კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ლელაძე-ლელაშვილი
გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი – ლელა.
ლელაძეთა ძირითადი საცხოვრისი იმერეთია.
ქართულ სამართლის ძეგლებში გვარი ლელაძე მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო დროიდან გვხვდება.
ამავე ძირისაა გვარები: ლელაშვილი, ლელუაშვილი.
მკვლევარი ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ წერს: „ლელაშვილი, ხოვლე, კასპის რაიონი, საკუთარი სახელი – ლელა. ამავე ძირისაა: ლელაძე, ლელუაშვილი“.
საქართველოში 1 284 ლელაძე ცხოვრობს: ბაღდათში – 579, ზესტაფონში – 489, ქუთაისში – 196. არიან სხვაგანაც.
ფიფია
ფიფიათა გვარი გეოგრაფიულად სვანეთისკენ მიგვანიშნებს. სოფელ ლაკადაში მცხოვრებ ფიფიებს დღესაც სჯერათ, რომ ისინი წარმოშობით სვანეთიდან მოსული ფილფანები არიან.
ფილ ძირითაა გაწყობილი გვარები: ფილაური, ფილაშვილი, ფილიპაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში გავრცელებულ 25 000-ზე მეტ გვარს შორის ფიფიათა გვარს 33-ე ადგილი უკავია. წალენჯიხაში – მე-2, ხოლო ზუგდიდის რაიონში მე-4 ადგილი.
გვარის ძირითადი სამკვიდრო ნაწილდება სამ მეზობელ სოფელზე, ესენია: საჩინო, სადაც 93 კომლი ცხოვრობს; ჯვარი – 81 კომლი, ჩქვალერი – 59 კომლი. ასევე, ეს გვარი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ჩხორა, ლია, პატარა ეწერი, მუშავა, მედანი, ობუჯი, ყულიშკარი, რუხი, წალენჯიხა, ჭითაწყარო და სხვა.
ლეფიე (ლეფიფიე) ყოფილი დასახლებული უბანი, ნასოფლარია წყავაშში, მაგანის მარჯვენა მხარეს. ასევე, ლეფიფიე უბანია ლეშამუგეში, ჩქვალერში, პირველ ეწერში, კუხეშში, ლეკაკულეში, მუხურში; საფიფიო კი უბანია ზედა ეწერში, კორცხელში, ჩხორიაში, ყულიშკარში.
მეგრულში ფიფის ეძახიან ვაშლის ან მსხლის ტოტზე ამოსულ სოკოს.
საქართველოში 7 141 ფიფია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 2 608, ზუგდიდში – 2 589, თბილისში – 817. არიან სხვაგანაც.
ბუიძე-ბუიშვილი
ზოგ ქართულ გვარ-სახელთა წყება ფრინველთა სახელებს უკავშირდება. ქართულში ფრინველთა სახელწოდებისგან ნაწარმოებია პირთა სახელები.
სულხან-საბა ორბელიანი წერს: „ბუ არის თავდიდი ღამის ფრინველი“.
ამ ფრინველისგანაა მიღებული მეტსახელი – ბუი, რომელიც გვხვდება გვარებში ბუიძე, ბუიშვილი.
ბუიძე და ბუიშვილი ქართული სამართლის ძეგლებში სვეტიცხოვლის საკომლეების ნუსხაში მოიხსენიება 1689 წელს. ბუიძეები კომპაქტურად ცხოვრობენ კახეთში, მესხეთში, იმერეთში.
საქართველოში 312 ბუიძე ცხოვრობს: ლაგოდეხში – 60, ადიგენში – 50, ბაღდადში – 47. არიან სხვაგანაც.
სამსონია
გვარი მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელიდან – სამსონი. სამსონი ძველებრაული სახელია და მზიანს ნიშნავს. ასევე, გვხვდება გვარები – სამსონაძე და სამსონიძე.
სამსონიათა გვარი მეთვრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება ქვემო ქართლში.
სამსონია მოხსენიებულია, ასევე, დღევანდელი ოჩამჩირის რაიონში, კერძოდ, სოფელ კვიტოულში.
საქართველოში 507 სამსონია ცხოვრობს: ოზურგეთში – 165, თბილისში – 147, ლანჩხუთში – 79. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3