კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აღიარებდა თინი გალდავა ნიკა ჩხაიძის სიყვარულს დიდი ხნის განმავლობაში და როგორ ჩავარდა ის ქორწილის წინ პანიკაში

ცოტა ხნის წინ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი თინი გალდავა და „ტიფლისის“ მსახიობი, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილი ნიკა ჩხაიძე, დაქორწინდნენ. ოთხწლიანი სიყვარულის შემდეგ, ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს, არაჩვეულებრივი თაფლობის თვეც მოიწყვეს და ერთობლივ ცხოვრებას დამოუკიდებლად შეუდგნენ.
თინი: მე და ნიკამ ერთმანეთი ექვსი წლის წინ, თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით, სადაც ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. პირველი ორი წელი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და მერე ჩვენი ურთიერთობა თანდათან გადაიზარდა სიყვარულში.
ნიკა: მეორე კურსის ბოლოს უკვე მივხვდი, რომ მხოლოდ მეგობრობა არ მაკავშირებდა თინისთან. ჩვენი რეპეტიციები 12 საათი გრძელდებოდა ხოლმე და ამის გამო ყველა წუწუნებდა. მე კი ყოველთვის მიხაროდა იქ ყოფნა და ამის ნამდვილ მიზეზს მაშინ მივხვდი, როცა ერთხელ თინი არ მოვიდა – უმისოდ მეც ძალიან მოვიწყინე და მაშინ გავიაზრე, რის გამოც მიხაროდა და არ მწყინდებოდა იქ ყოფნა (იცინის). 
თინი: ამას რომ მოვწონდი, ეგ უკვე ვიცოდი. მეგობრები მეუბნებოდნენ: გამოტყდი, რომ შენც მოგწონსო, მაგრამ მე სასტიკ უარზე ვიყავი – რას ამბობთ, ჩემი მეგობარია-მეთქი. თუმცა, ცოტა ხანში მეც გამოვტყდი (იცინის).
ნიკა: ერთხელ, მეგობრების წრეში რომ ვიყავით (მაშინ თინი ჯერ არ აღიარებდა, რომ თვითონაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ), ძმაკაცმა სპეციალურად დაიწყო ლაპარაკი ამ თემაზე: ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა ვის გაუგიაო და, თინიმ – რას ამბობთ, მე და ნიკა მეგობრები ვართ, შანსი არ არის, მასთან დაკავშირებით სხვა რამეზე ვიფიქროო და მე გავგიჟდი (იცინის). მერე თანდათან ისეთი გარემო შევქმენი, რომ, სადაც ნიკა იყო, იქ იყო თინიც. ჩემს სამეგობროში დამყავდა და თინი და ნიკა უკვე ერთად მოიაზრებოდნენ. სიყვარულის ახსნა და მსგავსი მომენტები არ გვქონია, შეყვარებულებიც თავისთავად გავხდით – ვხვდებოდით, რომ ასე უნდა მომხდარიყო. თინის ვუთხარი, სხვანაირად არ გამოვა-მეთქი და, უკვე მეოთხე წელიწადია, ერთად მოვდივართ.
– დაქორწინება როდის გადაწყვიტეთ?
– დაქორწინება დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ და შესაფერის მომენტს ველოდით. ჯერ ჩვენ-ჩვენს მშობლებს ვუთხარით და შემდეგ მამაოსთან მივედი (თინის მამასთან – ავტორი), რომელსაც უკვე კარგად ვიცნობდი. საერთოდ, მანამდე ერთმანეთის ოჯახის წევრებს კარგად ვიცნობდით და არაჩვეულებრივი ურთიერთობებიც გვქონდა. ტრადიციისამებრ დავინიშნეთ და დავიწყეთ ქორწილისთვის მზადება. ქორწილი რომ მოახლოვდა, თინიმ წინასწარ გამაფრთხილა, ყურადღებას ნუ მომაქცევ, პანიკაში ვარო – თურმე, გოგოს რამდენი საზრუნავი ჰქონია, სულ აქეთ-იქით დარბოდა (იცინის).
