კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოთხოვნები არ აქვს მამაკაცების მიმართ ნუკა ყარალაშვილს და რის გამო იპყრობს მას პანიკა

„მის საქართველოსა“ და წარმატებული მოდელის, ნუკა ყარალაშვილის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. ის ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის პიარ-მენეჯერი გახდა. გარდა ამისა, სამოდელო საქმიანობას ისევ განაგრძობს და, როგორც თავად ამბობს,  ბევრი საინტერესო შემოთავაზება და გეგმა აქვს.
ნუკა ყარალაშვილი: „მის საქართველოს“ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მთელი ჩემი ცხოვრება – რიტმიც, სტილიც. ახლა უფრო მეტად ვარ დატვირთული. მუშაობაც დავიწყე – სამშენებლო კომპანია  King David Residences-ში პიარ-მენეჯერად ვმუშაობ. დილიდან საღამომდე აქ ვარ, საკმაოდ საინტერესო სამსახური მაქვს. ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, სხვებიც მუშაობენ, მეხმარებიან, რადგან ეს ჩემთვის საკმაოდ სერიოზული სამსახურია. მანამდე ორი სხვა სამსახურიც მქონდა, რომლებიც სამოდელო საქმიანობას არ უკავშირდებოდა და, შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება მაქვს. გარდა ამისა, მაქვს გადაღებები, მოდის კვირეულზეც გამოვდივარ და, არ მინდა, ეს რიტმი დავაგდო.
– როგორი განრიგი გაქვს, როგორი რიტმი? ალბათ, ახალმა სამსახურმა შენს „დრეს კოდზეც“ იმოქმედა.
– ჩემი ტიტულიდან გამომდინარე, მაინც კლასიკურად ვიცვამ, თუმცა „დრეს კოდით“ – თეთრი პერანგითა და შავი ქვედაბოლოთი სიარული არ მიწევს, მაგრამ, ვცდილობ, სულ კარგად გამოვიყურებოდე. სპორტულად ჩაცმა მომწონს და ზოგჯერ ასე ვიცვამ სამსახურში, თუმცა, მიფიქრია, სხვა ფორმაში რომ ვყოფილიყავი, უკეთესი იქნებოდა-მეთქი. მაგრამ, ხალხმა ისეთი უნდა შეგიყვაროს, როგორიც ხარ; ბუნებრივად როგორიც ხარ, ისეთი უნდა მოსწონდე ხალხს. როდესაც აქ მუშაობა შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, დიდხანს არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი და, მიხარია, რომ ძალიან კარგი ხალხი დამხვდა. მანამდეც ვფიქრობდი, რომ უფრო სერიოზული საქმე დამეწყო, ვიდრე მოდელობაა. საინტერესო სამუშაო მაქვს, კარგ ხალხთან ვმუშაობ და კარგ საქმეს ვაკეთებთ – ძალიან ლამაზ სახლებს ვაშენებთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ, აჭარაშიც. მიხარია, რომ განსხვავებული ამპლუით წარვდგები საზოგადოების წინაშე და სტაბილური და კარგი სამსახური მაქვს. სხვა საინტერესო შემოთავაზებებიც არის, მაგრამ ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით. ჩემს სააგენტოშიც უხარიათ ჩემი წარმატებები. ქალბატონი ია კიწმარიშვილი ისევ მუშაობს ჩემზე, ჩემს ფოტოებს გზავნის. მაგრამ, რადგან ახლა დავიწყე სამსახური, ალბათ, სექტემბერში წავალ უცხოეთში უკვე ცოტა ხნით.
– სამსახურიდანაც გექნება ხელშეწყობა?
– კი, როგორ არა. ეს პიარის ერთგვარი კარგი საშუალებაც იქნება. ჩემი კომპანიის ბუკლეტებს წავიღებ ხოლმე და, თუნდაც ქასთინგზე მისვლისას გავუკეთებ პიარს. იაც გადაწყვეტს, რა იქნება ჩემთვის უკეთესი.
– „მის საქართველოზე“ გამარჯვების შემდეგ ავტომობილიც გადმოგცეს საჩუქრად. დადიხარ უკვე?
– ულამაზესი ავტომობილი მაჩუქეს, ძალიან მომწონს. უკვე დავდივარ და კარგი მძღოლი ვარ. ვცდილობ, წესები არ დავარღვიო. მხოლოდ ერთხელ დამაჯარიმეს პარკინგის გამო – მანქანაზე დამხვდა ჯარიმა. მეგობრები, დედა – ყველა მიჯდება ავტომობილში. მიუხედავად იმისა, რომ ორკაციანი ავტომობილი მყავს, ოთხნიც კარგად ვსხედვართ. უხეშ მანევრებს არ ვაკეთებ და კარგად დავდივარ, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– საკუთარ თავს რომ აკვირდები, პირველი „მის საქართველოდან“ დღემდე რამდენად შეიცვალა ნუკა, რამდენად გაიზარდა?
