეუღლედ ვიხილო, მე მას ჩემს თავს შევთავაზებ ერთგული და მზრუნველი მეგობრის სახით.
ეს მართლაც ღირსეული წინადადება იყო. ერნესტინამ იფიქრა, რომ ცხოვრებაში არც ისე დიდი დრო ჰქონდა დარჩენილი, რომ უარი ექთვა მის შინაარსიან გატარებაზე... რას იტყოდა ხალხი? – ერნესტინა სიმპსონს ისეთი შეურყვნელი რეპუტაცია ჰქონდა, რომ შხამიანი და შურიანი „ენები“ მას ბევრს ვერაფერს დააკლებდნენ. ერნესტინა დათანხმდა. ტომმა და მისმა ცოლმა, ესტელამ, პატარა წვეულებაც მოაწყვეს ენრესტინასა და ფოქსის ნიშნობის აღსანიშნავად. შეთანხმდნენ, რომ სამ კვირაში დაქორწინდებოდნენ. თაფლობის თვეს ვაშინგტონში გაატარებდნენ, სადაც ერნესტინას უფროსი შვილი ცხოვრობდა. ბოსტონში ძალიან ლამაზი სახლიც შეათვალიერეს, რომელიც პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა – ბიკონ-ჰილში. გადაწყდა, რომ ამ სახლს იყიდნენ და დაბინავდებოდნენ. ერნესტინა მთლიანად ჩაეფლო საქორწინო სამზადისში: აწყობდა გეგმებს, ფიქრობდა პერსპექტივებზე... თითქოს გაახალგაზრდავდა კიდეც. სამაგიეროდ, თავისი საყვარელი საქმიანობისთვის ვეღარ იცლიდა. ფოქსთან ერთად დადიოდა თეატრში, კონცერტებზე, წვეულებებზე... ერთ საღამოს, როცა საქმრო გააცილა, შემთხვევით კორესპონდენციისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მივიდა და რამდენიმე დაბეჭდილი კონვერტი დაინახა. სინდისის ქენჯნა იგრძნო: ცხოვრების მიწურულს ეუფემია ბარბერმა შეახვედრა მამაკაცს, რომელსაც მისთვის დარჩენილი დღეები უნდა გეახალისებინა. სავარძელში მოიკალათა და პირველივე წერილმა ლამის შოკში ჩააგდო.
ეუფემიას სულ ოთხი წერილი ეძღვნებოდა... დიდი ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ქმრების მასობრივ მკვლელთან ჰქონდა საქმე. მის ანგარიშზე, მინიმუმ, ხუთი ქვრივი მამაკაცის გარდაცვალება იყო... მექანიზმი მარტივად მუშაობდა: ეუფემია პოულობდა შეძლებულ ქვრივებს. ცოლად მიჰყვებოდა მათ და, სავარაუდოდ, წამლავდა. ორ წელიწადში კაცები კვდებოდნენ, ქვრივი კი მალევე ყიდდა ქონებას და იქიდან უჩინარდებოდა... და, უცებ ერნესტინა უსიამოვნო წინათგრძნობამ შეიპყრო: მისი საქმრო, მისტერ ფოქსი... იქნებ, ისიც შორს არ იყო ეუფემიასგან?! იქნებ, იცოდა ეუფემიას ისტორია და მის გავლილ გზას მიჰყვებოდა?! ერნესტინა შეეცადა, დამშვიდებულიყო და ისე გადაეწყვიტა, რას მოიმოქმედებდა ამის შემდეგ. თავისი კავშირებით სასწრაფოდ დაიწყო მისტერ ფოქსზე ინფორმაციის მოპოვება. აღმოჩნდა, რომ არანაირ ფოქსებს ნიუ-იორკში არ უცხოვრიათ და არც ბირჟაზე იცნობდნენ მაკლერ ფოქსს. ეჭვი სულ უფრო უძლიერდებოდა. რა უნდა ექნა? გაეუქმებინა ქორწინება და მოეშორებინა მდიდარ ქვრივ ქალბატონებზე მონადირე მკვლელი? მაშინ ის დაუსჯელი დარჩებოდა, ერნესტინა კი სიბერის ჟამს სირცხვილს ჭამდა... ქალმა თავის ჟურნალს „მიმართა“ დახმარებისთვის და მალე მიხვდა, რომ სწორ გზას დაადგა... ქორწინების გაუქმება აღარ უფიქრია, პირიქით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო და, აი, ერნესტინა თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა: პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ ანდერძი ქმრის თანდასწრებით შეცვალა. ჯერალდს უთხრა, შენ ჩემი სიყვარულიც გეყოფაო და ანდერძი ისე შეადგინა, თუკი ათი წლის განმავლობაში რაიმე მოულოდნელი დაავადებით მოკვდებოდა ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდა, მისი მეუღლე ვერაფერს მიიღებდა; თავისი ქონების აბსოლუტურ განმკარგველად შვილი – ტომი დანიშნა.  მერე კი დაიჩემა, ისეთ ასაკში ვარ, სრულფასოვანი გამოკვლევა უნდა ჩავიტარო, რომ ჩემს შესანიშნავ მეუღლეს ტვირთად არ დავაწვეო – გამოკვლევები ყველაზე ძვირად ღირებულ კლინიკაში ჩაიტარა და ჯანმრთელობის (რომელიც შესაშური აღმოჩნდა) ცნობა ანდერძს თან დაურთო... ერნესტინა ყოველთვის ზეიმობდა, როცა ჯერალდის სახეზე ტანჯვის კვალს ხედავდა – ეს იყო შურისძიება ყველა იმ ქალისთვის, რომლებიც მან საიქიოში გაისტუმრა...
ჯერალდი თითქმის დარწმუნდა, რომ მიზანს ვერ მიაღწევდა და სრულ დეპრესიაში ჩავარდა... ქორწინებიდან წელიწად-ნახევრის თავზე კი მისი სპორტული ავტომობილი, რომელიც ერნესტინამ ქორწინების ერთი წლის აღსანიშნავად აჩუქა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, გზიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა...
ჯერალდი ერნესტინასავით წინდახედული არ აღმოჩნდა და მისი სოლიდური ქონება ერნესტინას დარჩა...

скачать dle 11.3