კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

დედამთილმა ჩემი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა
მეორე კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი. მანამდე სამი წელი ვხვდებოდით, ანუ სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი. სამ წელიწადში ორი შვილი გვეყოლა – გოგო და ბიჭი – და გვქონდა ძალიან ბედნიერი ოჯახი და მეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა. გიოს ისე უყვარს ბავშვები, მეუბნებოდა, ერთ-ორ წელიწადს დაგასვენებ და მერე კიდევ სამი შვილი უნდა გავაჩინოთო. მეც თანახმა ვიყავი, რადგან, ჯერ ერთი, მეც ყოველთვის მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და, თანაც, გიოს სურვილი ჩემთვის კანონი იყო. ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ორივეს მშობლები ძალიან გვეხმარებოდნენ. დედაჩემიც და ჩემი დედამთილიც მეუბნებოდნენ, ოღონდ ძიძა არ აიყვანოთ, ჩვენ ვივლით რიგრიგობითო და მართლაც ასე აკეთებდნენ. არც მატერიალურად გვიჭირდა. შეიძლება, თავზე არ გადაგვდიოდა, მაგრამ, რაც აუცილებელი იყო, არც ბავშვებს და არც ჩვენ არაფერი გვაკლდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ხუთი-ექვსი წელი, მერე კი, ერთ დღეს, უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც ისე აღარ არის, როგორც აქამდე იყო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რაზე „მენთებოდა წითელი“. ერთხელ კი დედამთილმა ამიხილა თვალი მოკლე კომენტარით: ამ ჩემს შვილს რა სჭირს ამ ბოლო დროს, რომ ველაპარაკები, მე კი არ მიყურებს, აქეთ-იქით აცეცებს თვალებს, თითქოს რაღაცას მიმალავს; ნეტავი რა დაემართა ამ ბიჭს, ასე დაბნეული და გაფანტული რომ არისო.
სიტყვებმა – „თითქოს რაღაცას მალავსო“ – დამადარაჯა. ხომ იცით, დედის გული თითქმის არასდროს ცდება. დავიწყე ფიქრი იმაზე, რას შეიძლება, უმალავდეს ახალგაზრდა კაცი ოჯახს? პირველი – კრიმინალი, რაც აბსოლუტურად გამორიცხული იყო; მეორე – კაზინო, რაც ასევე გამორიცხული იყო, რადგან ამ მხრივ საერთოდ არ იყო აზარტული.
მესამე – სერიოზული უსიამოვნება სამსახურში, რაც მაშინვე გადავამოწმე და ესეც გამოირიცხა...
რჩებოდა მეოთხე – ქალი. თავიდან ამასაც გამოვრიცხავდი, თუმცა, დედუქციის მეთოდიდან გამომდინარე, სხვა ვარიანტი აღარ არსებობდა, მაგრამ როგორ დავრწმუნებულიყავი ჩემს ეჭვში და, რაც მთავარია, თუ ეს ეჭვი დადასტურდებოდა, მერე როგორ მოვქცეულიყავი – წარმოდგენაც არ მქონდა. რამდენიმე ღამის ფიქრებში გათენების შემდეგ ისევ დედამთილს მივმართე დასახმარებლად (დედაჩემს შეგნებულად დავუმალე, თორემ, ისე გადაირეოდა, აუცილებლად დამენგრეოდა ოჯახი, რადგან გიოს ამას არ აპატიებდა). ჩემმა დედამთილმა, რომ იტყვიან, მართლაც ივაჟკაცა: იმ ქალსაც მიაგნო, ვინც გიოს აურია ტვინი; პატარა შანტაჟიც მოუწყო, რომ თავისი შვილისთვის ჩამოეშორებინა (ის ქალი გათხოვილი ყოფილა და, დაემუქრა, შენს ქმარს გავაგებინებო), გიოს კი ისეთი „ცხელი აბანო“ მოუწყო (ოღონდ, არა ჩემი თანდასწრებით), რომ მთლიანად გამოაფხიზლა და გონზე მოიყვანა. ამ ყველაფრის წყალობით კი დღეს ისევ ბედნიერი ოჯახი მაქვს და მალე მესამე შვილი გვეყოლება.
ასე რომ, ზოგჯერ დედამთილსაც შეუძლია სარგებლობის მოტანა (ვხუმრობ, თორემ, ვგიჟდები, ისე მიყვარს ჩემი დედამთილი).
სალომე, 26 წლის.

скачать dle 11.3