კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უწყინარი მკვლელი

მკვლელობის მოტივი შეიძლება, რეალური იყო ან იქნებ, არარეალური... რევოლვერი წინა დღით იყიდა, აბსოლუტურად რეალურად, იმ სასტუმროს გვერდით მდებარე იარაღის პატარა მაღაზიაში, რომელშიც დელია – მისი შეყვარებული იმ ნაძირალას ხვდებოდა...
რონალდ გრეიდი მამაკაცის  ტანსაცმლის მაღაზიაში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა გამყიდველ-მენეჯერად და მოსწონდა თავისი სამუშაო. ფიქრობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე სწორედ ამ საქმეს გააკეთებდა. მაგრამ, პრობლემები მაშინ გაუჩნდა, როცა მისი განყოფილების – მამაკაცის პერანგების მმართველი რანდ მენსონი პენსიაში გავიდა. მისი ადგილი კი ვინმე მილერმა დაიკავა. რამდენიმე თვეში ყველა ძველი თანამშრომელი წავიდა მაღაზიიდან. „უილესი და დე-კალბი“ მალე პროფესიონალი კადრის გარეშე დარჩებოდა... როლანდს შველოდა ის, რომ უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვა არ უყვარდა. ამიტომ, მელერთან კონფლიქტი არ მოსვლია, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მმართველი ძალ-ღონეს არ იშურებდა მისი წონასწორობიდან გამოსაყვანად... მაგრამ, რონალდ გრეიდი არ იყო რკინის და დადგა დღე, როცა მან მილერი მოსისხლე მტრად აღიქვა და შეიძულა.
დელია – ულამაზესი ქალიშვილი, მომხიბვლელი, ჰაეროვანი არსება შემთხვევით გაიცნო ქუჩაში. სახლისკენ თავისი მანქანით მიდიოდა და მოჩხუბარი წყვილი შეამჩნია. კაცი ახალგაზრდა ქალისთვის რაღაცის წართმევას ცდილობდა და რამდენჯერმე მაგრად ჰკრა ხელი. რონალდს ბევრი არ უფიქრია, მანქანა გააჩერა, გადახტა და კაცს შეუტია. საკუთარი თავისგან ასეთ სიმამაცეს არ მოელოდა, მაგრამ ქალიშვილი ძალიან ლამაზი იყო... ახლა როგორ გაუღიმა, როცა მოძალადე გაიქცა?! მადლიერებით სავსე გამოხედვამ გაათამამა და როცა ქალიშვილმა ჰკითხა, მადლობა რით გადაგიხადოთო, სთხოვა – ნება მომეცით, სახლამდე მიგიყვანოთო. ქალიშვილი ჯერ უარობდა, ისედაც ძალიან შეგაწუხეთო, მაგრამ მერე მორიდებით ჩაუჯდა მანქანაში და მისამართი უთხრა. ის არც ისე შორს ცხოვრობდა. რონალდს კი უნდოდა, გზა უსასრულოდ გაგრძელებულიყო.
– დელია რაიტი, – გაეცნო ქალიშვილი.
– რონალდ გრეიდი...
ასე დაიწყო მათი ამაღელვებელი და მშფოთვარე რომანი. დელიას ის აშკარად მოსწონდა. ხშირად უდებდა პატარა, ნაზ ხელს ხელებში და თავსაც მხარზე მიაყრდნობდა ხოლმე. ისეთი დიდი და ყოვლისმომცველი იყო ასეთ დროს ნეტარების განცდა, რომ რონალდი ისევ წყდებოდა რეალობას და უსასრულობაში იკარგებოდა. ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე... მერე ჩაი დალიეს ერთად... რონალდი ბედნიერი იძინებდა და გაღვიძება უხაროდა, რადგან იცოდა, რომ იმ დღეს დელიას ნახავდა. მათმა ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღო. რონალდი სიზმრებშიც დელიასთან იყო. მას ეხუტებოდა და ეფერებოდა. ბედნიერების განცდა რეალობაშიც თან სდევდა, ამიტომ მისტერ მილერს, ყველა სხვა თანამშრომელთან შედარებით მშვიდად იტანდა. მილერი კი მართლაც საშინელი ვინმე იყო. მის არსენალში მრავლად მოიპოვებოდა მეთოდები მასზე დაქვემდებარებული ადამიანების გასამწარებლად.
