კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შესთავაზა მაიკლ ჯეკსონისა და მერაია ქერის პროდიუსერმა მერაბ სეფაშვილს და ვინ გადაუხადა მას ერთ საღამოში 40 ათასი დოლარი

ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, რომ მომღერლ მერაბ სეფაშვილს საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს ისრაელში და სწორედ ამიტომ დაფრინავს ის თვეში რამდენჯერმე წმიდა მიწაზე; იმასაც ამბობენ, თითქოს ის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახე ხდება. რასაკვირველია, ეს ამბები თავად მომღერალთან გადავამოწმეთ და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც გამოგვივიდა.
მერაბ სეფაშვილი: ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთიც მწყალობს და იღბლიანი ადამიანიც ვარ. მიხარია, რომ დღესაც მოთხოვნად მომღერლად ვითვლები. ვერ გეტყვით, ეს ჩემი ნიჭის ბრალია თუ რეპერტუარის, მაგრამ, ფაქტია. ალბათ, რაღაც განსხვავებულად მოსწონთ ჩემში. ადრე ასე გაველურებული არ იყო სამყარო, სხვა ურთიერთობები და დამოკიდებულებები არსებობდა, თუმცა, მე ვერანაირმა სიტუაციამ ვერ შემცვალა და, ვცდილობ, თუკი ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდება, გვერდში დავუდგე. კიდევ ვამბობ: ძალიან რთულია, გაველურებულ სამყაროში შეინარჩუნო ადამიანობა და, კიდევ, არ უნდა ჩაერიო იმ საქმეში, რაც არ იცი. პირდაპირ გეტყვით – ამ ცხოვრების სტილი არ მომწონს და, ვფიქრობ, ბევრ ისეთს აკადრებენ ერთმანეთს, რისი კადრებაც არ შეიძლება და საზღვრებს სცდება. ნამდვილად არ მინდა, ასეთ ქაოსში ავღმოვჩნდე.
– ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, თითქოს პოლიტიკაში აპირებ მოსვლას და ერთ-ერთი პარტიის სახე ხდები. ამას ადასტურებ?
– არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა, არა მგონია, ახლო მომავალში პოლიტიკაში მიხილოთ. ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთო, რაც კარგად გამოგდის, მე კი ამ მხრივ უკვე არჩეული მაქვს გზა. იყო დრო, როცა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიკერძოებაში დამადანაშაულეს და ეს პერიოდი საკმაოდ ცუდად ჩამრჩა მეხსიერებაში. თუმცა, მას შემდეგ ისეთი რამეები მოხდა, ის „ლაითი“ ჟურნალი აღმოჩნდა და, ვიღას ახსოვდა მერაბ სეფაშვილი (იცინის). იმ „კინოს” გაგრძელება იმიტომ არ მოჰყვა, რომ მე და პოლიტიკა შორი-შორს ვდგავართ. ჭორი, რომ პოლიტიკაში ვაპირებდი მოსვლას დ ა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახე უნდა გავმხდარიყავი, მეც მსმენია. დამიჯერეთ, რომ მომენდომებინა, ასეც იქნებოდა. ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, თუმცა მე უარი ვთქვი.
– რატომ თქვი უარი? ვერ იქნებოდი კარგი პოლიტიკოსი თუ, უბრალოდ, ლანძღვა-გინებას აარიდე თავი?
– შეიძლება, ბევრ პოლიტიკოსზე კარგად მეკეთებინა საქმე, მაგრამ, არ არის პოლიტიკა „ჩემი” საქმიანობა. ნამდვილად არ მინდოდა პოლიტიკაში, თორემ, ვიქნებოდი. ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მოსვლა არ არის საჭირო. მე სიმღერა მიყვარს და, მირჩევნია, ეს საქმე ვაკეთო. სხვათა შორის, ყველა საქმეს სჭირდება პოლიტიკა და მე ჩემს საქმეში, ვფიქრობ, კარგი პოლიტიკოსი ვარ (იცინის). ვაღიარებ, ხშირად კომპრომისზეც მიწევს წასვლა, მაგრამ, ესეც საქმეს სჭირდება.
– საკმაოდ ხშირად გიწევს ისრაელში ჩასვლა და, ისიც გავიგე, რომ იქ საკმაოდ კარგი ბიზნესი და ბიზნესწილები გაქვს. ამაზე რას იტყვი?
