კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა მედეა ჯაფარიძემ ქმარი ჯალათებისგან ხიშტზე აგებას

„..სკოლიდან ვბრუნდებოდი, ტრამვაის შევახტი მელიქიშვილის ქუჩაზე, ვაკისკენ მივდივარ, სახლში. აფთიაქთან დავინახე!.. ფეხით მიდიოდა. ვერის ბაზართან მივხვდი, სახლი სხვა მხარესაა, მე სხვა მხარეს მივაბიჯებ. მივყვები და ვერ დამიჯერებია, რომ ეს, შესაძლებელია, მართლა არსებობდეს. გავიდა დრო და კინოში ვნახე – „აკაკის აკვანში”. ანგელოზი თავის ძმას „ვეფხისტყაოსანს” უკითხავდა. მერე ხომ თეატრშიც და კინოშიც მომიწია მასთან მუშაობამ. პარტნიორებიც ვიყავით, გავიდა მთელი ცხოვრება. თვალი მაინც ვერ შევაჩვიე. მოდი და გაუშინაურე მზერა მზეს!.. როგორ შეეძლო, გაეთავისებინა სხვისი დარდი, გასაჭირი... შევიდოდა ნებისმიერ თანამდებობის პირთან, ჯერ სილამაზით წააქცევდა, მერე ატირებდა სხვისი გასაჭირის გამო... არაჩვეულებრივი სილამაზე და უდიდესი იუმორი. ან ერთი თვისების გამო აძლევდნენ როლებს, ან – მეორის. მისი შესაძლებლობის ბოლომდე გამოვლენას კი, სწორედ მისთვის დაწერილი პიესა ან სცენარი სჭირდებოდა. ეს ერთადერთხელ მოხდა. მასზე და მისთვის დაიწერა სცენარი ფილმისთვის „მზე შემოდგომისა” – იგონებს ოთარ მეღვინეთუხუცესი წიგნში „მედეა ჯაფარიძე“. დღეს სწორედ ამ მშვენიერი ქალის დღიურების მესამე  ნაწილს შემოგთავაზებთ, რომელშიც ბევრი უცნობი ამბავია აღწერილი. 
ეს სიყვარული საუბრობს ღმერთთან და ალბათ მალე ჩამობრძანდება 
ბევრმა არ იცის, რომ მედეა ჯაფარიძემ ხელიდან ხელში გადასაცემად წერილი გაუგზავნა კოსმონავტ ვალენტინა ტერეშკოვას, სადაც უხსნიდა როგორც ქალს, როგორც დედას, თვითმფრინავის გამტაცებელი ბავშვების განზოდაგებულ ტრაგედიას. შემწეობას სთხოვდა, რათა მათი სიცოცხლე გადაერჩინა. განაჩენიც ხომ მოსკოვში იყო თავიდანვე დაგეგმილი. ქართველების მაგალითზე უნდა ესწავლათ სხვებს ჭკუა. მედეა ჯაფარიძეს პირველი კოსმონავტი ქალისგან პასუხიც არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ტერეშკოვა იცნობდა და დიდ პატივს სცემდა მედეას. დრო ახალი განსაცდელებისთვის გვამზადებდა, მაგრამ იყო ლუფტებიც. რეზო, მედეა და ლაშა ვენეციის ფესტივალზე მოხვდნენ. ლაშას მონაყოლი: „ვენეციის ფესტივალი კუნძულ ლიდოზე იმართებოდა...