კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა გურმანებისთვის

გურმანებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს: თურმე გახდომა შოკოლადზე, ძეხვსა და სენდვიჩებზე უარის თქმის გარეშეც შეიძლება. დიახ, ასეთი დიეტაც არსებობს, უბრალოდ, უნდა დავიცვათ მისი მთავარი პრინციპი – ნაწილობრივ უარი უნდა ვთქვათ „აკრძალულ“ ანუ ჩვენთვის მავნე საკვებზე და ის უფრო „უსაფრთხო“ პროდუქტებით ჩავანაცვლოთ.
გთავაზობთ ამ ჩანაცვლებების სიას:
საუზმე – ძეხვიანი ბუტერბროდისთვის აიღეთ არა თეთრი პური, არამედ, „ხლებცის“ ფირფიტა;
ყავაში ნაღების ნაცვლად ჩაუმატეთ უცხიმო რძე და შაქრის შემცვლელი ტაბლეტი.
კლასიკური ერბოკვერცხის მოყვარულებს შეუძლიათ, ომლეტით გაინებივრონ თავი: აირღუმელში გამოაცხვეთ ტაფაში ჩასხმული ათქვეფილი კვერცხი ძალიან ცოტა ზეთითა და უცხიმო ბეკონით.
სადილი – ბიფშტექსის მოსამზადებლად საკატლეტე ფარშის ნაცვლად გამოიყენეთ აირღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ან მოშუშული კომბოსტო. შეგიძლიათ, დააყოლოთ ბოსტნეულის სალათის მოზრდილი ულუფა და ხილი.
სამხარი – შავი (მწარე) შოკოლადის პატარა ფილა და ყავა ან ჩაი უშაქროდ.
ვახშამი – სალათა მოხარშული ქათმის ფილეთი და ბოსტნეულით (პატარა ულუფა). სახელდახელოდ მოხარშული ხილის კომპოტი ან უცხიმო მაწონი (ორივე უშაქროდ).
დაიმახსოვრეთ იმ უვნებელი პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებითაც უნდა ჩაანაცვლოთ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არცთუ სასარგებლო პროდუქტები:
ა) მწვანე ვაშლი, კივი, მარწყვი, ალუბალი, ანანასი, კენკრა.
ბ) სალათის ფოთლები, ნებისმიერი ჯიშის კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მწვანე ლობიო.
გ) ბალახეულის ნახარში ლიმონის წვენით.
დ) დიეტური „ხლებცი“ (სასურველია დღის პირველ ნახევარში).
ე) ინდაურის ან ქათმის მკერდის ფილე, უცხიმო თევზი, საქონლის მჭლე ხორცი (ყველაფერი მოხარშული).

скачать dle 11.3