კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადაანაწილეთ ყოველდღიური რაციონი ისე, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს


ყველა ცდილობს, რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოს, რომლებიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით. სამწუხაროდ, ბევრს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ არასწორი შეხედულება აქვს. წონაში ვერ მოიკლებთ საკვებზე უარის თქმით. თუ ორგანიზმს საკვები მოაკელით, ის „ეკონომიურ რეჟიმზე” გადავა. იმისთვის, რომ ორგანიზმმა 1 კილოგრამი ცხიმი დაწვას, საშუალოდ ათი ათასი კალორიის ეკონომია უნდა მოახერხოს. ამიტომ, შიმშილის ნაცვლად, ჯობია, გადახედოთ საკვებ რაციონს და შესაბამისად, დააბალანსოთ ის. გადაანაწილეთ ყოველდღიური რაციონი ისე, რომ ის თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს და არა ზიანის მომტანი.
*საღამოს კვება ასუქებს – ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან, წონაში მომატებაზე მოქმედებს არა ის, თუ დღის რომელ მონაკვეთში იკვებებით, არამედ ის, თუ რას მიირთმევთ და რა რაოდენობით.
*ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის კარგია – დიდი რაოდენობით ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღებით კუჭს ძალიან ტვირთავთ, რასაც შედეგად მოსდევს მუცლის შებერვა და კუჭის აშლა. ბოსტნეულის ნაწილი ცოცხალი სახით უნდა ჭამოთ, ნაწილი კი – მოშუშული. მოშუშულ სტაფილოსა და პომიდორში არსებული ბეტა-კაროტინი ორგანიზმის მიერ უკეთ შეითვისება.
*საკვების ცხიმი ორგანიზმში ცხიმდაგროვებას იწვევს – ცხიმი საკმაოდ მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნაერთია და ამიტომ ის დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს – 1 გრამ ცხიმში 9 კილოკალორიაა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხიმი საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან. ყველა ცხიმი ერთნაირად საზიანო არ არის. მაგალითად, ზეითუნის ზეთი არის ცხიმი, რომელსაც ზღვისა და მდინარის თევზი შეიცავს. ამიტომ, საჭირო და მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად მიიღებთ ზეითუნის ზეთს, სისხლში ქოლესტერინის შემცველობა მკვეთრად შემცირდება.
*ახალგამომცხვარი პური მავნებელია – ეს არ შეეფერება სინამდვილეს. მისი უარყოფითი თვისება ის არის, რომ ახალი პურის დიდი რაოდენობით ჭამას მოჰყვება გაზების დაგროვება ნაწლავებში და, ასევე, მატულობს სხეულის მასა. უბრალოდ, ის მცირე რაოდენობით უნდა ჭამოთ.
*კარტოფილი გასუქებას იწვევს – ეს მცდარი ინფორმაციაა. ერთი ულუფა კარტოფილი, როგორც მოხარშული, ისე შემწვარი, მხოლოდ 12 კილოკალორიას შეიცავს, ხოლო, ამავე რაოდენობის კარტოფილის ჩიპსი – 368 კილოკალორიას. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის მომზადებული ეს ბოსტნეული.
*გაყინული ბოსტნეული არ არის სასარგებლო – ეს არ შეეფერება სიმართლეს. კარგად და სწორად გაყინული პროდუქტები ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალი. გაყინული ბოსტნეული ვიტამინებსაც ინარჩუნებს.

