კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ბერიას ორეული

ლავრენტი ბერიაზე უამრავ ისტორიას ყვებიან და წერენ, რომელთა შორის ბევრია ტყუილი და ცილისწამება, მაგრამ, დღემდე არსად გახმაურებულა ის ისტორია, რომელიც 1936 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა. ისტორიკოსი ვლადიმირ კოროლენკო წერს: „1936 წლისთვის ბერიამ ისე გაიმაგრა პოზიციები საქართველოში, რომ პოლიტიკურად ხელშეუხებელი გახდა, რაც სტალინურ სახელმწიფოში, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო. თუმცა, საქმიანმა და მოქნილმა ლავრენტი პავლოვიჩმა ეს მოახერხა – მას ხომ თავად „პატრონი“ (სტალინი) მფარველობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა (ბერიამ) „დენთზე მჯდარი” (სტალინის ტერმინი) საქართველო არა მარტო პოლიტიკურად დაასტაბილურა, არამედ ეკონომიკური განვითარების გზაზეც დააყენა, ჩამორჩენილი ქვეყანა მოწინავედ აქცია და საბჭოთა ბელადის წინაშე დიდი პლუსიც დაიწერა, რაც მისი ფანტასტიკური კარიერის ტრამპლინად იქცა. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს, პლუსს კი მინუსიც თან ახლავს და ბერიას წარმატებას ნაკლიც ჰქონდა – მან უამრავი მტერი გაიჩინა, ანუ, ის ხალხი, ვინც არასაკმარისი კომპეტენტურობისა და არაკეთილსინდისიერების გამო თანამდებობებიდან გადააყენა. მან  მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ჩასვა ციხეში, დანარჩენები კი პენსიაზე გაისტუმრა. ერთ-ერთი განაწყენებულთაგანი იყო ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი მევლუდ გლოველი, რომელიც განათლების დარგს კურირებდა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირება ევალებოდა. გლოველი, ფაქტობრივად, უწიგნური ადამიანი იყო და განათლების არაფერი გაეგებოდა. საპასუხისმგებლო თანამდებობაზე  კი იმის გამო მოხვდა, რომ რევოლუციონერ ბოლშევიკებს იმ არალეგალურ შეკვეთებს უსრულებდა, რომლებიც კრიმინალთან იყო დაკავშირებული. მასვე ბრალდებოდა მეიდანზე აფეთქებაც, რომლის დროსაც ქალები და ბავშვები დაიღუპნენ, თუმცა გლოველი ამ საქმიდან მშრალად გამოძვრა, შემდეგ კი რევოლუციამ მოუსწრო და ეს ისტორია დავიწყებას მიეცა. ცეკას უწიგნური ინსტრუქტორი შავ-ბნელი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი იყო და, ყველა სიკეთესთან ერთად, მცირეწლოვანი გოგონებისკენ სექსუალური ლტოლვაც გააჩნდა. ბერიამ გლოველი არაკომპეტენტურობის გამო გაათავისუფლა თანამდებობიდან, შემდეგ კი, 1930 წელს, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ისტორიაც „ამოუწია“, რომელშიც სკოლის მოსწავლე გოგონა ფიგურირებდა და 1932 წელს 4 წლით ციხეში ჩასვა, საიდანაც გლოველი 1935 წლის აპრილში გათავისუფლდა.
გლოველისნაირი განაწყენებულები საკმაოდ მრავლად იყვნენ საქართველოში და, ბერია რის ბერია იქნებოდა, რომ წამით მაინც მოედუნებინა ყურადღება, მით უფრო, საკუთარი მტრების მიმართ, ამიტომ მან ზუსტად იცოდა, სად, როდის და რას აკეთებდა მისი უშუალო თუ პოტენციური მტერი. ასეთი პრევენცია მას პირველ ყოვლისა, საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდებოდა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ბერიამ 1933 წლიდან მიიღო, მანამდე კი, ორიოდე მსუბუქად შეიარაღებული მცველის თანხლებით, კარგად გამოწვრთნილი პირადი მცველების ქვედანაყოფთან ერთად გადაადგილდებოდა. 