კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაგალითი

ვანდალი სტუმრები

 ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიულ ძეგლებზე მრავალადაა ჩვენი თანამემამულეების მიერ მშობლიურ ქართულზე ამოჩორკნილი სიტყვები (იმ იმედით, რომ ამომჩორკნელების სახელი ისტორიას ამ სახით მაინც დარჩება), არახალია ქართული ბედკრული ყოფისთვის, თუმცა ახლახან, ამ მიმართულებით, სიახლეც გამოჩნდა. უფრო ზუსტად, მომბაძველებიც გამოგვიჩნდნენ.
კერძოდ, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის წყალობით შევიტყვეთ, რომ მცხეთის ჯვარზე აწ უკვე ლათინური, არაბული და თურქულენოვანი წარწერებიც გამოჩნდა (თვითმხილველმა ფოტომასალაც წარმოადგინა).
და თუმცა, სავარაუდოდ, წარწერები ღამითაა გაკეთებული (რადგან დიდი ზომისაა და მის „შემოქმედს“ დღისით ვინმე აუცილებლად შეამჩნევდა), ეს მაინც ვერაფერი შეღავათია.
ბუნებრივია, ახლა უკვე შეუძლებელია ვანდალიზმის ავტორისა თუ ავტორების გამოვლენა, მაგრამ ჯერჯერობით ისიც კი არ ვიცით, როგორ აპირებს სახელმწიფო ამ ტიპის ქმედებაზე რეაგირებას – მათ შორის, პრევენციის მიზნითაც.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ (როგორც დასაწყისში მოგახსენეთ), ისტორიული ძეგლების (რაც ერთადერთი რამაა, რითაც დღემდე მოგვაქვს თავი, იმ მარტივი მიზეზით, რომ იმათზე ღირებული ჯერჯერობით არაფერი შეგვიქმნია) კედლებზე საკუთარი სახელების უკვდავყოფა (თითქოს რეინკარნირებული არსაკიძეები ვიყოთ), ცოდვა გამხელილი ჯობს და, ჩვენთვის არცთუ უცხო საქმიანობაა, ვითომ არაბსა და თურქს რა დაუშლიდა?! –

скачать dle 11.3