კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააყენებინა სტალინმა თავის ერთგულ ჩეკისტებს ლენინის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა

სტალინის დაუძინებელი მტერი, ტროცკი, რომელიც ამპარტავნობითა და დიდი ამბიციურობით გამოირჩეოდა, ყველაზე მეტად ქართველ ბოლშევიკ „კობას“ (სტალინს) ვერ იტანდა. მას ტლუ, ბნელ და ველურ კავკასიელად მოიხსენიებდა. დასცინოდა და ყოველმხრივ ცდილობდა მისი, როგორც რევოლუციონერის როლის დაკნინებას ბოლშევიკურ მოძრაობაში. თან, დარწმუნებული იყო, რომ „ველურ კავკასიელს“ ცხვრის ფარის მწყემსვაც კი არ შეეძლო... პროფესორი ვალენტინოვი წერს: „ტროცკის ყველაზე დიდი შეცდომა სტალინის პიროვნების შეუფასებლობა იყო. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ლევ ბრონშტეინი (ტროცკი) შეცდა და საბჭოთა კავშირის სათავეში ვერ მოექცა, რადგან ის რელიგიასა და კულტურას გაანადგურებდა. უზარმაზარ ტერიტორიას კი დაანაწევრებდა. ქვეყანას დაშლიდა. რესურსებს დასავლურ კაპიტალს ჩააბარებდა. რუს ერს კი ერთიანად გაჟლეტდა. სტალინმა კი პირიქით გააკეთა და როგორც უინსტონ ჩერჩილმა სამართლიანად აღნიშნა: სტალინმა გუთნიანი რუსეთი ჩაიბარა, სიკვდილის შემდეგ კი თერმობირთვული სუპერსახელმწიფო დატოვაო...
ნაკლებად ცნობილი ფაქტია ის, რომ, როდესაც 1921 წლის იანვრის მიწურულს პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინმა იმ პერიოდში ჯერ კიდევ ჯანმრთელი ლენინი საქართველოს რუსეთთან შემოერთების აუცილებლობაში დაარწმუნა, ტროცკიმ რევოლუციის ბელადი (ლენინი) სხდომის შესვენების დროს დაიმარტოხელა და სამხედრო ოპერაციის ჩატარება გადაათქმევინა. ტროცკიმ ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ ქართველების დამოუკიდებლობა სურდა, ან ქართველები უყვარდა, არამედ – სტალინის გეგმის საწინააღმდეგოდ. სტალინს კი მიაჩნდა, რომ კავკასია რუსეთისთვის სტრატეგიული ტერიტორია იყო, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. ეს რეგიონი კი საქართველოს გარეშე არაფერს წარმოადგენდა. ამერიკული მსხვილი კაპიტალის აგენტი ტროცკი კი თავიდანვე შეფარული ანტირუსული გეგმით მოქმედებდა რევოლუციურ მოძრაობაში. ოკეანისგაღმელი პატრონების შეკვეთას ასრულებდა და არ აწყობდა რუსეთის სტრატეგიული სიძლიერე. მოგვიანებით, სტალინის მხარეს გადასულმა ტროცკის ყოფილმა თანამოაზრემ, კამენევმა თქვა: „ტროცკის არც ზოგადად კავკასიელების ბედი აღელვებდა და არც კონკრეტულად, ქართველების. მან ერთხელ მე და ზინოვიევს გვითხრა: ქართველები და ზოგადად, კავკასიელები ისევე გასაჟლეტი და ამოსაგდები არიან, როგორც რუსები და სლავები. ახლა მთავარია, რუსების დაჩოქება, კავკასიასა და საქართველოს მოგვიანებით მივხედავთ. ჯერ ისინი თურქებმა ჯიჯგნონო...
სტალინი ძალიან გონიერი და ეშმაკი იყო. ადამიანების ამოცნობაში არასდროს ცდებოდა და ტროცკიც მშვენივრად ჰყავდა გაშიფრული. თანაც, მის წრეში ჩანერგილი აგენტებისა თუ სხვადასხვა ტექნიკური საშუალების (მოსმენები) მეშვეობით, თითქმის ყველა მისი ზრახვის საქმის კურსში იყო, რაც ამპარტავან ტროცკის ვერც კი წარმოედგინა.