რონალდი არ ჩქარობდა დელიასთან ფიზიკურ დაახლოებას. ნეტარებასა და სიამოვნებას იხანგრძლივებდა და ეს მოსწონდა. ისინი კოცნიდნენ და ეხუტებოდნენ ერთმანეთს, გვერდიგვერდ იწვნენ სანაპიროზე, თბებოდნენ მზეზე და ათას სისულელეზე სიცილით ლაპარაკობდნენ. რონალდი ეფერებოდა მკერდზე. გულში იკრავდა და იცოდა, როგორი სხეული ჰქონდა ქალიშვილს, მაგრამ სულ ეს იყო... ის ითმენდა და რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის ემზადებოდა. დელია ხვდებოდა ამას და ნაზი კოცნით თითქოს მადლობას უხდიდა. რონალდს როგორღაც სამსახურში წამოსცდა თავისი სიყვარულის ამბავი და ის, თუ როგორ უფრთხილდებოდა ქალთან ურთიერთობას. მისტერ მილერმა ბევრი იცინა და იმ დღის მერე, მომენტს არ გაუშვებდა ხელიდან, რონალდისთვის არ ევნო. რეალობა მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა, რომ არა დელია... სიზმარში თუ ცხადში ქალიშვილი მალამოდ ედებოდა მის ნატკენ გულს. მაშინ მისტერ მილერი და მისი იხვისებრი, წრიპინა ხმა არც კი ახსენდებოდა. მოუთმენლად ელოდებოდა დღეს, როცა ქალიშვილი სამუდამოდ მისი გახდებოდა. როცა ამაზე ფიქრობდა, მისტერ მილერის ფსიქიკური შეტევები უმნიშვნელო წვრილმანად მიაჩნდა. კოცნიდა დელიას და ბედნიერი იყო იმით, რომ ასე, ნელ-ნელა შეიცნობდნენ ერთმანეთს... აუჩქარებლად. ვერც კი წარმოედგინა თავის ცხოვრებაში სხვა ქალი, რომელიც იმაზე მეტ სიხარულს მიანიჭებდა, ვიდრე დელია. მერე ყველაფერმა ნელ-ნელა შეცვლა დაიწყო. პირველად დელიას თვალებმა შეაშფოთა – უძირო და ღრმა, ყოველთვის სითბოთი იყო სავსე და უცებ... დელიამ თვალებში აღარ ჩახედა. რონალდი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, ძალიან ცუდი რაღაც. დელიამ ყველაფერი უამბო, როცა რონალდმა მოსთხოვა, თუ რა იყო ამის მიზეზი... პაემნები და შეხვედრები გაიშვიათდა. ქალიშვილი სულ რაღაცას იმიზეზებდა ან ხვდებოდა და სრულიად უმიზეზოდ იწყებდა ტირილს. რონალდი მაინც ვერ წარმოიდგენდა, თუ რეალობა ასეთი საშინელი იქნებოდა. დელიამ სლუკუნ-სლუკუნით უთხრა, რომ სხვა კაცსაც ხვდებოდა. და ეს სხვა კაცი მისტერ მილერი იყო. ამან რონალდს შოკი მოჰგვარა. დელიამ უთხრა, რომ ერთმანეთი ქალაქგარეთ, კლუბში გაიცნეს და კაცმა ის იმავე საღამოს თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. ჯობდა, არასოდეს მენახაო... – ტიროდა ქალიშვილი. შენ მიყვარხარ, მაგრამ მას ვნებდები, თითქოს ჰიპნოზი მაქვს გაკეთებულიო... რონალდი მიხვდა, ბოლო დროს რატომ შეცვალა სამსახურში მისტერ მილერმა მისდამი დამოკიდებულება. ეს ცინიზმის უმაღლესი ფორმა იყო. დელია ყვებოდა ყველაზე ინტიმურ დეტალებს, თუ რის გაკეთებას სთხოვდა და აიძულებდა მილერი. რონალდს ამ ყველაფრის გაგონებაზე ციებიანივით კანკალი უვლიდა... სულელი რონალდი. მთელი „კაიფი“ გაუშვია, თუკი ჯერ შენთან არ დაწოლილაო... და ეს სიტყვები მილერმა სამსახურშიც გაუმეორა რამდენიმე კონსულტანტის თანდასწრებით... რონალდი ისევ გაურკვევლობაში ჩავარდა. ვეღარ ხვდებოდა, ცხადში ხდებოდა ეს ყველაფერი მის თავს, თუ სიზმარში. უწყინარ რონალდში მხეცმა გაიღვიძა. მაგრამ, ის ჯერ თავისთვის, მშვიდად ბრდღვინავდა. რევოლვერი იმ ოტელის მახლობლად იყიდა, სადაც მისტერ მილერი მის დელიას, მის ერთადერთ, საყვარელ ქალს იმორჩილებდა.
ზუსტად ახსოვდა, რომ შესვენებაზე მოხდა ის, რაც მოხდა... ტყვიის გასროლის ხმა არ გაუგონია, მაგრამ დაინახა სისხლი, რომელმაც მისტერ მილერის თეთრ პერანგზე გამოჟონა. რონალდმა შვებით გაიღიმა. მიხვდა, რომ საძულველი ადამიანი რეალურად მოკლა და თუნდაც დელიას მიმართ გრძნობა არარეალური ყოფილიყო, ამას არ ინანებდა.

скачать dle 11.3