ფილმები ნაკლებად საინტერესო იყო... ფოტოჟურნალისტთა კომპაქტური ჯგუფი მგლური ყმუილით ხვდებოდა სასტუმრო „ამბასადორის“ ფოიეში გამოჩენილ ყოველ ვარსკვლავს. ეს თურმე სტილი ყოფილა ასეთი... ხანდახან გაოცებით შესცქეროდნენ რეზოს და მედეას. მათი ყოველი გავლა ფოტოჟურანლისტებსაც აბნევდა. ძალიან ლამაზები იყვნენ ორთავე და ამავე დროს არავინ იცნობდა... დედა ჯიუტად იჯდა ბართან და ფორთოხლის წვენს სვამდა... ერთხელ, ხელით მანიშნა, ფული გამითავდა და წვენი ამიღეო. ბარმენის დამხმარე გოგონები წამსვე მოცვივდნენ და მკითხეს, რა ფილმში თამაშობსო. მე შევეცადე ამეხსნა, სად არის საქართველო, შემდეგ... მოკლედ, მალე დაკარგეს ჩემი ინტერესი, მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, რა ლამაზიაო. დედამ რაღაც უჩვეულო ირონიით შემომხედა, მერე თვალები დაუნაღვლიანდა და ჩაილაპარაკა: „ნეტა, ვერიკო და ნატა აქ...“ მედეა ძალზე ფაქიზი და ყურადღებიანი იყო ნებისმიერ ურთიერთობაში. მან  იცოდა ადამიანის კარგად მოსმენა და პასუხის გაცემა... რეზო თაბუკაშვილის სიკვდილის შემდეგ, ქალების ჯგუფი არ იზარებდა და ყოველდღიური რეკვებით წყევლიდა მას, მის ოჯახს, მეტწილად ლაშას ოპოზიციაში ყოფნის გამო. ქ-ნ მედეას ერთხელაც არ უპასუხია წყევლით ან რისხვით... მშვენიერია გრძნობით გატარებული ცხოვრება... მაგრამ ოდესმე ყველაფერი მთავრდება... რეზო თაბუკაშვილი საბედისწეროდ გახდა ავად... მათი ბოლო მიმოწერაც „ლეჩკომბინატის“ პალატაში მოხდა. რეზო უკვე უკანასკნელ კვირებს ითვლიდა. მედეას ფილტვების ანთება დაემართა და ოროთახიანი პალატა მართლა ორად გაიყო. რამდენიმე დღე მას რეზოსთან არ უშვებდნენ... „რეზიკო! რატომ დამივიწყე? ჯერ საწოლებმა დაგვაშორა ერთმანეთს იმ საძაგელი რკინებით, ახლა კიდევ უფრო უარესი – ოთახებმა. რაღაც გვაშორებს და გვაჩვევს ცალ-ცალკე ყოფნას... მომწერე, ძალიან გთხოვ, მიპასუხე! თუ არ მიპასუხებ – ვიტირებ! თუ არ მიპასუხებ, გავიპარები სახლში შუაღამეს, გავიქცევი სახლში!“.. რეზომ უპასუხა: „ჩემო პაკიპუკ! სირცხვილი შენ, რომ ერთი წუთით მაინც წარმოიდგინე, ვინმეს ან რამეს შეეძლოს მე და შენი დაშორება... მიუხედავად შენი ბრონქიტისა. გკოცნი ბევრს, ჩემო ლამაზო, მშვენიერო და ერთადერთო!“ 
ისტერიკული სიცილისგან გაუბედურებული         
„1942 წელს მოვედი მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში... წარმოდგენა „პარტიზანებში“ ბიჭის, მიშკა პარტიზანის როლს ვასრულებდი. ერთ დღეს ჟორა შავგულიძეს და პიერ კობახიძეს ნიძლავი დაედოთ, ვინ უფრო მეტად გაგვაცინებდა სცენაზე. ამას ისინი ხანდახან ისე ვირტუოზულად აკეთებდნენ, რომ მაყურებელი ვერაფერს ამჩნევდა. სცენაზე კი მათი პარტნიორები დიდ ტანჯვაში იყვნენ. უხდებოდათ მაქსიმალურად თავის შეკავება, რომ მაყურებელს არაფრისთვის „ჩაევლო,“ მაგრამ იმ დღეს მათმა იუმორმა ისეთ ზენიტს მიაღწია, თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი წამსკდა. თანაც, რა სიცილი! – გიჟური, ისტერიკაში