პოლიტბიუროს სხდომის განახლების შემდეგ, მისი წევრების გამოსვლა და ბოლოს კენჭისყრა უნდა გამართულიყო. სტალინი მშვიდად იყო, რადგან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ლენინის მხარდაჭერა ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ გაიტანდა. სტალინმა არ იცოდა, რომ შესვენებაზე რევოლუციის ბელადს ტროცკიმ საქართველოს ანექსია გადაათქმევინა. სტალინს მხოლოდ ლენინის კაბინეტში არ ჰქონდა დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა (შემდგომში იქაც ფარულად დააყენებინა თავის ერთგულ ჩეკისტებს მიკროფონები), ტროცკისა და ლენინის საუბარი კი სწორედ იქ გაიმართა. პირველი ტროცკი გამოვიდა სიტყვით. სტალინს ოკუპანტი და რევოლუციის მესაფლავე უწოდა. კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა საქართველოში ჯარის გაგზავნაზე და ბოლოს თქვა, რომ ილიჩიც (ლენინი) ამის წინააღმდეგი იყო, რაც თავად ლენინმაც დაადასტურა თავის გამოსვლაში. კენჭისყრის წინ უხერხული სიტუაცია შეიქმნა. სტალინი მიხვდა, რომ ლენინის პოზიციის შეცვლის გამო, უმცირესობაში რჩებოდა და სხდომის გადატანა და კენჭისყრის მეორე დღისთვის გადადება მოითხოვა, რაზეც მას დაეთანხმნენ. თვითონ კი ლენინის გადარწმუნების იმედი ჰქონდა, თან ტროცკის მაკომპრომიტირებელი საბუთების გამოყენებას აპირებდა. ამ კომპრომატით, ანუ „ჩეკას“ მიერ მოპოვებული საბუთების ასლებით დასტურდებოდა, რომ ლევ დავითის ძე ბრონშტეინს ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში თავის სახელზე არც მეტი, არც ნაკლები, მილიონ-ნახევარი ოქროს დოლარი ერიცხებოდა. ეს კი ბოლშევიკი რევოლუციონერისა და სახელმწიფო მოღვაწის კარიერის დასასრულს ნიშნავდა.
პარტიული არქივის 1921 წლის 27 იანვრით დათარიღებული საიდუმლო სტენოგრაფიულ ჩანაწერს თუ გავაცოცხლებთ, ასეთ სურათს მივიღებთ – სტალინი ლენინს პირადად ესაუბრა მისსავე კაბინეტში და კორექტული ფორმით მოსთხოვა, აეხსნა, თუ რატომ შეცვალა მან თავისი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. ლენინმა კი პირდაპირ უპასუხა, რომ ეს პოზიცია მას ტროცკიმ შეაცვლევინა და დაარწმუნა, რომ საქართველოს ძალით შემოერთება პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა ახალგაზრდა რევოლუციური ქვეყნისთვის.
– ძვირფასო ილიჩ, ტროცკი ამერიკის აგენტია და მათ დავალებებს ასრულებს. სანაცვლოდ კი მილიონობით ოქროს დოლარი უდევს საკუთარ ანგარიშზე, – უთხრა სტალინმა ლენინს და ბრონშტეინის (ტროცკის) საბანკო ანგარიშის საბუთის ასლი წინ დაუდო.
ემოციურმა ლენინმა იმავე წამს ტროცკი თავის კაბინეტში იხმო და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ტროცკი ჯერ შეცბა, რადგან არ ელოდა ასეთ გაგრძელებას. ბოლოს კი თქვა, რომ ეს თანხა მას პრობოლშევიკურად განწყობილმა ამერიკელმა ბიზნესმენებმა შესწირეს, რომელსაც საბჭოთა რუსეთის ხაზინაში შეიტანდა. ტროცკიმ მის მიერ დასახელებული „პრობოლშევიკი“ ამერიკელების სიაც წარუდგინა ლენინს და ამით გადაარჩინა დროებით საკუთარი კარიერა. თუმცა მილიონ-ნახევარმა ოქროს დოლარმა ორ კვირაში მართლაც გადმოინაცვლა საბჭოთა ხაზინაში. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტროცკის, თავისი ძმის, ამერიკელი ბანკირის მეშვეობით, წინასწარ ჰქონდა მიღებული ზომები ასეთი შემთხვევისთვის, ანუ, თუკი ის გამჟღავნდებოდა და ჩავარდნის პირას აღმოჩნდებოდა. ამ ისტორიის გაგრძელება კი თავიდან ბოლომდე სტალინის კარნახით მიმდინარეობდა. მან კვლავ მოიპოვა ლენინის მხარდაჭერა და საქართველო ძალით გაასაბჭოვა. ტროცკის მილიონ-ნახევარი დოლარი საბჭოთა რუსეთის ხაზინაში გადმოქაჩა და მისი მოსისხლე მტერი ფინანსურადაც აზარალა. 1921 წლის თებერვლის დასაწყისში კი, პირადად სტალინის მითითებით, „ჩეკას“ ტექნიკური განყოფილების თანამშრომელმა, ვადიმ სავიცკიმ თვით ლენინის კაბინეტში დააყენა მოსასმენი მოწყობილობა. სტალინი უკვე თავად სოციალისტური რევოლუციის ბელადსაც კი უსმენდა. მოგვიანებით კი, ის გორკებში გამოამწყვდია და სრულად აკონტროლებდა.
„ჩეკისტი“ სავიცკი, რომელმაც ლენინის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა დააყენა, მალევე დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში. ის ცივ მდინარე მოსკოვში ჩავარდა და დაიხრჩო... სულ მალე სტალინის უშუალო ძალისხმევით, ორჯონიკიძემ და კიროვმა საქართველოს ანექსია მოახდინეს. საქართველო ძალით გაასაბჭოვეს და მომავალმა საბჭოთა ბელადმა საბჭოთა რუსეთს კავკასიის სტრატეგიული პლაცდარმი დაუქვემდებარა.“

скачать dle 11.3