კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ რიცხვსა და დღეს დაბადებული ადამიანები არიან განსაკუთრებით უიღბლოები და რისგან გვიცავს სწორად შერჩეული ავგაროზი

 ეს ცხოვრება არც ისე რთულია, რასაკვირველია, თუ სწორად წარვმართავთ და ამ საქმეში კომპეტენტურ პირთა რჩევებს გავითვალისწინებთ. ცხოვრების მართვა ნებისმიერს შეუძლია, უფრო სწორად, შეგვიძლია, ცხოვრება უფრო სასიამოვნო, სახალისო, ბედნიერი და წარმატებული გავხადოთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა ამბობს, არსებობს წესები, ყველა ოჯახში რომ უნდა დაიცვან – ამით უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას აიცილებენ თავიდან.

 მანანა: ვცდილობ, ყველას ავუხსნა, რომ ცხოვრება არც ისე რთულია. რასაკვირველია, თუ მას სწორად ვმართავთ და იმ რჩევებს გავითვალისწინებთ, ჩვენთვის წარმატების მოტანა რომ შეუძლია. ელემენტარული წესების დაცვით, მართლაც შეგვიძლია ჩვენი ყოფა უფრო სასიამოვნო და მშვიდი გავხადოთ რაც თავად უნდა შევძლოთ, სხვისი ჩარევის გარეშე. მაგალითად, გაბზარული ან გატეხილი ჭურჭლის შენახვას რომ უბედურება მოაქვს და ღამით მაგიდაზე დანის დატოვებას, შეუძლია, უსიამოვნება გამოიწვიოს ოჯახის წევრებს შორის, ეს ხომ ელემენტარულია?! ამიტომ, გირჩევთ, ეს აუცილებლად გაითვალისწინოთ. მოკლედ, შემიძლია, უამრავი ასეთი რჩევა მოგცეთ. გარდა ამისა, ჩვენი ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ავგაროზებთან. ავგაროზი კი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს – თუ მას დამუხტავთ დადებითი ენერგიით, კოსმიურ პროგრამირებასთან ანუ ბედისწერასთან დაგაკავშირებით. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ თუ არასწორადაა შერჩეული ავგაროზი, ირღვევა მისი კავშირი ბედისწერასთან და შესაძლოა, მისი გავლენა  უკიდურესად ნეგატიურიც კი აღმოჩნდეს.
– ეს როგორ უნდა განვსაზღვროთ?
– ადამიანი, რომელიც ავგაროზს ატარებს, მას თავისი ენერგიით მუხტავს, ის კი გადასცემს ინფორმაციას მოსალოდნელი არასასურველი მომენტების შესახებ. ეს კი მისი ქვეცნობიერისთვის კოსმიური პროგრამების საშუალებით ხდება ცნობილი.  ავგაროზი მუდამ თან უნდა გქონდეთ, უნდა ეხებოდეთ, ხედავდეთ, გრძნობდეთ. სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ ავგაროზი, რომელიც წარმატების მომტანია ერთი პიროვნებისთვის, შესაძლოა, მეორისთვის სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ამიტომ, სხვისი ავგაროზი თქვენ არ გამოგადგებათ. ის ინდივიდუალურია და ყველას თავისი უნდა ჰქონდეს. აუცილებელია, ავგაროზი, როგორც ნივთი, ძალიან მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება და შეხება. ის, არ უნდა იყოს გლუვი და არ ჰქონდეს მახვილი კუთხეები. მისი დამუხტვაც ადვილად ხდება, რადგან, მყარდება ენერგეტიკული კავშირი ნივთსა და თქვენ შორის. ავგაროზის დამუხტვის ყველაზე იოლი ხერხია მისი შეხება სხეულთან. ამიტომ, უმჯობესია, ის გულზე დაიკიდოთ. გულზე დაკიდებული ავგაროზი ნელ-ნელა იმუხტება და მას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია მფლობელისთვის. ასე რომ, ავგაროზსა და ბედისწერას შორის უდიდესი კავშირია და ეს უნდა გახსოვდეთ.
– ფერს თუ აქვს მნიშვნელობა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გამიგია, ზოგიერთი ფერი მოქმედებს გათვალვის წინააღმდეგ, ადამიანზე დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენსო და ასე შემდეგ.
– დიახ, ავგაროზის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, უძველესი მაგიური ფერებია ცისფერი და წითელი. ასევე, გათვალვის საწინააღმდეგოდ გამოიყენება თეთრი და შავი. უფრო რთულადაა საქმე ყვითელთან. ამიტომ, ოკულტური ზეგავლენისადმი მგრძნობიარე ადამიანმა, რომელიც ადვილად იღებს თვალს, არ უნდა ჩაიცვას ყვითელი ტანსაცმელი. საერთოდ, ყვითელი ფერის საგნების გარემოცვაში თავს მოუსვენრად გრძნობენ. თუ ადამიანი თვითონ არ დაეხმარა საკუთარ თავს და სიტუაცია არ გაანეიტრალა, რთულია, პრობლემებს ასცდეს. ამიტომ, უნდა შეიმსუბუქოთ ცხოვრება და გაითვალისწინოთ ის, რასაც გამოცდილი ადამიანები გირჩევენ. მაგალითად, ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, როცა 13 რიცხვი პარასკევს ემთხვევა. ამ დროს დიდია ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა და ამას სტატისტიკაც მოწმობს. ამიტომ, გირჩევთ, ასეთ დღეებში მოერიდოთ მგზავრობას, უცხო ხალხთან კონტაქტს, გადაადგილებებს, რათა დღემ მშვიდად და კონფლიქტების გარეშე ჩაიაროს. სხვათა შორის, ასეთ დღეს დაბადებულები ძალიან უიღბლოები არიან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ეცარებათ ხელი. არსებობს უამრავი მინიშნება და ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად როგორ დაცდი მას. ასე რომ, რამე ერთიანი პროგნოზის გაკეთება, რთულია. ამას უნდა დააკვირდეთ და თავად დაცადოთ, რა მოვლენა როგორ მოქმედებს თქვენზე, რას მოაქვს ბედნიერება თუ ნეგატიური შედეგი. სხვათა შორის, ყველაზე უტყუარია ნივთების წინასწარმეტყველება.
– ნივთების წინასწარმეტყველებაში რას გულისხმობთ?
– მაგალითად, ზოგს მინის ჭურჭლის გატეხა კარგად აქვს დაცდილი. თუ ადამიანს ხელიდან ჭურჭელი უცვივდება და ტყდება, თანაც, ეს რამდენიმე დღე გრძელდება, ბედნიერების ნიშანია; მაგრამ, თუ თავისით ტყდება – ცუდის მომასწავებელი. ანდა, საათის გაჩერება ზოგს ცუდად აქვს დაცდილი, ზოგსაც – პირიქით. არ ვარგა ასევე, გზიდან დაბრუნება. ამბობენ, ამ დროს კეთილი გზა არ გექნებაო. თუ მაინც მოგიწიათ შინ მიბრუნება, ცოტა ხანს ჩამოჯექით. ასე, სახლის ენერგიას აიღებთ, თან სარკეშიც ჩაიხედეთ.  არ ვარგა, თუ ვინმე თქვენ უკან დგას და დაჟინებით გაკვირდებათ. საქმე მხოლოდ იმის შეგრძნებაში როდია, რომ თითქოს უკნიდან ვიღაც მოგეპარებათ. საშიში ის არის, რომ დაუცველი ზურგი ყველაზე სუსტი ენერგეტიკული არეალია. რაც შეეხება საკუთარ თავზე მინიშნებას – თითით ჩვენებისას ვგზავნით ენერგეტიკულ მუხტს. თუ სხვის დაავადებაზე ლაპარაკობთ, საკუთარ სხეულზე ნუ მიანიშნებთ იმ დაავადების ლოკალიზების ადგილს. ამით იმ ადამიანის დაავადების მუხტს თქვენკენ მიმართავთ. როცა ადამიანი ფორიაქობს და ეწყება უნებლიე მოუსვენრობა, უნდა მიხვდეს, რომ რაღაცაშია საქმე. ამ დროს ქვეცნობიერი რაღაცაზე მიგანიშნებთ, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხვდებით. ამიტომ, კარგად უნდა დააკვირდეთ თქვენში მიმდინარე ცვლილებებს და სათანადო ყურადღება გამოიჩინეთ. ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც საქმიან ადამიანებზეა გათვლილი და ერთგვარი წარმატება-წარუმატებლობის მიმანიშნებელი რიტუალია. კერძოდ, თუ სერიოზულ საქმეზე გიწევთ წასვლა და წინასწარ გსურთ, გაიგოთ, მომგებიანი იქნება ის თქვენთვის თუ არა, ერთ უტყუარ ხერხს მიმართეთ – ბრინჯით მკითხაობას. ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია: ონკანიდან აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მოსვით სამი ყლუპი, მერე მარჯვენა ხელით აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, ჩაყარეთ წყლით სავსე ჭურჭელში, შეანჯღრიეთ და დადგით მაგიდაზე. წყალი რომ დადგება, დააკვირდით, როგორ განთავსდა ჭიქის ფსკერზე ბრინჯის მარცვლები. თუ ბრინჯმა ერთ ადგილას მოიყარა თავი და შეიკრა, კარგია – იმ დღეს ხელი მოგემართებათ. მაგრამ, თუ ბრინჯის მარცვლები უაზროდ გაიბნა ჭიქის ფსკერზე, მაშინ, ეს დღე ცუდია და ფრთხილად უნდა იყოთ. ასე რომ, თუ დილით, საქმეზე მიმავალი, ბრინჯით გაიგებთ, რა გელით, ადვილად მიხვდებით, რა დროს, ვისთან და როგორ იმოქმედოთ, იღბალმა  რომ გაგიღიმოთ. თუ გსურთ, მარტოობა და გაჭირვება დაამარცხოთ და იღბლიანობა გააორმაგოთ, გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ. სახლის ფანჯრის რაფაზე თქვენი დათესილი ხორბალი გაახარეთ. ეზოთერიკაში ეს ბარაქის მოზიდვის სიმბოლოდ აღიქმება და ოჯახის შესანარჩუნებლად, მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. ხორბლის ენერგეტიკა აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, მარტოობის დაძლევასა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვაში.

скачать dle 11.3