რომ გადადის. საერთოდ, სცენაზე სიცილი ძალიან გემრიელია, რადგან აკრძალულია. არ ვიცი, ამ ისტერიკიდან რა გამომიყვანდა, მაგრამ უცებ გავიგონე, თუ როგორ აღმოხდა ბ-ნ შალვა ღამბაშიძეს აღშფოთებისგან რაღაც ფრაზები. კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მეტად განრისხებული იყო. სიცილი ტუჩებზე გამეყინა და საერთოდ, თითქოს ფეხები წამერთვა. გავქვავდი ერთ ადგილას. ამ დროს სპექტაკლიც დამთავრდა და ცოცხალ-მკვდარი გავეშურე კულისებისკენ. იაშა ტრიპოლსკიმ რომ დაინახა ჩემი გაუბედურებული სახე, შევეცოდე და მითხრა: „რა არის ეს, მედეა, როგორ მოგივიდა!“  მე ტირილი წამსკდა, ბ-ნი შალვა სასწრაფოდ გამშორდა. მგონი, იმავე მიზეზით რომ ცრემლი მოერია. წარმოგიდგენიათ,  ჩემი მორიდება მისდამი როგორ გაიზრდებოდა ამის შემდეგ? ოსტროვსკის „უმზითვოში“ მომიხდა ქ-ნ ვერიკოს დუბლიორობა ლარისას როლში. ბ-ნი შალვა თამაშობდა ვაჭარ კნუროვის როლს უკანასკნელ მოქმედებაში. როდესაც ლარისა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში რჩება, ამ მომენტით სარგებლობს კნუროვი და სთავაზობს, მისი საყვარელი გახდეს. როგორც მერე გავიგე, ბ-ნ შალვას სძულდა ჩემთან ამ როლის თამაში. ეზარებოდა ამ დროს სცენაზე გამოსვლა. საშინლად განიცდიდა, არც კი მიცქერდა. პროფილში იდგა, პარტერისკენ იყურებოდა და საერთოდ, ცდილობდა, მალე ჩაემთავრებინა ეს სცენა...“
დედისგან განებივრებული და ღრუბლებიდან მიწაზე ჩამოსმული სილამაზე     
„..დედას ავადმყოფობის პერიოდი გაუგრძელდა და ჩვენებმა – ლუციამ და ელენემ – ალიოშას ქალიშვილებმა მოსკოვში წამიყვანეს. ორივე ლეგენდარული პიროვნება გახლდათ. ლუციას სტალინი ზრდიდა. ზრდიდა კი არა, ანებივრებდა კიდეც, რამაც ხელი არ შეუშალა ოცდაჩვიდმეტში კალიმაში გადაესახლებინა. მართალია, ვაროზე – ლუციას დედაზე და ჯავაირა კამოზე დახვრეტა გადახაზა, ლუციას კი ხუთი წელი ამყოფინა... ელენეც ლეგენდარული ქალი იყო – მაგნიტკის პირველი და საკავშირო მეტალურგიის მინისტრის მოადგილე. მისი დამსახურებაა, რომ მეტალურგიული ქარხანა არსებობს რუსთავში და არა თბილისის ცენტრში, როგორც ეს დაგეგმილი იყო... ბიცოლაჩემი ვარო საოცრად მკაცრი ქალი გახლდათ. ერთხელ, მოსკოვში სახელგანთქმული ქალების დაჯილდოება ყოფილა. სულ 36 ქალი იყო, მათ შორის ბიცოლაჩემი ვაროც და სტალინის ცოლი ალილუევა. როცა პოლიტბიურო შემოვიდა დარბაზში, ყველა ფეხზე წამოდგა, მხოლოდ ვარო იჯდა წინანდებურად მშვიდად. სტალინს ორჯონიკიძისთვის  გადაულაპარაკია: ისევ ისეთი კაპუეტი ხასიათი აქვსო. თვითონ მისულა ვაროსთან და ხელი ჩამოურთმევია.               
