კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეალური წყვილი


დაე ქვეყანაზე სიყვარული მეფობდეს! დაე, ეს გრძნობა მართავდეს ჩვენს ქმედებებს და გვკარნახობდეს შემდგომ ნაბიჯებს! თუ ვალენტინობის დღესასწაულს მსუბუქი და ოდნავ ქარაფშუტა ელფერი დაჰკრავს, 2008 წლიდან საგანგებოდ დაწესდა ერთგულებისა და ოჯახის სიყვარულის საერთაშორისო დღე. მიჩნეულია, რომ ოჯახური სიყვარულისა და ერთგულების მფარველია წმინდა პეტრე. ამ დღეს თავისი სიმბოლოც აქვს – გვირილა! ადამიანებს უფრო უჭირთ ერთგულების შენახვა, ვიდრე მგლებს. სხვათა შორის, პარტნიორისადმი ერთგულებით გამოირჩევა ადამიანის შორეული წინაპარი – გიბონი. ჩნდება კითხვა: რა გვემართება ჩვენ, ადამიანებს და რატომ გვჯობიან ცხოველები ერთგულებაში?! ნუთუ ასეთი ძნელია იდეალური მეწყვილის პოვნა?! საინტერესოა, ვიცოდეთ, საიდან გაჩნდა გული, როგორც სიყვარულის სიმბოლო? არსებობს რამდენიმე თეორია: ანტიკური ვერსიით, სიყვარულის სიმბოლო აფროდიტას ვნებიანი სხეულის მომრგვალო ფორმებს იმეორებდა და ნელ-ნელა გულს დაემსგავსა.
არსებობს ერთი პოეტური ვერსიაც: როცა ორი შეყვარებული გული ერთმანეთის შესახვედად მიცურავს, მათი კისრების მოყვანილობა გულის ნახევარს მოგვაგონებს; ხოლო როცა გედები ერთმანეთს მიუახლოვდებიან, ანუ იპოვიან თავის იდეალურ მეწყვილეს, გული მთლიანდება. მოუსმინეთ თქვენი გულის კარნახს და ის აუცილებლად გაპოვნინებთ იდეალურ მეწყვილეს.
მიყვარს
 საკუთარი  თავი!

ძალიან კარგია, თუკი საკუთარი თავი მართლა გიყვართ. მაგრამ იცით კი, ეს როგორ უნდა გააკეთოთ? ანუ, იცით როგორ უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი ფუჭი ამბიციებისა და ზღვარსგადასული ეგოიზმის გარეშე? თუკი ამას ახერხებთ, წარმატებასაც უპრობლემოდ მიაღწევთ, დაბრკოლებების გარეშე და მცირე დანახარჯებით.
ყველა ადამიანს აქვს პატარა წარმატებები და გამარჯვებებიც კი. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. მაგალითად, ზოგი სკოლაში სწავლობდა კარგად, ოლიმპიადაზე იმარჯვებდა, ზოგი უნივერსიტეტში აღწევდა წარმატებას... ზოგიც თავისი პატარა ბოსტნით ამაყობს... ანუ, ყველას შეგვიძლია საკუთარი თავით ვიამაყოთ. დაფიქრდით და აუცილებლად აღმოაჩენთ მოტივს სიამაყისთვის. რისთვის არის ეს საჭირო? იმისთვის, რომ შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ამის შემდეგ ადვილად შეიქმნით ამაღლებულ განწყობას, რაც წარმატების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გამოიყენოთ და კიდევ უფრო მეტი საამაყო გექნებათ.
ყოველთვის, როცა სარკეს მიუახლოვდებით, გაუღიმეთ საკუთარ გამოსახულებას, ჩახედეთ თვალებში... თქვენ ასე გზავნით სიგნალს: მე მომწონს საკუთარი თავი; მე ყველაფერი კარგად მაქვს და კიდევ უფრო კარგად მექნება!..

