კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შარდის შეუკავებლობა – მილიონობით ადამიანის პრობლემა

შარდის შეუკავებლობის პრობლემით ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია, მიუხედავად იმისა, ქალია ის თუ მამაკაცი. ადამიანი მიჯაჭვულია საპირფარეშოს და წინასწარ იცის მისი ადგილმდებარეობა. იძულებულია, შეიცვალოს სამსახური ან საერთოდ არ გადის სახლიდან. ზღუდავს სითხის მიღებას. ყოველივე ეს მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს დეპრესიას. რატომღაც, შარდის შეუკავებლობის სპეციალისტებს ნაკლებად მიმართავენ, ხოლო ზოგადი პროფილის ექიმებისგან, მთელ რიგ შემთხვევაში, არასათანადო რჩევებს იღებენ. აქედან გამომდინარე, თავად ცდილობენ, გაუმკლავდნენ საკუთარ პრობლემას – შეეგუონ, მოერგონ მძიმე და სავალალო მდგომარეობას. უხშირესად ამას ხელოვნურად შექმნილი „საფენებით” ახერხებენ. ხშირად ბავშვის საფენებს, „პამპერსებს” იყენებენ ან ზრდასრული ადამიანის დაბალი ხარისხის საფენებით დადიან. გამოყოფილი შარდი იწვევს კანის გაღიზიანებას, დაწყლულებას, სუნს.
სამწუხაროდ, საქართველოში ათასობით ადამიანია ასეთ მდგომარეობაში. ქალებში შარდის შეუკავებლობის მიზეზებზე ბევრჯერ მისაუბრია, ტელერადიო გადაცემაც ყოფილა. მრავალასეულობით ქალს უკვე დავეხმარეთ – როგორც წარმატებული ოპერაციით, ასევე სათანადო მედიკამენტური მკურნალობით. საქართველოში შარდის შეუკავებლობის გამო 200-ზე მეტი ოპერაცია ჩავატარე. ოპერაციის დროს სპეციალური სინთეტიკური ზონრის – სლინგის მეშვეობით (სლინგური ოპერაცია) ხდება დაზიანებული იოგების ჩანაცვლება და შედეგად, ქალს უბრუნდება შარდის შეკავების უნარი. ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 40 წუთს და ქალბატონი კლინიკიდან მეორე დღეს ეწერება.
შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი მიზეზი  ჰიპერაქტიური შარდის ბუშტია – როდესაც უეცრად აღინიშნება ბრძანებითი მოთხოვნა მოშარდვაზე. აღნიშნული რთული მდგომარეობა ადვილად იმართება სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც ამცირებს შარდის ბუშტის შეკუმშვის ინტენსივობას. შედეგად მცირდება მოთხოვნები მოშარდვაზე, იზრდება შუალედი მოშარდვებს შორის.  გახშირებული შარდვა „ვერ მისწრებით,” თან ახლავს ქრონიკული ცისტიტის ერთ-ერთ ფორმას – მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომს. საკმარისია შარდი მცირე რაოდენობით დაგროვდეს შარდის ბუშტში და მაშინვე იწყება ტკივილები მცირე მენჯის არეში, ვითარდება ბრძანებითი სურვილი მოშარდვაზე. ამ გაუსაძლისი ტკივილების მოხსნა წარმატებით არის შესაძლებელი შარდის ბუშტის კედელში სპეციალური წამლის შეყვანით.
მამაკაცებში „უეცრად” განვითარებული შარდის შეუკავებლობის მიზეზი რადიკალური პროსტატექტომიაა – პროსტატის ამოკვეთა ონკოლოგიური დაავადების გამო. ამ დროს შარდის შეუკავებლობის ალბათობა შეადგენს 5-40 პროცენტს. მამაკაცი იძულებულია, დაელოდოს მდგომარეობის გაუმჯობესებას 6-12 თვე. მაგრამ, თუ პირველი 6 თვის განმავლობაში  მდგომარეობა არ უმჯობესდება, ნაკლებად სავარაუდოა შარდის შეკავების უნარის აღდგენა. თუ შარდის შეუკავებლობა ამ პერიოდში არ მცირდება, შესაძლებელია ოპერაციული მკურნალობა – ხელოვნური სფინქტერის ჩადგმა.
ზურგის ტვინის ტრავმების დროს, რაც უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცებში ხდება, გაფანტული სკლეროზისა და პარკინსონის დაავადების დროს, შესაძლებელია შარდის შეკავების უნარის აღდგენა მინიმარული მანიპულაციით – შარდის ბუშტის კედელში სპეციალური მედიკამენტის შეყვანით.
 შარდის შეუკავებლობის პრობლემებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, მიმართოთ შარდის შეუკავებლობის მართვის ექსპერტს, მედიცინის დოქტორს, უროლოგს ალექსანდრე ხელაიას (ტელ: 555 30 50 51, ელექტრონული მისამართი: alekoxelaia@gmail.com

скачать dle 11.3