დედასგან განებივრებულს, ძალზე მიჭირდა ჯაფარიძეების მკაცრ ატმოსფეროში ყოფნა. ვერც კი ვხვდებოდი, რომ ეს მათი პედაგოგიური კურსი იყო ჩემს მიმართ შემუშავებული. ახლა მე მათი უღმესი მადლობელი ვარ. დედასთვის რომ მესმინა მხოლოდ, ჩემი თავი რაღაც არაჩვეულებრივ არსებად შეიძლება, ჩამეთვალა, რაც ჩემს მომავალ ადამიანურ და პროფესიულ კონტაქტებს ძალზე გაართულებდა. მოკლედ, მათ ღრუბლებიდან ძირს ჩამომსვეს და ბევრ რამეზე ჩამაფიქრეს. სკოლაში რომ მივდიოდი, თმას სიბნელეში მიწნავდნენ. პირქუში იყო მოსკოვი. მენატრებოდა ჩემი სათაყვანებელი თბილისი. ძალზე მშველოდა კითხვა და თეატრში ხშირად სიარული... სამწუხაროდ, ხშირად მსჯიდნენ და თეატრში არ მიშვებდნენ, იმიტომ რომ, მათემათიკასა და ფიზიკაში არაფერი გამეგებოდა და ორიანები მქონდა... მთელი კვირის განმავლობაში ვტიროდი. ცოტას შევისვენებდი, გამახსენდებოდა, რომ არ გამიშვეს და ვაგრძელებდი ტირილს...”
„მედიკოჯან, უწებია დრუგოი ტაკოი რებიონოკ იესტ?..“    
...დეპუტატობის პერიოდში თაბუკაშვილების ოჯახი ბარნოვზე, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. მათი ოჯახის ბოჰემურ, გიჟურ რიტმს, მომვლელი ქალები ძნელად თუ უძლებდნენ და აი, ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი მოსამსახურე. ქალს ერიკნაზი ერქვა. მედეამ ვერაფრით დაიმახსოვრა მისი სახელი, ხან ერიკას ეძახდა, ხან იაპონელივით არიქსანს, ბოლოს კი ართავაზა შეარქვა. ერიკნაზი ხშირად მიმართავდა სადეპუტატო ფიქრებში წასულ მედეას ყოფითი შეკითხვებით და ისიც თავისებური ლოგიკით: თუ ოთახში ვერ იპოვა საჭირო ნივთი, საკუჭნაოში იქნებაო, მუდმივად ამ მისამართს აძლევდა. ერთ გაზაფხულის დილას, შხაპის შემდეგ რეზო და ლაშა ოთახში ჭიდაობდნენ. მაგნიტოფონი მთელი ხმით იყო ჩართული... ამ დროს შემოვიდა ერიკნაზი, ხელები მკერდზე დაიწყო და „სვეტსკი“ ლაპარაკის გაბმა მოინდომა მედეასთან: – „მედიკოჯან, უტებია დრუგოი ტაკოი რებიონოკ იესტ?” - მედეამ შუბლზე მიიდო ხელი და უპასუხა: „ნე ზნაიუ, არტავაზ, პოსმოტრი ვ კლოდოვოი პოჟალუისტა.”
