მყარია თქვენი ურთიერთობა?
ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ძალიან ფაქიზი საკითხია და მას გაფრთხილება სჭირდება. ხშირად შეიძლება, გაგიჩნდეთ შეკითხვა – ყველაფერი წესრიგშია?! ამის გასაგებად, გულახდილად უპასუხეთ ტესტის შეკითხვებს:
1. თქვენს პარტნიორს მძიმე დღე ჰქონდა, მაგრამ მიზეზს არ გეუბნებათ... თქვენი რეაქცია?
ა) ვინერვიულებ. ბოლომდე ვეცდები, მიზეზი გავიგო;
ბ) შევინარჩუნებ სიმშვიდეს. დაველოდები,როდის მეტყვის;
გ) არანაირი რეაქცია არ მექნება... ეს მისი საქმეა.
2. თუ თქვენი პარტნიორი თავის ყოფილზე ლაპარაკობს, მაშინ:
ა) ეგრევე გავაჩუმებ. ვეტყვი, რომ არ მაინტერესებს;
ბ) ეს ნორმალურია და ნორმალურად მივიღებ;
გ) რა მაშინ?! არ მაინტერესებს ეს ამბავი.
3. თქვენს საერთო მომავალს განიხილავთ – ნაცნობია ეს თემა თქვენთვის?
ა) დიახ. ჩვენ ამას ხშირად ვაკეთებთ;
ბ) დიახ... ზოგჯერ ოცნებები გვიტაცებს;
გ) სისულელეა წინასწარ ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკი.
4. ყველა წყვილი ჩხუბობს. თქვენთან როგორ მთავრდება ურთიერთგაუგებრობები?
ა) სერიოზულად ჩვენ ჯერ არ გვიჩხუბია;
ბ) ქარიშხალი გვიდგას ხოლმე... ვნებებისა და ემოციების ვულკანს ვაფრქვევთ, მაგრამ მალე ვრიგდებით.
გ) თითქმის არ ვჩხუბობთ.
5. წარმოიდგინეთ, რომ პარტნიორში რაღაც თვისების შეცვლა შეგიძლიათ. გაქვთ უკვე იდეა?
ა) თუკი ამის საშუალება მექნება, მთელ სიას ჩამოვწერ;
ბ) არანაირი. მასში ყველაფერი მომწონს;
გ) კორექციას შევიტანდი.
6. რაშია თქვენი ურთიერთობის ძლიერი მხარე?
ა) ალბათ, ის, რომ ჩვენ კარგი მეგობრებიც ვართ;
ბ) ვნებაში და იმ ლტოლვაში, რაც ერთმანეთის მიმართ გვაქვს;
გ) ურთიერთგაგებასა და პატივისცემაში, ნდობაში.
7. რას ფიქრობთ იმაზე, რომ შვებულება ცალ-ცალკე გაატაროთ?
ა) მარტო გავუშვა? არავითარ შემთხვევაში!
ბ) ალბათ, არაფერია ამაში საგანგაშო. პირიქით, პოზიტივსაც შეიცავს;
გ) არა. ძალიან მოვიწყენ. მის გარეშე არ შემიძლია.
8. რას ფიქრობს თქვენს პარტნიორზე თქვენი საუკეთესო მეგობარი?
ა) არ მოსწონს. აღფრთოვანებული არ არის;
ბ) მეუბნება, იდეალური წყვილი ხართო;
გ) საერთოდ არაფერს მეუბნება.
ნახეთ შედეგები:
8-13 ქულა: ძალიან ემოციური ურთიერთობა გაქვთ. ვნება ჯერ ისევ გაღელვებთ. თუმცა, გეშინიათ, ეს ვნება არ ჩაცხრეს. ჩვენი რჩევაა, უფრო მეტი საერთო იპოვოთ – დამეგობრდეთ.
14-18 ქულა: მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ. თუმცა ზოგჯერ რაღაც უფრო მეტი გინდათ ამ ურთიერთობისგან. შეეცადეთ, ზოგჯერ მისცეთ თავს „აფეთქების“ უფლება – ეს ყოველდღიურობას გაგიხალისებთ.
19-24 ქულა: ენდობით ერთმანეთს და ჰარმონიაში ცხოვრობთ. ეს კარგია. თუმცა უნდა შეინარჩუნოთ, რაღაც საკუთარი – ანუ, ინდივიდუალობა. ასე, გაცილებით საინტერესო იქნება თქვენი თანაცხოვრება.