დაამარცხე ჭარბწონიანობა – უნივერსალური გასახდომი ბალონები ექსკლუზიურად „მედიქლაბჯორჯიაში“
„მედიქლაბჯორჯიამ” არსებობის 16 წლის განმავლობაში შექმნა მძლავრი ინფრასტრუქტურა და დაამკვიდრა სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტი ქართულ სამედიცინო ბაზარზე. ყველა სამედიცინო მომსახურების გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ, მაქსიმალური ორიენტაცია პაციენტზე და მეტი კონტროლის მექანიზმი განაპირობებს იმას, რომ „მედიქლაბჯორჯიას” არსებობის 10 წლის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი სარჩელი, აღძრული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. წელს კი ჩვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და კვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა ხარისხიანი მომსახურების ნომინაციას სწორედ „მედიქლაბჯორჯიას” ანიჭებს. ამას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ „მედიქლაბჯორჯია” ფლობს ISO 9001:2000 ხარისხის სერტიფიკატს და მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო სტანდარტების მქონე მრავალფუნქციური კლინიკაა.
კლინიკა „მედიქლაბჯორჯიაში” სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, თუმცა ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღებას კლინიკის მიერ დანერგილ უნიკალურ მეთოდსა და სამედიცინო მომსახურების იმ მიმართულებაზე შევაჩერებთ, რასაც „ჭარბ წონასთან ბრძოლა და კუჭში ფრანგული წარმოების გასახდომი ბალონების ენდოსკოპიური ჩადგმა” ეწოდება. თუ რას მოიცავს აღნიშნული მომსახურება და რატომ არის ის უნიკალური ქართული სინამდვილისთვის, კლინიკის ენდოსკოპიური სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი ლაშხი გვესაუბრება: დღესდღეობით, მსოფლიოში ჭარბ წონასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი აპრობირებული და აღიარებული (მათ შორის FDA-ს მიერ) გახლავთ კუჭში გასახდომი ბალონის ჩადგმა ენდოსკოპიური მეთოდით. ზოგადად, ეს მეთოდი არ გახლავთ ახალი, თუმცა ახალია თავად ბალონი, რომელსაც ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ და ენდოსკოპიურად ვუდგამთ. ზოგადად, ჩვენს კლინიკაში ყველა მიმართულებით ინერგება უახლესი მეთოდები, მათ შორის აღსანიშნავია საყლაპავის, კუჭის და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული (I სტადიამდე) დიაგნოსტიკისა და მისი შემდგომი ენდოსკოპიური, მცირე ინვაზიური მეთოდით მკურნალობა (აშრევება).
რაც შეეხება გასახდომ ბალონებს, სულ ცოტა ხნის წინ მივლინებული გახლდით ლიონში, სადაც პირადად გავიარე ტრენინგები ზემოხსენებული პროცედურის დაუფლების მიზნით. აღნიშნული ბალონები, რომლებიც Helioscopie ბრენდით არის ცნობილი, წინამორბედი ბალონებისგან განსხვავებით პოლიურეთანის მასალისგან არის დამზადებული, იბერება ჰაერით, დაფარულია სპეციალური ნივთიერებით (რაც დამატებით ხელს უშლის ლორწოვანის დაწყლულებას) და გაცილებით მსუბუქი და მოსახერხებელია. ადრე წარმოებული ბალონების სერია გახლდათ სილიკონის ფაქტურის, რომელიც წყლით იბერებოდა, გაცილებით მძიმე წონის და მოუხერხებელი იყო. ჩვენი ახალი ბალონის წონა შეადგენს 37-38 გრამს, ხოლო სილიკონის, წყლით გაბერილი ბალონის – 650 გრამს, რაც ხშირად ხდებოდა ბალონის აუტანლობისა და მისი ვადაზე ადრე ამოღების მიზეზი. ახალი Helioscopie-ს ბალონები გაცილებით კომფორტულია და პრაქტიკულად გამორიცხავს აუტანლობის სინდრომს.
– როგორ ხდება ამ ბალონის ჩადგმა ადამიანის კუჭში და რამდენად უსაფრთხოა ის?
– მისი ჩადგმა ხორციელდება ინტრავენური ანესთეზიით, სედაციით: ბალონი ენდოსკოპის ვიზუალური კონტროლით გაივლის საყლაპავს და იბერება კუჭში. ჩვენს კლინიკაში არსებობს სპეციალური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ასევე მივლინებულ იქნა შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში უახლესი ბარიატრიული მიდგომების შესასწავლად. ქართველი პაციენტების დიდ ნაწილს აქვს ეგრეთ წოდებული ჭარბი წონის მაღალი ინდექსი, რაც ერთიორად ზრდის რისკებსა და საფრთხეებს და საჭიროებს ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით სპეციალურ მომზადებას.
ჩვენს კლინიკაში პაციენტები აირით გასაბერი ბალონების ჩადგმამდე გადიან მედიკოსთა მიერ ფართო სპექტრის გამოკვლევებს, დაწყებული ანესთეზიოლოგიით, დამთავრებული დიეტოლოგითა და ენდოკრინოლოგით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსებეული ბარიატრიული მეთოდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუჭის სიმსივნური და წყლულოვანი დაავადების (გამწვავების ფაზა) არსებობის შემთხვევაში და, ასევე, ორსულებისთვის. რაც შეეხება თვით პროცედურას, ის მიმდინარეობს უსისხლოდ, ენდოსკოპიური მეთოდით, 25-35 წუთის განმავლობაში, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. პაციენტი პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე საათში ტოვებს კლინიკას და მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, უბრალოდ, ვეღარ ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს. აქვე დავძენ, რომ გასახდომი ბალონი (მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნით) 6 თვის თავზე აუცილებლად უნდა იქნეს ამოღებული.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეთავაზებული გასახდომი ბალონი, პაციენტის ხელშეწყობითა და კვების რაციონის განსაზღვრით, უზრუნველყოფს წონის სტაბილურ კლებას. ვფიქრობ, რომ ქართულ სინამდვილეში ეს გახლავთ უნიკალური, უსაფრთხო და კომფორტული გასახდომი მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს 6 თვეში წონის საშუალოდ 20 კილოგრამამდე დაკლებას.
მისამართი: თბილისი,
ტაშკენტის ¹22ა.
ტელეფონი: 995 32) 225 1991.