იმპერატორის მარგალიტები და დამფრთხალი მედეა 
როგორც პარლამენტარი, მედეა ჯაფარიძე იმ წლებში იაპონიას ეწვია. შეხვედრები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობდა თვით იმპერატორთან ვიზიტის ჩათვლით... იმპერატორმა მედეას ძალიან ძვირფასი მარგალიტის გულსაბნევი, სამაჯური და საყურეები აჩუქა. ერთი კურიოზული ისტორია არსებობს ამ სამკაულთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მედეას ძალიან უყვარდა ეს სამეული, თბილისში მისი ტარება ერიდებოდა. ერთხელ რეზო და მედეა მიიპატიჟეს არგენტინის კინოფესტივალზე. ეს ორმაგი სიხარული იყო მედეასთვის, რადგან უცხოეთში წასვლა იმ წლებში, თან კინოფესტივალზე, უცნაური იშვიათობა იყო. თან, რაც მთავარია, ამ ძვირფასი სამკაულის გამოყენების შანსი მიეცემოდა. მაგრამ, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. ნიუ-ორკის აეროპორტში ჩემოდანი გასკდა, ნივთები გაიბნა და სამკაულებიც დაიკარგა. დაზარალებულებს აუხსნეს, რომ მათ შეეძლოთ პრეტენზია წაეყენებინათ და კომპენსაცია მოეთხოვათ, ვინაიდან სამკაულები რეგისტრირებული იყო. აეროპორტის წარმომადგენელს, რომელიც ამ საბუთებს აფორმებდა, მედეამ ხელზე რაღაც ამოსვირინგებული ციფრები შეამჩნია და რეზოს ჰკითხა – ეს რა არისო? რეზომ აუხსნა, ოსვენციმის დაღიაო. სანამ საბუთების გაფორმების პროცედურა დამთავრდებოდა (თანხა კი მართლაც დიდი იყო). მედეამ ხანმოკლე ფიქრის შემდეგ რეზოს მიმართა: ლაშას სიცოცხლეს გაფიცებ, თუ ეს ფული აიღო! კამათის დრო არ იყო და დაბნეულმა, ხასიათწამხდარმა რეზომ ვერც კი მოასწრო ეკითხა მედეასთვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი. კინემატოგრაფისტთა ჯგუფის გაოგნებული წევრებიც ვერაფერს მიხვდნენ. მხოლოდ ოტელში მოახერხა რეზომ ეკითხა: მედეა, კაპიკებით ვართ ჩამოსული. რატომ მათქმევინე უარი ამხელა ფულზე? მედეა: ნუთუ ვერ მიხვდი, ის კონცლაგერში ნამყოფი კაცი სამსახურს დაკარგავდა, ამ უზარმაზარ ფულსაც მას დაუქვითავდნენო. რეზომ თავზე ხელი წაივლო, მწარე სიცილი აუტყდა – ის კაცი მხოლოდ კომპანიის წარმომადგენელი იყო, ფულადი კომპენსაცია კი, სადაზღვეო კომპანიას უნდა გადაეხადაო. მედეას ისტერიკული ტირილი აუვარდა და წლების შემდეგაც კი საყვედურობდა რეზოს – რატომ არ გამარკვიე იქვე იმ სიტუაციაშიო. შემდგომშიც, როცა რაიმე კაზუსი ხდებოდა მათ მოგზაურობაში, ეხებოდა მათ თემას და თუ არ ეხებოდა, რეზო მრავალაზროვნად ჩაილაპარაკებდა: იმპერატორის მარგალიტები და დაფმრთხალი მედეა წამსვე ემორჩილებოდა მას.
