კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უწყობს ხელს ორსულობის პერიოდში ტოქსიკოზის განვითარებას


ორსულობის პერიოდში ტოქსიკოზი ხშირი და არასასიამოვნო შეგრძნებაა. მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს და წარმოშობის მიზეზებიც განსხვავებულია. კერძოდ, განასხვავებენ ადრეულ და გვიან ტოქსიკოზს. ადრეული ტოქსიკოზის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ნევროლოგიური დარღვევები. ეს იწვევს ძილიანობას, ადინამიას, აპათიას ან პირიქით, მომატებულ აღგზნებადობას. გვიანი ტოქსიკოზის დამახასიათებელი ნიშნები კი არის: ნევროპათია, სხვადასხვა სახის სისხლძარღვოვანი დარღვევა, რის შედეგადაც ვითარდება პლაცენტური უკმარისობები.
ტოქსიკოზის განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და გარემო ფაქტორები. აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა მთელი ორსულობის პერიოდში. საერთო გამოკვლევების ჩატარება, რათა დროულად დაინიშნოს მკურნალობა, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ორსული ქალის გარემო პირობებს. აუცილებელია მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა, ახლობლებისა და გარშემო მყოფების მხრიდან მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული. ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ.
ორსულობის დასაწყისში, სანაყოფე კვერცხიდან წამოსული იმპულსები აღიზიანებს საშვილოსნოს ნერვულ დაბოლოებებს. უარყოფითი ნერვული იმპულსები მოქმედებს ორსულის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და იწვევს ფუნქციურ გადახრებს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, უარყოფითი იმპულსები ქრება და უსიამოვნო შეგრძნებებიც აღარ აწუხებს ორსულს.

ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ინფიცირებაც კი დაავადების განვითარებით მთავრდება
ძარღვებში სისხლი წნევით გადაადგილდება. მის მოძრაობას გულის ტუმბოსებრი მუშაობა უზრუნველყოფს. ლიმფურ სისტემას, სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ასეთი ტუმბო არ გააჩნია. ლიმფა ლიმფურ ძარღვებში ამ უკანასკნელთა კედლის სუსტი შეკუმშვისა და ადამიანის კუნთების ზოგადი აქტივობის წყალობით მოძრაობს. ასაკთან ერთად, კუნთების აქტივობა თანდათან მცირდება, ძარღვების ტონუსიც იკლებს და ლიმფას კაპილარებში გადაადგილება უფრო და უფრო უჭირს. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ სისხლის დაბალი წნევის გამო უმცირესი ლიმფოკაპილარები იოლად იჭყლიტება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ გრძნობს კუნთებში, ქსოვილებსა და მყესებში განვითარებულ მიკროსპაზმებს, რომლებიც ლიმფის მოძრაობას აუარესებს. ამ მიკროსპაზმის განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოემოციური დაძაბულობა.
სისხლის მიმოქცევის სისტემას ორგანიზმის აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება აკისრია. არტერიების საშუალებით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილს მიეწოდება, ვენების საშუალებით კი მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები გამოიდევნება. თუმცა, სისხლს ყველა არასასურველი ნივთიერება როდი გამოაქვს. შედარებით მავნე ნივთიერებების უვნებელყოფა და ორგანიზმის მათგან გათავისუფლება ლიმფური სისტემის წყალობით ხდება. სწორედ ამ სისტემაში იყრის თავს ყველა ტოქსინი, ვირუსი, მიკრობი, უჯრედთა დაშლის პროდუქტები და ასე შემდეგ. ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხებით ორგანიზმში უსიამოვნო ძვრები იწყება – ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ენერგიის ხარჯვა, მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი თითქმის არ იკლებს წონაში.
ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა მხოლოდ ინტოქსიკაციითა და შეშუპებით როდი ვლინდება. ამ სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმუნიტეტის წინაშე, კერძოდ, ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ლიმფურ კვანძებში გადაიტანება, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება. ამიტომ, ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ინფიცირებაც კი დაავადების განვითარებით მთავრდება.
იმუნიტეტის გაძლიერება ლიმფური სისტემის მწყობრში მოყვანის გარეშე წარმოუდგენელია. თქვენი შრომისუნარიანობა, წონა, სექსუალურობა და გუნება-განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიედინება ორგანიზმში ლიმფა. იმისთვის, რომ ლიმფამ ორგანიზმში თავისუფლად იმოძრაოს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიური კონტრასტული შხაპი, ეს ყოველივე აკაჟებს ძარღვებს და აადვილებს შეკუმშვა-მოდუნებას. ყველაზე კარგი და სასარგებლო კი ცურვაა, რადგან ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთებს ტონუსს ჰმატებს. ეს ააქტიურებს ლიმფური სისტემის ფუნქციას და არ აძლევს წიდებს დაგროვების საშუალებას.

