რომელი ლითონისგან დამზადებული სამკაული აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს და იცავს ნერვულ სისტემას
სწორად შერჩეული ლითონის სამკაული გვიცავს ნეგატიური ზეგავლენისგან და მისი ტარება ჩვენთვის ხშირად აუცილებელიც კი ხდება. გაითვალისწინეთ, თავდაცვის მექანიზმი მაშინაც კი აუცილებელია, როცა თავს ჯანმრთელად, მხნედ, წარმატებულად და უსაფრთხოდ გრძნობთ. ამიტომ, ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანისთვის, აუცილებელია უარყოფითი ენერგიისგან დამცველი საშუალებების ტარება. ამ მხრივ კი დიდი ძალა აქვს ძვირფას ლითონებს, რადგან ისინი საუკეთესოდ გვიცავენ, გამოირჩევიან სამკურნალო თვისებებით, გვარიდებენ უიღბლობას და არეგულირებენ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას.
ოქროსა და ვერცხლის სამკაულები გამორჩეული სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, კერძოდ, ისინი არ იჟანგება, არ განიცდიან კოროზიას, აქვთ ბაქტერიოციდული აქტივობა და თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან გვიცავს უარყოფითი ენერგიების გავლენისგან.
ოქრო ადამიანებს მეტ ძალას აძლევს, კერძოდ: ოქრო ახდენს ენერგიის მაქსიმალურ კონცენტრაციას; აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს იმუნიტეტს; ასევე, გვეხმარება ცხოვრების რეალურ აღქმაში. დადგენილია, რომ მარჯვენა ხელზე ოქროს სამკაულის ტარება მკვეთრად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გვაშორებს ავ თვალს, აძლიერებს ჩვენში მზის ენერგეტიკას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეპროდუქციულ შესაძლებლობებს. ოქროსგან დამზადებული სამკაული აუცილებლად მუდმივად უნდა ატარონ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა; ხოლო თევზების, კირჩხიბის, სასწორის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებმა ოქრო პერიოდულად უნდა ატარონ.
ვერცხლის სამკაული ხელს გვიწყობს ინფორმაციის ათვისებასა და მის სწორად გაანალიზებაში. ის ეხმარება უიღბლო ადამიანებს და კურნავს ბევრ დაავადებას. უმჯობესია, თუ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი უფრო ხშირად ვერცხლისგან დამზადებულ სამკაულს ატარებს.
უარყოფითი ენერგიებისგან დამცავი უნიკალური თვისებები მხოლოდ ძვირფას ლითონებს არ აქვს.
სპილენძი ფლობს ერთგვარ მაგიურ თვისებებს. მისგან დამზადებული სამკაულის ტარება ადამიანს ეხმარება, უკეთ გაერკვეს გრძნობებში; ხელს უწყობს სიყვარულისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას. ის უნდა ატარონ კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულებმა.
რკინისგან დამზადებული სამკაულები კარგად იცავს ვერძისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულებს. მისი ტარება ეკრძალებათ უკონფლიქტო, მორცხვ, გაუბედავ, ზარმაც და რბილი ხასიათის მქონე ადამიანებს.