სუნთქვაშეკრული მაყურებელი და აწაპნილი როლი         
მედეამ, რვა თვის ორსულმა „ჭრიჭინა“ ითამაშა. ქ-ნი მარიკა ბარათაშვილი იხსენებს: „მეუბნებოდნენ, ქალმა როგორ უნდა ითამაშოს ჭრიჭინა ამ მდგომარეობაში, ჩაგიგდებს სპექტაკლსო, მაგრამ მე მას ვენდე და დღემდე საუკეთესო ჭრიჭინად მიმაჩნია. მედეა ხეზე რომ დახტუნავდა და კიბეებზე დაქროდა, მაყურებელს ნერვიულობისგან სუნთქვა ეკვროდა. სპექტაკლის დადგმის შემდეგ, არ გასულა სამი კვირა და მას გაუჩნდა ვაჟიშვილი – ლაშა. როცა მე საკავშირო კინომატოგრაფიის მინისტრს, სიმონოვს მომავალი ფილმის ჩემეულ ვარიანტად მედეა ჯაფარიძის კანდიდატურად დავუსახელე, მან თქვა: ჰო, მედეა კარგია, მართლაც კარგია, მაგრამ მეტისმეტად ლამაზიაო... მიუხედავად იმისა, რომ მედეას ჭრიჭინა უდიდესი წარმატებით სარგებლობდა, ამ პიესის მიხედვით გადაღებულ კინოფილმში ეს როლი სხვა მსახიობს მიანდეს... ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი დიდი ტკივილი შემოქმედებაში. „არ შემიძლია, არ გავიხსენო „ჭრიჭინასთან“ დაკავშირებული ისტორია. ყველას კარგად გახსოვთ, თუ რა დიდი წარმატებით სარგებლობდა გიგას მიერ დადგმული სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე... სწორედ ამან განაპირობა აუცილებლობა ამ ნაწარმოების კინოვერსიის შექმნისა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემ მაგივრად, სხვა მსახიობი დაამტკიცეს. გიგამ რა არ იღონა... მაგრამ ყველაფერი ამაოდ.  ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, გადაღებაზე თქვა უარი: თუ მედეა არ იქნება, მე ფილმის გადაღებაზე უარს ვამბობო. დამერწმუნეთ, ამას ყველა არ გააკეთებდა. მან, ფაქტობრივად, თავის შემდგომ კინოკარიერაზე თქვა უარი...“
„კახა კუკლა არ არის“             
დათო ანდღულაძე ღიმილით იხსენებდა იმ დღეს, როცა ლაშა თაბუკაშვილი პირველად დაესწრო საკუთარი პიესის გენერალურ რეპეტიციას. ღელავდა დათო, ღელავდა ლაშა, ღელავდა ყველა, მაგრამ განსაკუთრებით ნერვიულობდა მედეა, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა შვილის პიესაში. სწორედ ამიტომ მოუვიდა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ფრაზისა: „კახა თოჯინა არ არის,“ თქვა: „კახა კუკლა არ არის.“ ლაშამ რაღაც შეჰყვირა, წამოხტა და თეატრიდან გაიქცა. ძლივს დააშოშმინეს და დააბრუნეს უკან. მედეა კი დასჯილი ბავშვივით იდგა სცენაზე.
ფეხშიშველა, გრძელი ღამის პერანგის ამარა გავარდა გარეთ და გადაეფარა
ლაშა თაბუკაშვილი: „ხუთი წლის ასაკში არც თუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში... რუსთაველზე ვცხოვრობდით მაშინ „ლუქსის“ თავზე, კომუნალურ ბინაში. საპირველმაისო დღესასწაულების წინ ჩვენი აივნის ქვეშ ტანკები იდგა. იმ საბედისწერო 9 მარტის შემდეგაც. პირველი მაისის დილას ტანკებით იყო გაძეძგილი ქუჩა. მეძინა... მამა მოვიდა. გარიჟრაჟს ცოტა უკლდა. რეზომ ხელი დამტაცა მძინარეს. აივანზე გამიყვანა ხელში ატაცებული და რუსთაველზე გამწკრივებულ ჩაჩქანიან ტანკისტებს გადამახედა. შემდეგ რუსულად დაიყვირა: „შვილო, შეხედე და დაიმახსოვრე. ესენი არიან შენი ერის ჯალათები!“ შემდეგ ძირს დამსვა და მეორე სართულიდან ისკუპა სალდათების გინებაზე საპასუხოდ. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა, ჯარისკაცები ხიშტზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი ფეხშიშველა, გრძელი ღამის პერანგის ამარა გავარდა გარეთ და გადაეფარა... არვიცი, რატომ დაინდეს მამა ან დედა, ალბათ, ძალიან ლამაზი იყო მედეა!...“

скачать dle 11.3