რატომ უნდა ჭამოთ ხშირად ბრინჯი
ბრინჯი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილებითა და ამინომჟავებით, რომლებიც საჭიროა ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად; კალიუმით, რომელიც მთავარი ელემენტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის და ასევე – ფოსფორით, თუთიით, რკინით, კალციუმითა და იოდით. ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების საბადოა, რომელიც აჯანსაღებს ნერვულ სისტემას და კარგად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. ის, არაჩვეულებრივი გამწმენდია ორგანიზმისთვის.
ნაწლავებისა და სისხლის გასაწმენდად, მთელი თვის განმავლობაში, კვირაში ერთ დღეს მხოლოდ ბრინჯი ჭამეთ. კარგად გარეცხილ ერთ ჩაის ჭიქა ბრინჯს დაასხით სამი ჩაის ჭიქა წყალი. წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე და ხარშეთ ოცი წუთი. არც ცივი წყალი გადაავლოთ და ნურც მარილს დაამატებთ. განტვირთვის დღეს ბრინჯისა და წყლის მეტს ნურაფერს მიიღებთ. ასეთი წესით მომზადებული ბრინჯი კი, შეგიძლიათ, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოთ.
თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები გაწუხებთ, ბრინჯი ასე მოამზადეთ:
* დაალბეთ ორი სუფრის კოვზი ბრინჯი ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში, მეორე დღეს წყალი გამოუცვალეთ და ცალკე კიდევ ერთი ჩაის ჭიქა მოამზადეთ – ორი სადილის კოვზი ბრინჯითა და ერთი ჩაის ჭიქა წყლით. მთელი კვირის განმავლობაში შვიდი ჭიქა მომზადდება. მერვე დღეს ერთი კვირის წინ მომზადებული დამბალი ბრინჯი ხარშეთ 5 წუთს და შემდეგ მიირთვით. ასევე, პარალელურად, მოამზადეთ მერვე ულუფაც. ამგვარად დამბალ-მოხარშული ბრინჯი მიირთვით ყოველდღე. ჭამის შემდეგ კი, 3 საათის განმავლობაში, ნურაფერს დალევთ და ნურც შეჭამთ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
ნაწლავების გასასუფთავებლად და სახსრებისთვის, ყოველდღიურად, ძილის წინ, 5 მარცვალი უმი ბრინჯი ჭამეთ, რომელიც კარგად უნდა დაღეჭოთ. პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში იმეორეთ. შემდეგ ერთი კვირით შეისვენეთ და კიდევ გაიმეორეთ.
ბრინჯის ნახარში ნამდვილი სასწაულმოქმედია. ის კარგია კუჭ-ნაწლავის მოქმედების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ასევე, ქალა-ტვინის ტრავმებისას. სამკურნალო ნახარშის მოსამზადებლად:
* გარეცხეთ 5 სადილის კოვზი ბრინჯი, დაასხით 5 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და კარგად მოხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული სითხე დალიეთ დღეში 4-ჯერ.
ფაღარათის, ანუ კუჭის აშლის დროს, გარეცხეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, დაასხით 4 ჩაის ჭიქა წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ, დღეში – 3-ჯერ.