– იმის მერე ბევრი დრო გავიდა. დიდად ვერ ვატყობ საკუთარ თავს ცვლილებას, უბრალოდ, ზოგჯერ ისეთ სიტუაციებში მიწევს ყოფნა, რომ, ადრე თუ ვინმეს „დაჯღანვით” ვესალმებოდი, ახლა ასე ვერ მივესალმები, თუმცა გულში – შეიძლება. ასე, მაინც, ჩემს მეგობრებთან, ნაცნობებთან ვიქცეოდი. მაგრამ, რადგან ვიცი, რომ ათასი თვალი მიყურებს, აღარ დავიჯღანები და ცოტა მორიდებულად მოვიქცევი. საბოლოო ჯამში, ისევ ისეთი ხალისიანი ვარ. მაგრამ, ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში მიწევს ყოფნა, რომ ჩემი გულწრფელობა ყველასთან არ უნდა გამოვავლინო. ძირითადად, ვიცი და ვხვდები, სად უნდა გამოვხატო ჩემი ხასიათი. მაგრამ, თუ ვიღაც ვერ მიმიღებს, არც ეს არის პრობლემა, რადგან, შეიძლება, მეც არ მომეწონოს ვიღაცის რამე.
– შეგეცვალა ინტერესების სფერო?
– საკმაოდ შემეცვალა და, ამაზე იმოქმედა როგორც სამსახურმა, ასევე, „მის მსოფლიომაც“. ახლა უფრო სწავლაზე ვარ ორიენტირებული – ბაკალავრის დიპლომი ავიღე და მაგისტრისასაც ავიღებ. ჩამოყალიბების პროცესში ვარ, ვფიქრობ, სად განვაგრძო სწავლა და ამაში ჩემი სამსახურიც დამეხმარება.
– ჩაფხუტით მოიარე მშენებლობა?
– დავათვალიერე მშენებლობა, 30-ე და 31-ე სართულებზე ძალიან ლამაზი დუპლექსი და პენთჰაუსი გვაქვს.
– ხომ არ აპირებ ბინის შეძენას?
– სიამოვნებით შევიძენდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი ფინანსებით ვერ ვიყიდი. სიმაღლის შიში მაქვს, მაგრამ მშენებლობიდან ისეთი ლამაზი ხედები იშლება, თითქმის ყველაფერი ჩანს და შიშმა სულ გადამიარა, დავძლიე შიში.
– კიდევ რისი გეშინია?
– ძალიან მეშინია სიბნელის, პანიკა მიპყრობს – მგონია, უკან ვიღაც მიდგას. ღამით გარეთ რომ ვარ, უკან-უკან ვიხედები ხოლმე. საშინელებათა ფილმების ყურება მიყვარს და მერე ორი ღამე არ მძინავს. არადა, ცქერის პროცესი მსიამოვნებს.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? გავიგე, 8 მარტს ძვირფასი საჩუქარი მიიღე.
– ტყუილია, 8 მარტს არასდროს არავის არაფერი უჩუქებია. რა თქმა უნდა, წარმატებულ კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებაც მოწესრიგებული თუ გექნება, ძალიან კარგია. მაგრამ ახლა არ მცალია ამისთვის არც ფიზიკურად და არც სხვანაირად, რადგან, საქმით ვარ დაკავებული: გადაღებები, სამსახური, მეგობრები... კიდევ, ენებში ვემზადები. თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, არსებობენ, ოღონდ, შორიდან; მეც რომ გავიდე ურთიერთობაში და შევხვდე – ასეთი რამ ჯერჯერობით არ ხდება.
– მოთხოვნები ხომ არ შეგეცვალა ბიჭების მიმართ?
– არა, მოთხოვნები ისედაც არ მქონია, ყველაფერს მაინც თავისი გამოცდილება უნდა. „ეს მინდა, ის მინდა” – ასეთი მოთხოვნები არ მქონია. 16-17 წლის რომ ვიაყავი, მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქორობ, რომ ადამიანი რეალიზებული უნდა იყოს, საქმიანი. უსაქმური ადამიანი არასდროს მომწონდა, არც ბავშვობაში და არც ახლა. ქერა და ცისფერთვალება უნდა მომეწონოს-მეთქი – ასეთი მოთხოვნა არ მქონია. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
– როგორია შენი გეგმები ახლო მომავალში?
– კარგ შემოთავაზებებს ველოდები, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თავს შევიკავებ. ეს ყველასთვის მოულოდნელი და საინტერესო იქნება, ისევე, როგორც თავად ჩემთვის. რადგან, გარკვეულწილად, საკუთარი თავის გამოცდა მომიწევს კიდევ ერთ, ახალ ამპლუაში.

скачать dle 11.3