რატომ არის „იმედის კლინიკა“ ერთ-ერთი საუკეთესო სამშობიარო სახლი და რაში ეხმარებათ კლინიკის ექიმებს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა
დღეისათვის „იმედის კლინიკა” ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სანდო სამშობიარო სახლია, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ თქვენი და თქვენი მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე. აქ ყოველი ახალშობილის დაბადებას „მრავალჟამიერით” აღნიშნავენ. კლინიკის დირექტორი, ბატონი დავით კობეშავიძე, გვესაუბრა „იმედის კლინიკის” განვითარების ისტორიასა და მის უპირატესობაზე სხვა სამშობიარო სახლებთან შედარებით.
დავით კობეშავიძე: 1987 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. წარჩინებული სტუდენტები რაიონებში მოქმედ ექიმებად გაგვანაწილეს, მე თიანეთში გამიშვეს, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ ისევ დავბრუნდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კლინიკური ორდინატურა გავიარე მოსკოვში და დავბრუნდი საქართველოში. მას შემდე ვმუშაობ კერძო სტრუქტურაში. მქონდა ბედნიერება, გავმხდარიყავი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; სულ ახლახან მომენიჭა ყველაზე ღირსეული სამედიცინო უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, რითაც ძალიან ვამაყობ. წლების წინ, ერთ-ერთი საკეისრო კვეთის შემდეგ, ვთქვი – დროა, დავაარსოთ ჩვენი საკუთარი სამშობიარო სახლი-მეთქი, რომელსაც დღეს „იმედის კლინიკა” ჰქვია.
– როდის გაიხსნა „იმედის კლინიკა” და რა გზა გაიარეთ დღემდე?
– 2005 წლის 21 სექტემბერს გავხსენით და 22-ში უკვე პირველი ვაჟი დაიბადა. თავდაპირველად საკმაოდ მძიმე პირობებში გვიწევდა მუშაობა. მწირი ფინანსური შესაძლებლობების გამო, სარემონტო სამუშაოების უმეტესობა ჩემი საკუთარი ხელით ჩავატარე. სულ ხუთი პალატა გვქონდა და თითო პალატაში ხუთი საწოლი იდგა. მალე იმდენი პაციენტი გვყავდა, ადგილი რომ აღარ გვქონდა, დერეფანში გვიწევდა მათი მოთავსება. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ აგვეშენებინა ახალი შენობა, რომლის მშენებლობაც რეკორდულ დროში დავამთავრეთ და 2011 წელს გადმოვედით. საჭიროებიდან გამომდინარე, 2014 წელს გავხსენით კიდევ ერთი, ოთხსართულიანი კორპუსი.
– რით განსხვავდება „იმედის კლინიკა” სხვა სამშობიარო სახლებისგან?
– „იმედის კლინიკაში” ერთ-ერთი ნოვაცია არის პაციენტთა ომბუდსმენის ინსტიტუტი. გვყავს ჟურნალისტი, რომელიც იცავს პაციენტთა უფლებებს. ჩვენს სამშობიარო სახლს აქვს საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია. გვაქვს SOS პროგრამა, იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ მშობიარობის ან ოპერაციის შემდგომი გართულებები. 40 დღის განმავლობაში მათი მომართვიანობა, იქნება ეს ლაბორატორიული ანალიზები, ექოსკოპია თუ საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარში დაწოლა – უფასო გახლავთ. პედიატრიულ განყოფილებაში პირველი ორმოცი დღის განმავლობაში გვაქვს უფასო მომსახურება. ნებისმიერ ორსულს, რომელსაც ჩვენთან მშობიარობის სურვილი აქვს, შეუძლია, მობრძანდეს წინასწარ, ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტები დაათვალიერებინებენ კლინიკას და მიაწვდიან სასურველ ინფორმაციას. ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, მიიღოთ ონლაინ-კონსულტაციები. მელოგინეთა განყოფილებაში გვაქვს იმის ტექნიკური საშუალებაც, რომ მამებმა ინტერნეტის საშუალებით უყურონ თავიანთ მეუღლეებსა და ახალშობილებს. სულ რამდენიმე დღეში „იმედის კლინიკაში” ფუნქციონირებას დაიწყებს ქალთა რეანიმაციული განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ოთხი პროფესიონალი რეანიმატოლოგი ექიმით. ის, ვინც ჩვენს ქალთა კონსულტაციაში დადგება აღრიცხვაზე, შეღავათიანი ტარიფით იმშობიარებს როგორც „ვი აი პი,” ასევე, ჩვეულებრივ განყოფილებაში, იქნება ეს ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა. რაც შეეხება მრავალშვილიან მშობიარეებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვახდევინებთ მათ დამატებით თანხას, გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო გვირიცხავს.
– რა პირობებია შექმნილი „იმედის კლინიკაში” მშობიარეთა კომფორტისთვის?
– ისტორიას ჩაბარდა ეგრეთ წოდებული კოლექტიური მშობიარობა, როცა რამდენიმე ქალი ერთ დარბაზში მშობიარობდა. ჩვენ გვაქვს უმაღლესი აპარატურით აღჭურვილი ბლოკ-პალატები, სადაც არის შვედური კედელი, სიტუაციური სკამი, საწოლი-ტრანსფორმერი და ყველა ის პირობა, რაც ქალბატონებს ეხმარება იმაში, რომ თავი იგრძნონ მაქსიმალურად კომფორტულად. ასევე, გვაქვს ეგრეთ წოდებული „ვი აი პი” პალატები, სადაც მშობიარის ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ დარჩენა.
– უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კონტაქტი?
– „იმედის კლინიკაში” ფუნქციონირებს ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური ქირურგიის განყოფილება, სადაც წარმატებით კეთდება ლაპარასკოპიული ოპერაციები ხელმისაწვდომ ფასებში. ამ დარგის ჩვენი წამყვანი სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად იყვნენ საფრანგეთში და ბატონი რეზო ბოჭორიშვილის მეთვალყურეობით გადიოდნენ დახელოვნებას; ასევე, იმყოფებოდნენ რიგაში, ერთ-ერთ მოწინავე კლინიკაში, სადაც უკვე ყოველწლიურად ხდება მიმოსვლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– „იმედის კლინიკა” არის ცოცხალი ორგანიზმი და, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ისიც საჭიროებს მუდმივ განახლებასა და პროგრესს. ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ გავფართოვდეთ. სულ მალე მოხდება „იმედის კლინიკის” ტრანსფორმაცია დედათა და ბავშვთა ცენტრად, ანუ ჩვენ ვაკეთებთ პედიატრიულ კლინიკასაც, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ქალბატონებს როგორც დაორსულებამდე და ორსულობაში, ისე მშობიარობის შემდგომ, უკვე მათ პატარებთან ერთად გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის სრული სამედიცინო მომსახურება.
მისამართი: დიდი დიღომი,
მირიან მეფის ¹10ა.
საკონტაქტო ტელეფონი:
+995 32 223-84-80.
ელ-ფოსტა:
imedisklinika@yahoo.com