საკვები ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს
ის, რომ სწორი კვება ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, ბევრმა იცის, თუმცა, ცოტამ – თუ რა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისებაც გააჩნია კონკრეტული საკვების მიღებას. ასევე, სწორად შერჩეული ყოველდღიური საკვები თავიდან აგაცილებთ საშიშ დაავადებებს. ამით კი ჯანმრთელობას ღრმა სიბერემდე დააზღვევთ. კერძოდ:
პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა.
თევზი ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აფერხებს დაბერების პროცესს.
სატაცურში შემავალი ნივთიერებები აფერხებს უჯრედებში მიმდინარე ონკოლოგიურ პროცესებს. სატაცურის რეგულარული მიღება დაგიცავთ ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის კიბოსგან.
მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. კარგად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ებრძვის შარდსასქესო ორგანოების ინფექციებს.
შვრია სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას. კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლადაც.
ნიგოზი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მისი ჭამა ამცირებს ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ეს კი, აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ისპანახი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და სასარგებლოა მხედველობისთვის.
კუნელი შეიცავს ფლავონოიდებს. კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს, როგორც კუნთის მატონიზებელი საშუალება. აქვს წნევის დამწევი თვისება. აგრეთვე, აწესრიგებს გულის რიტმს და აუმჯობესებს გულის კუნთის კვებას.
ასკილი, როგორც ვიტამინებისა და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებათა წყარო, ბევრი დაავადების დროს გამოიყენება. მას ახასიათებს წნევის დაწევისა და გულის კუნთის მატონიზებელი ეფექტი.

აუცილებლად გაათავისუფლეთ ნაწლავები ტოქსინებისგან
იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავები არარეგულარულად და არასათანადოდ იცლება, ტოქსინები სისხლში გაედინება, რაც ცუდად აისახება კანის მდგომარეობასა და ჩვენს განწყობაზე. თუ გსურთ, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ, გქონდეთ ლამაზი კანი და თავიც კარგად იგრძნოთ, აუცილებელია, ნაწლავები ტოქსინებისგან გაწმინდოთ.
თუ ნაწლავები პრობლემებს არ გიქმნით, გაწნენდის პროცედურა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, სხვა შემთხვევაში კი – თვეში ერთხელ. კერძოდ, დასვენების დღეებში აადუღეთ 200 მილილიტრი წყალი და ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი – ეს ფიზიოლოგიური ხსნარია, რომელსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ის ნაწლავებს გარეცხავს და მავნე ნივთიერებებს გარეთ გამოიტანს. ამ ხსნარის დალევის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, უნდა ჭამოთ წინასწარ მომზადებული საუზმე: ერთი მუჭა ბრინჯი მოხარშეთ უმარილო და უშაქრო წყალში, დაუმატეთ ცოტა კარაქი და მიირთვით. შეგიძლიათ, ჩაიც მიაყოლოთ.  ბრინჯის ჭამიდან ორი საათის შემდეგ ჭამეთ, რაც გსურთ. ასეთი წესით ნაწლავების გაწმენდა ძალიან ეფექტურია და არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორას. გაითვალისწინეთ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილნი, უმჯობესია, ფიზიოლოგიური ხსნარი აფთიაქში შეიძინოთ.
ნაწლავების დაცლა შვებას უნდა ჰგვრიდეს ადამიანს და ეს იოლად უნდა ხდებოდეს. თუ ასე არ არის, ეს უკვე პათოლოგიაა. დეფეკაციის დროს არსებული ტკივილები, ბუასილის გამწვავების შემთხვევაში რომ იჩენს თავს, ბლოკავს ნაწლავების დაცლის პროცესს და საშინელ დისკომფორტს იწვევს. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
* გაღვიძებისთანავე დალიეთ ოთახის ტემპერატურის მქონე 1 ჭიქა წყალი;
* უზმოზე მიირთვით ასეთი ნარევი: დააქუცმაცეთ გარგარის, შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირი. 200 გრამ ნარევს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ 1 სადილის კოვზი. შეგიძლიათ, დააყოლოთ 1 ჩაის ჭიქა წყალი.
* ხშირად მიირთვით ზღვის კომბოსტო, ასევე, უმი ბოსტნეულის: კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლის, კიტრის, პომიდვრის, სალათის ფურცლების, ბოლოკის, მწვანილისა და ვაშლის სალათები, რომლებიც შეზავებული იქნება მცენარეული ზეთით.
* მიირთვით ღერღილი ის B ვიტამინის საბადოა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისგან იცავს ადამიანს.

скачать dle 11.3