ადამიანის სულიერი განცდები სტრესის სნეულებებით ინიღბება
ხშირად ადამიანის სულიერი განცდები სტრესის სნეულებებით ინიღბება  და  შედეგად, შესაძლოა, ინფარქტი ან კუჭის წყლული განვითარდეს. საქმე ისაა, რომ სტრესულ სიტუაციებში, გარკვეული ტიპის ადამიანების კუჭში მარილმჟავას კონცენტრაცია მატულობს და ფერმენტ გასტრიმ 17-ის გამოყოფა ძლიერდება. ნერვულ ფონზე აღმოცენებული კუჭის დაავადებები ძირითადად მელანქოლიკებს აწუხებთ, რომლებიც თვითგვემისკენ არიან მიდრეკილნი და სასოწარკვეთაში ხშირად ვარდებიან. ასევე, ბრაზიან და ბოღმიან ადამიანებს.
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ემოციებს შორის პირდაპირი კავშირია. აგრესია და ბოღმა საკვების კუჭში გავლას ძალიან აჩქარებს. შიში და დეპრესია კი, სპაზმის გამო, საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს.
კუჭის წყლულოვანი დაავადებები ემუქრება მათაც, ვინც მუდმივად სხვებზე ზრუნავს, გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი, საკუთარ თავზე ბევრ დატვირთვას იღებს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გაჩენის დიდი ალბათობა აქვთ ცხარე საკვების მოყვარულებს, ასევე, იმპულსურ ტიპაჟებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იმაზე უკეთესები გამოჩნდნენ, ვიდრე არიან. როცა ეს არ გამოსდით, დეპრესიაში ვარდებიან, იბოღმებიან და შური მათ ჯანმრთელობას საგრძნობლად არყევს.
სტრესისა და დეპრესიის დროს ადამიანთა უმრავლესობას ცხარე საკვების, ყავის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოთხოვნილება უჩნდება. ეს კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ნამდვილი კუჭის წყლულის დროს ტკივილები კონკრეტულ, ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანი შესაბამის საკვებს არ იღებს, სვამს ალკოჰოლს და ეწევა, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ამ დროს აღინიშნება ასეთი ჩივილები: ავადმყოფს მკვეთრად გამოხატული ტკივილი აწუხებს, რომელიც ყუჩდება ანტაციდებისა და სხვა გამაყუჩებლის მიღების შემდეგ.
ნერვული წყლულის დროს კი, აღინიშნება ტკივილი. სტრესულ მდგომარეობაში მას შეტევის ვეგეტატიური დარღვევებიც ერთვის – შიში, ოფლიანობა, ფორიაქი, აღინიშნება ტკივილი ღამის საათებში, უძილობა. კუჭისთვის განკუთვნილი პრეპარატების მიღებისას მდგომარეობა არ უმჯობესდება. სამაგიეროდ, ტკივილი ყუჩდება, თუ ავადმყოფი ვოლოკორდინის, კატაბალახას და მსგავს დამამშვიდებელ საშუალებებს მიიღებს.

როგორ დავიცვათ თავი საშვილოსნოს ყელის კიბოს უსიმპტომო საფრთხისგან
საშვილოსნოს პათოლოგიებში განსაკუთრებით აქტუალურია საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაგია. მისი განვითარებისთვის ბევრი წინაპირობა არსებობს, კერძოდ, იმუნური სისტემის დარღვევა, ჰორმონული, ტრავმული დაზიანება, საშვილოსნოს ყელის მშობიარობისა და აბორტების დროს არასწორი და არაადეკვატური მკურნალობა, ჩარევა და ასე შემდეგ. საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაგია ხშირად ავთვისებიან კიბოდ გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისთვის, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც საგრძნობლად ამცირებს დაავადების სიხშირეს. ამ დაავადების ეტიოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი ფაქტორები: ენდროგენური, ანუ ჰორმონული ჰომოსტაზის დარღვევა და იმუნური სტატუსის შეცვლა. ასევე, ეგზოგენური ანუ ინფექციური, ქიმიური და ტრავმული. აქედან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის დაავადების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები მენსტრუალური ციკლის დარღვევებით; ისინი, ვისაც გადატანილი აქვთ სასქესო ორგანოების ანთებითი და საშვილოსნოს ყელის ეროზიები.
ლეიკოპლაგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აუცილებელია კლინიკური, კოლპოსკოპიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული კვლევის ჩატარება, რათა დაავადება სრულად გამოირიცხოს. იმ შემთხვევაში, თუ ლეიკოპლაგიას თან ახლავს გენიტალიების სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი პროცესი, საჭიროა, ჩატარდეს ანთების საწინააღმდეგო ანტივირუსული და ანტიინფექციური მკურნალობის კურსი. ასევე, აუცილებელია, ყველა ქალმა კოლპოსკოპიური გასინჯვა წელიწადში ორჯერ ჩაიტაროს. ეს საშუალებას იძლევა, აღმოაჩინოთ არა მხოლოდ კიბოს დაწყებითი სტადია, არამედ ფონური პროცესები, სიმსივნის წინა და სიმსივნური დაავადება, რათა დროულად შეძლოთ საშვილოსნოს ყელის მკურნალობის ყველა ეფექტური მეთოდის შერჩევა კვალიფიციურ ექიმთან. ეს ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების განვითარების რისკს და საფრთხესაც თავიდან აიცილებთ.

თვალებზე დაკვირვებით ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა შეიძლება
ადამიანის თვალებში აისახება ძილის უკმარისობა, კვების დეფიციტი, სასიცოცხლო ენერგია, დაავადებები და ასე შემდეგ.
ელვარე, გამობურცული თვალები, რასაც თან ერთვის წონაში დაკლება, ჭარბი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა, ჰიპერთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მაღალი აქტივობის ნიშანია.
ფერმკრთალი კონიუნქტივი ანემიის სიმპტომია. თუმცა, სანამ რკინის შემცველ პრეპარატს შეიძენთ და მის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეამოწმეთ ჰემოგლობინის დონე და გაარკვიეთ ანემიის გამომწვევი მიზეზი.
მუქი წრეები თვალების გარშემო, გადაღლისა და სტრესის ნიშანია.
თვალების ქვეშ ტომსიკები გულის, თირკმელების ან ფარისებრი ჯირკვლების ცუდი მუშაობის მანიშნებელია. ამ დროს მიირთვით უმარილო საკვები, რადგან მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს და იწვევს შეშუპებას.
თვალის სიწითლე, ქავილი და წვა, უმეტესად ალერგიის ან გაციების ნიშანია. ასევე, შესაძლოა, უხარისხო კოსმეტიკისა და ლინზების არასწორი მოხმარების ბრალი იყოს.
თვალზე გაჩენილი ჯიბლიბო, იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია და სასწრაფო აღდგენას ითხოვს.