– ისრაელში საკმაოდ ხშირად მიწევს ჩასვლა, ხანდახან თვეში ხუთჯერაც კი და, მეხუმრებიან – რა არის, ბიჭო, სააკაშვილი ხომ არ ხარ, სულ ცაში რომ ხარო (იცინის). ადრე, სანამ არ „ჩავარტყამდი,“ ისე ვერ ვჯდებოდი თვითმფრინავში, ახლა კი მხოლოდ დამამშვიდებლებით შემოვიფარგლები. რაც შეეხება ბიზნესს, აბა, დაფირდით, ვინ მოგცემს ისრაელში ბიზნესწილებს? ერთი მეგობარი მყავს, ახალი ჩასული იყო ისრაელში და ვკითხე, ფინანსურად როგორ ხარ-მეთქი. გაეცინა და მიპასუხა: აქ ვინ რას გაშოვნინებს, 6 მილიონი ებრაელი რომ გაიღვიძებს დილით და ყველა იმას ფიქრობს, ფული საიდან იშოვოს, ჩემი საშოვნი სადღააო (იცინის). არც ისრაელში და არც სხვა ქვეყანაში ბიზნესი ნამდვილად არ მაქვს და, რომ მქონდეს, არც დავმალავდი. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკაში უკეთესი ვიქნები, ვიდრე ბიზნესში. ადრე მეგობრებს ვეხმარებოდი ბიზნესში და, მივხვდი, ამ საქმეში ჩემი ადგილი არ არის, ვერ გამოვდექი (იცინის). ისიც გამიგია, გავლენიანი მფარველები ჰყავს მერაბს ისრაელშიო. მე კი გეტყვით, რომ ბევრი ადამიანია იქ, ვისაც ვუყვარვარ, პატივს მცემს და მელოდება. იქ სითბოსა და სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობ. მფარველობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, კაკული გურიელაშვილი ჩემს ძმად მიმაჩნია და მისგან ძალიან ბევრი გვერდში დგომა და დახმარება მახსოვს. ისრაელში საკმაოდ ხშირად ტარდება კონცერტები და კორპორატიული საღამოები, სადაც მიწვევენ და სიამოვნებით ვმღერი. არა მარტო ისრაელში, ევროპაშიც დავდივარ. არ დამავიწყდება, ისრაელში იყო ბიზნესმენის ქორწილი და მთელი პლანეტა იქ იყო, თუ ვინმე ცნობილი ადამიანი გსმენიათ. თუმცა, ხშირად, დიდ საღამოებზე, ჩემს სიმღერაზე უფრო მეტად უმხიარულიათ და უცეკვიათ, ვიდრე უცხოელი მოწვეული ვარსკვლავის ნამღერზე. ისე გამიშინაურა ებრაელმა ხალხმა, იქ რომ ჩავდივარ, თავი საკუთარ სახლში მგონია. ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოა, სხვა განზომილება, სხვა ქვეყანაა, სადაც, თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ. არ დამავიწყდება, პირველად რომ ჩავედი, გონება დამებინდა – მეგონა, დედამიწას მოვწყდი და სამოთხეში აღმოვჩნდი. თუ მკითხავთ, საქართველოს გარდა სად იცხოვრებდიო, გიპასუხებთ, რომ ისრაელში და სხვაგან ვერა.
– გავიგე, მაიკლ ჯეკსონისა  და მერაია ქერის პროდიუსერი დაინტერესდა შენით და საკმაოდ კარგი შემოთავაზებაც გქონდა მისგან, მაგრამ შენ უარი თქვი. რატომ?
– ყველაზე დიდი საპროდიუსერო კომპანიაა ისრაელში, სადაც მუშაობს პროდიუსერი, რომელიც მუშაობდა მაიკლ ჯეკსონთან, მერაია ქერისთან და ასე შემდეგ ცნობილ მომღერლებთან. ერთ-ერთ საღამოზე ვიმღერე და იქ მომისმინა. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ, გეტყვით: დამიბარა და მითხრა, ჩემთვის მსოფლიოში სულ ათი მომღერალი არსებობს, მეტს არ ვცნობდი და შენი სახით მეთერთმეტე გაჩნდაო. პირობა ისეთი იყო, რომ იქ უნდა დავრჩენილიყავი, დამენიშნებოდა ხელფასი, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი პიარ-კომპანიასა და მსოფლიოში გასვლას თავის თავზე იღებდა. მაგრამ ამაზე უარი ვთქვი – რა ვქნა, ვერ გავჩერდი ამდენ ხანს. სხვათა შორის, მსგავსი შემოთავაზება რუსეთიდანაც იყო და ამაზეც უარი ვთქვი. მე დღეს რუსეთში აღარ დავდივარ, თუმცა, თავის დროზე, მოსკოვში, ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენის „პრივატულ“ საღამოზე, 40 ათასი დოლარი გადამიხადეს, რომელიც ზუსტად, ერთ თვეში აღარ მქონდა – ამ მხრივ საკმაოდ მფლანგველი ადამიანი ვარ (იცინის).

скачать dle 11.3