კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგორა კიბეებზე მეზობელმა ქალმა მილიციის მთვრალი ოპერი

მთელი ჩვენი მილიციის განყოფილება რესტორანში აღნიშნავდა ჩვენი უფროსის დაბადაბის დღეს და, იმდენი ღვინო დავლიეთ, ერთმანეთს ვერ ვარჩევდით. ჩემი მეგობარი მერაბ კოკაია „შნუროკივით“ იყო და უფროსმა მისი სახლში წაყვანა მიბრძანა. ტაქსი გავაჩერე, მერაბი მანქანაში ჩავდე და რამდენიმე წუთში საცხოვრებელ კორპუსთან მივედით. ჩემი მეგობარი „გადმოვიღე“ და ზურგზე ავიკიდე, მაგრამ, ჰაერმა რომ დამარტყა, უფრო დამიბნელდა თვალებში, თუმცა სადარბაზოში შესვლა მაინც მოვახერხე, ჩემი „ბარგი” მეოთხე სართულზე ავიტანე; ბინის ღია კარში შევედი, საძინებელში შევიყვანე, ვიღაც მძინარე ქალს მივუწვინე გვერდით და უკან გამოვბრუნდი...
მეორე დღეს „პახმელიაზე” გამოსასვლელად დავურეკე მერაბს და ხაშზე დავპატიჟე.
– რა ხაში, ფეხი მაქვს ნაღრძობი. ვერ დავდივარ. რას მერჩოდი, ბიჭო?! – შემომჩივლა მერაბმა და დაამატა: – ოთხი სართული სულ კისრისტეხით ჩავიარე. თან, ისე მაქვს ცხვირ-პირი დალილავებული, ფეხიც რომ არ მტკიოდეს, ქუჩაში მაინც ვერ გამოვჩნდები...
ერთი სიტყვით, შემშლია და მერაბი გვერდით სადარბაზოში ამიყვანია, სადაც მძინარე ქალს იმიტომ ჰქონდა კარი ღიად დატოვებული, რომ ღამის ცვლიდან დაბრუნებულ მეუღლეს ბრახუნი არ აეტეხა და არ გაეღვიძებინა. მერაბს კი, მე რომ წავსულვარ, უცხო ქალი ცოლი ჰგონებია, წაპოტინებია და, სწორედ მაშინ დაუჟეჟავს შეურაცხყოფილ დიასახლისს ჩემი მეგობარი ცომის გასაბრტყელებლით და კიბეებზე ჩამოუგორებია...
მართალია, ყველაფერი რომ გაირკვა, ინციდენტიც ამოიწურა, მაგრამ მერაბი სამი კვირის განმავლობაში იშუშებდა ჭრილობებს და მას მერე ასე უგონოდ აღარ დამთვრალა...
თამაზ დოლიძის ნაამბობის
მიხედვით 

скачать dle 11.3