კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დამცველები“

თუ ვალმო(უ)ხდილები?!

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხლა-შემოხლა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მშვილდობიანად დასრულდა. თსუ-ს ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა შეთანხმებას მიაღწიეს და, ის სამარცხვინო ფაქტი – რომ უნივერსიტეტის კედლებში გაიმართა მუშტი-კრივი – უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა.
თუმცა ამჯერად სხვა დეტალზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. კერძოდ, ამბოხებული თვითმმართველობის მხარდასაჭერად უნივერსიტეტის შენობაში უცხო პირებიც შევიდნენ (აი, ამ ფოტოზე გამოსახული და ასე ჩაცმულ-დახურული) და ეს მოხდა (არა ავაზის დღეს), არამედ 15 მარტს (გუმისთაზე მტრის შემოტევის მოგერიების წლისთავზე) და იმის პარალელურად, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა „საზღვარიც“ რომ გადმოსწიეს და გზის დაგებაც დაიწყეს.
უდავოა, ადგილზე გაპროტესტება პროვოკაციად შეიძლება, ჩაეთვალა მტერს, თუმცა ოკუპაციის გასაპროტესტებლად უამრავი მშვიდობიანი, არაპროვოკაციული და კრეატიული იდეა არსებობს, იმას გარდა, რომ 1993 წლის 15-16 მარტს დაღუპულთა გახსენებაც არ იქნებოდა ურიგო.
ხოლო, თუ ამ ფოტოზე გამოსახულ ჯანიან ვაჟებს კიდევ ერთხელ შევათვალიერებთ (შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია – ხეს მოხეთქავენ საჭიროების შემთხვევაში), იბადება რიტორიკული კითხვა: თვითმმართველობის დამცველებს სამშობლო თუ დაუცავთ, ანუ, სულ მცირე, სამხედრო-სავალდებულო სამსახური თუ აქვთ მოხდილი?! –

скачать dle 11.3