კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიპლომატიის დედა?!

ანუ უშიში, ვითარცა უხორცო

 რაკი ტრაგიკულმა ტერაქტმა, რომელიც ბრიუსელში მოხდა, ჩვენც შეგვაძრწუნა, ბუნებრივია, არც აზრების გამოთქმა დაგვიშურებია (ან კი როგორ დავიშურებდით, როდესაც სხვათათვის ჭკუის სწავლება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, პათოსით: იაპონია ეუბნება გერმანიას…).
ჰოდა, რადგან არც უბრალო მოკვდავთ დაგვიშურებია, ცხადზე უცხადესია, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკოსობის მსურველები ზომაზე მეტადაც კი იაქტიურებდნენ.
მოსალოდნელიც იყო და იაქტიურეს კიდეც. მაგალითად, დიპლომატთა კლუბის წევრმა სალომე სამადაშვილმა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შესახებ საუბრისას ამ ტერაქტებში რუსულ კვალზე ისაუბრა.
სახელდობრ, დიპლომატმა  ბრძანა შემდეგი: „აშკარაა, რომ აუცილებელია, შენარჩუნებული იქნას ტრანსატლანტიკური ერთიანობა, რასაც ურტყამს რუსეთის ფედერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ საუბრობენ ევროპელი ლიდერები რუსეთის როლზე ტერორიზმის დასპონსორებაში, ისინი პირად საუბარში ამბობენ, რომ უშიშროების სამსახურებზე დაყრდნობით აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ყველა ტერორისტული თავდასხმების უკან არის რუსული ინტერესები.“
ამ სიტყვის თავისუფლების პირობებში, რაც, ჩვენი გაგებით, ძირითადად ენისთვის ლაგამის მოხსნით გამოიხატება, რასაკვირველია, ქ-ნ სამადაშვილს არაფერი გასაოცარი არ უთქვამს და, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი უფლებაა.
მაგრამ, ვინაიდან ხსენებულ ქ-ნს დიპლომატობის პრეტენზია აქვს, ფრიად უცნაურია ასეთი პირდაპირი ტექსტები, იმას გარდა, რომ პირადი საუბრების საჯაროდ გამოტანაც ვერ უნდა იყოს მთლად დიპლომატიური საქციელი – თუ, რა თქმა უნდა, ქ-ნ სამადაშვილს არ ჰგონია, რომ თავად ევროპელ პოლიტიკოსებზე გამჭრიახი, უშიშარი და პირში მთქმელია?! –

скачать dle 11.3