კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა მამათა სწავლებანი

სიმდაბლის გზა
როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა; სიმდაბლის გზა ამგვარია: მარადის მას უნდა ვეძიებდეთ და იმ საქმეებს უნდა აღვასრულებდეთ, რომელთაც სიმდაბლე მოაქვთ; არც ერთი უბრალო (მდაბალი, უნდო) საქმე არ უნდა მივიჩნიოთ საზიანოდ, რამეთუ სული თავისავე საქმეებს ემსგავსება: რასაც აკეთებს, ის აღიბეჭდება მასზე. დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და საკვებიც, და სარეცელიც, და სახლიც, და ჭურჭელიც – იყოს უბრალო, თავმდაბლური და მათში ზედმეტი არაფერი იპოვებოდეს; და სიტყვაც, და საგალობელიც, და მოყვასისადმი მიმართებაც, დაე, იყოს უფრო მეტად მოკრძალებული, ვიდრე ქედმაღლური; დაე, უცხო იყოს შენთვის სოფისტურად შელამაზებული მეტყველება, ზედმეტად ტკბილხმოვანი გალობა, ამაყი და გაბედული საუბარი, – არამედ მოიკვეთე ყველანაირი მედიდურობა, მეგობართან კეთილი იყავი, მსახურთან – მშვიდი, თავხედებთან – ძვირუხსენებელი, მდაბლებთან – კაცთმოყვარე; ანუგეშე ბედკრულები, მოინახულე ავადმყოფები; ნურცერთ ადამიანს ნუ შეიძულებ, სიხარულით მიესალმე ყველას, გაცისკროვნებული სახით უპასუხე; იყავი ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, გულისხმიერი; ნუ შეიქებ საკუთარ თავს და სხვასაც ნუ გახდი იძულებულს, შენზე ილაპარაკოს; ნუ შეიწყნარებ ურიგო სიტყვას; რამდენადაც შესაძლებელია, დაფარე შენი უპირატესობა; როცა შესცოდავ, ყოველთვის შეისმინე საკუთარი თავი და ნუ ელოდები, როდის გამხილებენ სხვები, რათა მიემსგავსო მართალს, რომელიც „თავისა თვისისა შემასმენელ იქმნის პირველსავე სიტყუასა.
წმიდა ბასილი დიდი


უფლის მოშიშნო,
მის წყალობას ელოდეთ

რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.
რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი – მორჩილების ქურაში.
ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორედ წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.
უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიექცევით, რათა არ დაეცეთ.
უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური.
უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა.
გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცვხენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო?
რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს.
ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს ორი გზით მავალთ!
ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც დაცული არ იქნება!
ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ?
უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ.
უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი აღივსებიან რჯულით.
უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ.
ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 1-3


სად არის ადამიანის ხსნა
ნათლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხსნას. ეს არის მხოლოდ საკუთარ ცოდვასთან ბრძოლაში მეომრად კურთხევა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ნათლობა აძლევს ადამიანს ამ ბრძოლაში საბრძოლო იარაღს, ბრძოლა კი მან თვითონ უნდა მოიგოს. რა თქმა უნდა, ეს ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია თვით ადამიანის ძალისხმევა და მონაწილეობაც. ასეთი დახმარების გასაწევად, ეკლესიაში დადგენილია საიდუმლოებები, რაც არ გააჩნია არცერთ სხვა რელიგიას. არის კი სხვაგან სადმე, გარდა ქრისტეს ეკლესიისა, წმიდა ზიარების საიდუმლო – ეს სულიერი „სისხლის გადასხმა“ თვით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენს სასიკვდინედ დაავადებული სულისა და ხრწნადი სხეულის გადასარჩენად? – არა. ზიარების საიდუმლო – ყველაზე ნათელი და თვალსაჩინო დადასტურებაა ჩვენი განმღმრთობისა, ჩვენი ღმერთთან შეერთებისა, როცა მისი ხორცი და სისხლი ხილულად შემოდის ჩვენში და ჩვენ ცხადად და არა სიმბოლურად, ვხდებით მისი სხეულის ნაწილი. ამ პლანეტაზე ჩვენი მრავალსაუკუნოვანი უმწეო ჯახირი და მცდელობა მყარი და სრულყოფილი საზოგადოების შესაქმნელად, აგრეთვე საკუთარი  თავის ყოველდღიურად გამოსწორება, გაუმჯობესება, წყლიდან საკუთარი თავის თმით ამოყვანის მხოლოდ შეუძლებლობას აჩვენებს და სხვას არაფერს. ადამიანს საკუთარი ძალებით, ღვთის შეწევნის გარეშე, თავის გადარჩენა არ შეუძლია – არამედ მხოლოდ დაღუპვა. მხოლოდ ეკლესიაში დადგენილი საიდუმლოებების მეშვეობით ჩვენი უფალთან „შერწყმა“ ცხადად იხსნის ადამიანს, გარდაქმნის მას არა მიწიერ (ხრწნად და უსულო), არამედ ცათა სასუფევლის მკვიდრად, სადაც მიიღწევა სრულყოფილება.
მღვდელი ვლადიმირ ელისეევი

скачать dle 11.3