როგორ ვუმკურნალოთ ბუასილსა და კოლიტს სახლის პირობებში
ხალხურ მედიცინაში არის რეცეპტები, რომლებიც კოლიტისა და ბუასილის  დაავადების დროს უებარია. მაგალითად:
* კოლიტის დროს, მრავალძარღვას ახლად გამოწურულ 1 სადილის კოვზ წვენსა და 1 სადილის კოვზ მშრალ, დაფხვნილ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დადგით თავდახურული, დაახლოებით 10-15 წუთით. ნაყენი სვით დღეში ერთხელ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
* წყლულოვანი კოლიტის დროს ზემოთ მოყვანილი ნაყენი უნდა მიიღოთ 3 თვის განმავლობაში და თან, დაიცვათ დიეტა, რომელიც ამ დაავადებისთვისაა მისაღები. ყოველი ჭამის წინ, წყლის ნაცვლად უნდა დალიოთ სელის თესლის ნაყენი. შედეგი შესამჩნევი გახდება ერთი თვის შემდეგ.
* თუ ბუასილი გაწუხებთ, დანაყეთ მინდვრის შვიტა. 2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათით. სვით ეს ნაყენი მთელი დღის განმავლობაში, ყლუპ-ყლუპით.
* კვანძოვანი ბუასილის დროს კი კარგია, თუ გაიკეთებთ გამწმენდ ოყნას, რომელშიც შერეული იქნება გვირილა და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ჭარბი წონის თავიდან აცილება ოსტეოართროზის განვითარების რისკს აქვეითებს
ასაკში შესვლისას, ხრტილი კარგავს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს, ხდება უსწორმასწორო და უხეშდება. ამის გამო, სახსარში შემავალი ძვლოვანი ზედაპირები ერთმანეთს ეხახუნება, მკვრივდება, ბრტყელდება და სასახსრე ნაპრალი ვიწროვდება. ძვლის ქსოვილი კი, კომპენსაციის მიზნით, იწყებს ზრდას და ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები, რასაც შეცდომით მარილების დაგროვებას მიაწერენ.  გარკვეულ ასაკში შესვლისას, ხრტილი, ისევე, როგორც სხვა ორგანოები და სისტემები, ბერდება და ამ პროცესის შეჩერება ძნელია. ჭარბი წონის თავიდან აცილება ოსტეოართროზის განვითარების რისკს აქვეითებს.
ოსტეოართროზი შედის რევმატიულ დაავადებათა ჯგუფში. ის სახსრების ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ადვილად პროგრესირებს და ხრტილის დეგენერაციული ცვლილებებით ხასიათდება. ნორმალური ხრტილოვანი ქსოვილი მეტად გლუვი, მტკიცე და ელასტიკურია. ის სახსარში შეუფერხებელ და უმტკივნეულო მოძრაობასა და ამორტიზაციას უზრუნველყოფს.
ოსტეოართროზის ნაადრევი განვითარების მიზეზი ხშირად არის სახსრის ხანგრძლივი გადატვირთვა. ასაკის მატებასთან ერთად, ხრტილის ელასტიკურობა იკლებს და სახსრები იტვირთება. ხელშემწყობი ფაქტორებია ტრავმები, სახსრების ანთებითი დაავადებები, მენოპაუზა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. დაავადება შეუმჩნევლად იწყება და ვითარდება. პირველად ტკივილი მხოლოდ დატვირთვის შემდეგ, საღამოს საათებში ჩნდება. დროთა განმავლობაში ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იზრდება და დისკომფორტს უქმნის ადამიანს. შემდგომ სტადიებში კი მუდმივად შემაწუხებელი ტკივილი იგრძნობა, კიდურებში მოძრაობა იზღუდება, მოძრაობისა და სიარულის დროს სახსრებში ისმის ხრაშუნისა და ტკაცუნის ხმა. მოგვიანებით სტადიაში ვითარდება სახსრების შეუქცევადი დეფორმაციები, ამოვარდნილობები და სხვა გართულებები. ამიტომ, დროულად უნდა მიხედოთ თავს და ასაკის მატებასთან ერთად, წონაც არეგულიროთ.

скачать dle 11.3