კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ისპანკიდან“ – „ღორისამდე“

ანუ წლები ჩემი იმუნიტეტია

 თუმცა ზამთარი მიილია (და მერე რა, რომ მარტი მაინც ჭირვეულობს) და გრიპმაც დათმო პოზიციები, რაკი წინ ახალ-ახალი ზამთრები გველის, „ღორისად“ წოდებული გრიპის ვირუსი არსადაც არ წავა. ხოლო, რაკი არ წავა, აწი და აწიც შემოგვიტევს ეს საბედისწერო H1N1.
ამასობაში კი გაირკვა, რომ 1958 წლამდე დაბადებულების უმეტესობას აქვს იმუნიტეტი ამ საბედისწერო შტამის მიმართ,  იმის წყალობით, რომ 1958-მდე დედამიწაზე ფართოდ იყო გავრცელებული ამ შტამის მონათესავე გრიპის ვირუსი.
სახელდობრ, The New York Times-ის ცნობით, 58 წელს გადაცილებულთა სისხლის პლაზმის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ აქვთ ახალ ვირუსთან ბრძოლისათვის საჭირო ანტისხეულები.
შესაბამისად, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „ა“ ტიპის ვირუსების ყველა ტიპი, რომლებიც გავრცელებული იყო 1918-დან 1957 წლამდე, სათავეს იმ ავბედითი „ისპანკიდან“ იღებს, რომელიც, ახლანდელი „ღორის გრიპის“ არ იყოს, კლასიფიცირებულია, როგორც H1N1.
ერთი სიტყვით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც 1958 წლამდე დაბადებულებისთვის წლები არა მხოლოდ სიმდიდრე, იმუნიტეტიცაა. –

скачать dle 11.3