პასუხები...
კარადაში

ხშირად იხედებით საკუთარ კარადაში?! იქნებ იქ მოთავსებული ნივთები ძალიან ჩვეულებრივი სამოსი გგონიათ. სულაც არა! მათ შორის აუცილებლად იქნება ისეთები, განსაკუთრებულად რომ გიყვართ... ისინი კი თქვენზე სერიოზულ ინფორმაციას ინახავენ. მაშ ასე, თუ თქვენს გარდერობშია:
* მკაცრი სტილის შარვალი – დამოუკიდებელი ხართ. საკმაოდ ადვილად ერგებით სიტუაციას. სულ მოძრაობთ და ერთი წუთითაც არ ისვენებთ. მუდმივად მოძრაობაში, მუდმივად რაღაც ახლის ძიებაში ხართ. თუ წვრილმანებზე ენერგიას არ დაკარგავთ, აუცილებლად გაიკეთებთ კარიერას. აუცილებელია, პროფესიაც სწორად შეარჩიოთ.
* ჯინსი – გინდათ, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ. შეგიძლიათ, დააფასოთ თითოეული წუთი. წვრილმანებიც კი გახარებთ. აფასებთ კომფორტს. არ ცნობთ ჩარჩოებს.
* ვიწრო, მოკლე ქვედაბოლო – თქვენთვის მნიშვნელოვანია გარშემო მყოფები ხედავდნენ თქვენს ქალურობას. იცით, როდის დაანახვოთ გარშემო მყოფებს თქვენი სისუსტე და ამას ძალიან კარგად იყენებთ. სხვათა შორის, საკმაოდ დამოუკიდებელი და ძლიერი ხართ. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებით.
* ჟაკეტი – კომფორტი გიყვართ. მოგწონთ, როცა ტონუსში ხართ. არასოდეს იბნევით. თავს ყოველთვის აკონტროლებთ.
* თანამედროვე, მოდური კაბა – გიყვართ სხვადასხვა როლის მორგება. მამაკაცების ყურადღება ძალიან გჭირდებათ. როცა მათ მზერას გრძნობთ, თავდაჯერებულობა გემატებათ. დადებითი ემოციები თქვენთვის აუცილებელია. იშვიათად ფიქრობთ, რა იქნება ხვალ.

დამოუკიდებელი
და ბედნიერი!

თუ არ გინდათ, რომ თქვენი მეუღლე უყურადღებო და გულგრილი გახდეს... თუ არ მოგწონთ ეგოისტი, უუნარო და უფხო მამაკაცები, მოიქეცით ისე, რომ მან თავი თქვენს ჩრდილში არ იგრძნოს. თუ კაცი დამოუკიდებელია და ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ის გაცილებით აქტიური, მიზანმიმართული, მობილიზებული და ბედნიერიცაა. იმიტომ, რომ იღებს სასურველ შედეგს – აქვს კარგი, ჯანსაღი თვითშეფასების უნარი... როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დამოუკიდებელ ადამიანთან?
1. გამოარკვიეთ, რამდენად სერიოზულად უყურებს მამაკაცი იმას, რაც თქვენთვის პრობლემაა ან მიგაჩნიათ, რომ ეს საერთო პრობლემაა.
2. ჰკითხეთ მამაკაცს, როდის არის მისთვის ყველაზე კომფორტული დრო ყოფითი პრობლემების განსახილველად. ოჯახში აუცილებლად უნდა არსებობდეს ამ ტიპის საუბრები და შეთანხმებები. როცა გეცოდინებათ პრობლემებზე საუბრის კონკრეტული დრო, ყოველ წუთს და სრულიად შეუფერებელ მომენტებში, ნუღარ ისაუბრებთ ამაზე პრეტენზიული და მომთხოვნი ტონით.
3. როცა ხედავთ, რომ ქმარს არ სცალია, თავისი საქმეებით არის დაკავებული ან, უბრალოდ, ჩაფიქრდა და საუბარში არ გყვებათ, მოეშვით. ცოტა ხნით მაინც... სხვათა  შორის, შეიძლება, მამაკაცსაც ჰქონდეს ისეთი პრობლემები, რომლებზეც თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ.
გახსოვდეთ – კაცის დამოუკიდებლობა მისი ფიქრებისა და დუმილის თავისუფლებასაც გულისხმობს. თუ ეს აქვს, მაშინ მართლაც ბედნიერია...

скачать dle 11.3