კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაბრექილი ნაწყენი

ანუ Так держать, Григорий!

მაშინ, როდესაც რფ სირიიდან თავისი ჯარების (ამ ეტაპზე იგულისხმება ავიაცია) გამოყვანას შეუდგა, იმის პარალელურად, რომ კონსტანტინოპოლის დაბრუნების პირობა დადო ქრისტიანების წინაშე (მართალია, მისი განცხადების ეს ნაწილი ორაზროვანი იყო – მაინცდამაინც სტამბულის დაპყრობას არ გულისხმობს რუსეთისთვის – ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გაკონტროლება, წესითა და რიგით, საომარი ოპერაციის გარეშე გამორიცხულია), გრიგორი კარასინი ჩვენ დაგვემუქრა.
კერძოდ, პრაღაში განაცხადა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა.
მომყავს ციტატა: „ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ანტირუსული რიტორიკა ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრებისა და პრეზიდენტის მხრიდანაც კი.“
აქედან გამომდინარე კი, რაკი „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, ბ-ნმა კარასინმა დაასკვნა შემდეგი: „წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.“
თუ გავიხსენებთ, რომ (აღიარებებს რომ თავი დავანებოთ) მცოცავი ანექსია კვლავ გრძელდება, ხოლო ანტირუსულ რიტორიკაში ხსენებული ბატონი რფ-ის აგრესორად და ოკუპანტად მოხსენიებას გულისხმობს, სავარაუდოა, გული სწყდება, რომ მადლობის ფირმანებს არ აფრენენ თბილისიდან (ნეტარი!).
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა ჩვენი ზომის ქვეყანასთან გაბრექა – დედამიწის მერვედზე განფენილი და ბირთვული იარაღის პატრონი სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, მაინც დიდი პატივია.
ასე რომ, ბ-ნ კარასინს მხოლოდ ეს შეგვიძლია, ვუთხრათ:   Так держать, Григорий!

скачать dle 11.3