1933 წლის მარტში აფხაზეთში, სოხუმის გზატკეცილზე მიმავალ ბერიას, როდესაც ის გაგრაში მყოფი სტალინის მოსანახულებლად მიემართებოდა, აფხაზი ტერორისტები ჩაუსაფრდნენ ტყვიამფრქვევებით და მის მანქანას სროლა აუტეხეს. ბერიას ავტომობილმა უწყვეტი ცეცხლის ქვეშ გაიარა. შედეგად, მისი მძღოლი მოკლეს, ერთი მცველი მძიმედ დაიჭრა, ბერიას კი ტყვიამ მარჯვენა მხარში გაჰკრა. ამის მიუხედავად, ის თავად მიუჯდა საჭეს და იქაურობას სწრაფად გაერიდა. იმავე დღეს, ბერიას ბრძანებით, „ჩეკამ“ და სამხედროებმა დიდი წმენდა ჩაატარეს და ტყეში გაფანტული ყველა იმ ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებმაც დანებება არ ისურვეს. იმ საღამოს  გაგრის აგარაკზე ბერიამ სტალინი მოინახულა და სწორედ სტალინის რჩევითა და ნებართვით გააძლიერა მან საკუთარი პირადი დაცვა. მაგრამ  ლავრენტი პავლოვიჩმა ეს არ იკმარა, ერთგულ ჩეკისტებს თავისი ორეულის პოვნა დაავალა. ასე აღმოჩნდა 1901 წელს დაბადებული  ჯიმშერ კვანტალიანი ბერიას უახლოეს  წრეში და მის ორეულად დაიწყო მუშაობა. კვანტალიანი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. ყველა პარამეტრით ჰგავდა თავის 2 წლით უფროს „ორიგინალს“. იგი ნიჭიერი მსახიობიც აღმოჩნდა და ისე კარგად შევიდა როლში, რომ თავად ლავრენტი ბერიაც კი აღფრთოვანებული იყო. ორეულს არც ისე ხშირად უწევდა თავისი ორიგინალის შეცვლა, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებდა ამას, როდესაც „შტატგარეშე სიტუაციები“ იქმნებოდა. სწორედ ასეთი „შტატგარეშე სიტუაცია“ შეიქმნა 1936 წლის ოქტომბრის მიწურულსა და ნოემბრის დასაწყისში: „ჩეკამ“ შეიტყო, რომ აპრილში ციხიდან გათავისუფლებული მევლუდ გლოველი ლავრენტი ბერიაზე თავდასხმასა და მის ლიკვიდაციას აპირებდა და საამისოდ ხელსაყრელ მომენტსა და ადგილს ეძებდა. ბერიამ მშვიდად მოისმინა ჩეკისტ გოგლიძის ეს ინფორმაცია და, მართალია, ლაჩარი ადამიანი არ იყო, მაგრამ  გოგლიძეს ორეულის მომზადება უბრძანა და უთხრა:
– ჩემ მაგივრად ყველგან მან იმოძრაოს, თქვენ კი გააძლიერეთ დაცვა, რომ მას (ორეულს) თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს თავიდან.
– ლავრენტი პავლოვიჩ, რა საჭიროა ასეთი რისკი? ზუსტად ვიცით, რომ გლოველი მარტო, თანამზრახველების გარეშე მოქმედებს და არალეგალურად შეძენილი იარაღიც თან აქვს. დავაპატიმრებთ და საქმეც არ გართულდება, – მიუგო გოგლიძემ.
– არა! – მტკიცედ თქვა ბერიამ და დაამატა: – ტერაქტის მცდელობისას უნდა აიყვანოთ. თუმცა, შეიძლება, ცოცხალიც ვერ გადარჩეს. ერთი სიტყვით ვნახოთ...
„ჩეკა“ გლოველს 24 საათის განმავლობაში „აჯდა კუდზე“ და აკონტროლებდა. ჯიშმერ კვანტალიანი კი ბერიას როლს წარმატებით ასრულებდა და მისი გადატვირთული რეჟიმის გამო ბევრს მოძრაობდა – მთელი რესპუბლიკის მასშტაბით გადაადგილდებოდა და უამრავ შეხვედრას მართავდა. მორიგი შეხვედრა ლავრენტი ბერიას 1936 წლის 4 ნოემბერს პლეხანოვის გამზირზე მდებარე რკინიგზელთა სახლში ჰქონდა დანიშნული ამიერკავკასიის რკინიგზის მუშაკთა კოლექტივთან. რკინიგზელების ფორმაში გამოწყობილი ადამიანებით სავსე დარბაზი, რომელთა შორის „მაუზერით“ შეიარაღებული გლოველიც იყო, ბერიას გამოჩენას ელოდა. გადაცმული ჩეკისტებიც სრულ მზადყოფნაში იყვნენ. ბერია (ანუ მისი ორეული) პრეზიდიუმში რომ გამოჩნდა, ფეხზე წამომდგარმა ხალხმა ოვაციებით ლამის დაანგრია შენობა. გლოველმა მქუხარე ტაშით ისარგებლა, სწრაფად ამოაცურა „მაუზერი“ და, ის იყო, „ბერიასთვის” უნდა ესროლა, რომ პრეზიდიუმის უკან ჩამოკიდებული ფარდიდან გასროლა მოხდა და შუბლგახვრეტილი ტერორისტი პირველი რიგის შუაში უსულოდ დაეცა. დაცვამ ბერიას ორეულის სწრაფი ევაკუაცია მოახდინა. გლოველის გვამი მაშინვე გაიტანეს, ფარდის უკან ჩასაფრებული სნაიპერი კი, რომელიც „პირველის“ მითითებით მოქმედებდა, პრემიით დააჯილდოეს.
საქმე ის იყო, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ მძვინვარებდა ეგრეთ წოდებული „37 წელი” და მხოლოდ მკვლელობის მცდელობისთვის ადამიანს სიკვდილით ვერ დასჯიდნენ. ბერიას კი  გლოველის განადგურება სურდა, რადგან მან თვით „პირველზე“ ასწია ხელი და ასეთი სპექტაკლიც სწორედ იმიტომ დადგა.“

скачать dle 11.3