კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჭიპის“ გასაჭირი

წინ – სეპარატისტული გამოქვაბულისკენ!

 ამ ჩვენმა სეპარატისტებმა ისე გაუტიეს, რომ თავი უკვე სამყაროს ჭიპად წარმოიდგინეს: მოგეხსენებათ, რომ სავიზო რეჟიმი დაუწესეს ყველას, რფ-ვენესუელა-ნიკარაგუას გარდა, მოტივით, აქ ჩამომსვლელს ვიზა ვერ შეაშინებსო (მთელი მსოფლიო ხომ ტანზე იხევს, ოღონდაც აფხაზეთში დაისვენოს?!).
ხოლო, რაკი ისინი ქართველების ასიმილაციის დაუოკებელ წყურვილსაც შეუპყრია და, რადგან, როგორც ჩანს, ვერ იმუშავა ინიციატივამ, რომ თითქოს გალელები ძალით გაქართველებული აფხაზები არიან (და მსურველებს მხოლოდ სურვილის საფუძველზე შეეძლოთ ეროვნების შეცვლა), აწ უკვე გადაწყვიტეს, რომ გალის ქვედა ზონის სკოლებში რუსულ ენაზე ასწავლონ.
ეს ამბავი აფხაზეთის „განათლების მინისტრის მოადგილემ“, სხვათა შორის, გვარად გვარამიამ, ოღონდ – დიმიტრიმ, გვაცნობა, თუმცა არ განუმარტავს, რატომ არა აფხაზურზე (რაც ლოგიკური იქნებოდა).
რუსულ ენაზე გადასვლა კი ქართველ ბავშვებზე ზრუნვით აიხსნა (მომყავს ციტატა): „ეს ბავშვები, რომლებიც აღნიშნულ სკოლებში სწავლობენ (იგულისხმება ქართული სკოლების მოსწავლეები), რესპუბლიკაში განათლების გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავდნენ („რესპუბლიკაში“ კი ისე ყვავის განათლება, რომ მთელი მსოფლიო შენატრის მათ). ისინი, მომავალი განათლების მიღების მხრივ, მკვეთრად იყვნენ საქართველოზე ორიენტირებულნი. დღეს, ბავშვებს, რომლებიც აღნიშნულ სკოლებს დაამთავრებენ, ისეთივე პერსპექტივა ექნებათ, როგორიც ქვეყნის ნებისმიერ ბავშვს აქვს.“
მე არ შევუდგები იმის გარჩევას, თუ რისი შეთავაზება შეუძლია გაძვალტყავებულ აფხაზეთს თავისი მოსახლეობისთვის განათლების მიმართულებით, თუმცა, რაკი აშკარაა აპარტეიდის ნიშნები; თუ მათი აზროვნება-ქცევის მდინარება მიმართულებას არ შეიცვლის, არ გამოვრიცხავ, ერთ დღესაც, პირველყოფილ თემურ წყობილებასაც დაუბრუნდნენ. –

скачать dle 11.3