თინი: მართლა, საშინელ პანიკაში ვიყავი და ყველაფერი ნერვებზე მოქმედებდა. ჩემს ქორწილამდე მეგობარი გათხოვდა, ძმამ ცოლი მოიყვანა და, მათ ნერვიულობას რომ ვუყურებდი, მიზეზს ვერ ვიგებდი. მეუბნებნებოდნენ, შენც ასე დაგემართება და თავი ხელში აიყვანეო. მართლაც, ქორწილი რომ მოახლოვდა და გულმა დამიწყო ფეთქვა, მგონი, სანამ ყველაფერმა არ ჩაიარა, მანამდე არ დავწყნარებულვარ (იცინის). კაბასთან დაკავშირებით ძალიან გამიმართლა. არაჩვეულებრივ დიზაინერთან, ქეთი კალანდაძესთან მივედი და მისი შეკერილი კაბა ძალიან მომეწონა. ქორწილმაც საოცრად კარგად ჩაიარა. ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა და მინდოდა. ჯვარი მამამ დაგვწერა, რაც ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო – ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ჩემთვის და ნიკასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა ეს იყო. მინდა, ყველა პატარძალსა და სიძეს ვუთხრა, რომ ჯვირსწერის დროს განსაკუთრებით ყურადღებით მოუსმინონ მოძღვრის სიტყვებს. როგორც წესი, სტუმრებზე და ფოტოებზე არიან ხოლმე გადართულები და ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არადა, ყველაზე მთავარი სწორედ ესაა.
ნიკა: მამაომაც გვითხრა: ყურადღებით მოისმინეთ, სხვა რამეებზე ნუ გადაერთვებითო. ჩვენც გულით მოვუსმინეთ და, იმედია, ყველაფერს ისე შევასრულებთ, როგორც მან გვითხრა.
– თაფლობის თვე სად გაატარეთ?
თინი: თაფლობის თვის გასატარებლად ამსტერდამში წავედით და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. როგორც კი ჩავედით, მეორე დღესვე ქურთუკები ვიყიდეთ. რატომღაც, ყველაფერი ხაკისფერი გვეცვა – დიდი ქურთუკებიც და ბათინკებიც. თმა ორივეს შავი გვაქვს, ნიკას წვერი და ხალხს პაკისტანელები ვეგონეთ. მხოლოდ იარაღი გვაკლდა ხელში (იცინის). თუმცა, სანამ ამსტერდამში ჩავიდოდით, სტამბულში ჩავრჩით ერთი დღით, რადგან შტორმი იყო და იქ კიდევ საოცარი თავგადასავლები გადაგვხდა (იცინის). ბოლოს, როგორც იქნა, ჩავაღწიეთ ამსტერდამში და ჩვენს სასტუმროში მივედით. წინასწარ ძალიან მაგარი სასტუმრო დავჯავშნეთ. თან, იცოდნენ, რომ თაფლობის თვე გვქონდა, თურქეთში შტორმის გამო ჩავრჩით და განსაკუთრებულად გველოდნენ. მაგრამ, დაქანცულები, გაბუძგნილი და გაგიჟებულები რომ შევედით, წარმოდგენა შეეცვალათ. ისე გველაპარაკებოდნენ, აშკარად ფიქრობდნენ – ვაი, თქვე საწყლებოო (იცინის). რაც ყველაზე მთავარია, ნიკამ „კარტა“ მიაწოდა თანხის გადასახდელად და, აღმოჩნდა, რომ მას 2015 წლის ივლისში გასვლია ვადა. არადა, ამ ბარათით ვიყავით წასულები. 
ნიკა: სამოგზაუროდ ქორწილის მეორე დღეს წავედით. ხომ იცით, ქალებს რამდენი დრო სჭირდებათ მოსამზადებლად. მე უცებ ჩავყარე ჩემი ნივთები, მამაჩემმა მითხრა, სადაც იდო „გოლდ ბარათი“, მივედი, დავინახე და უცებ ჩავდე. რა ვიცოდი, ასეთი ბარათი ორი ცალი თუ იყო და ერთს ვადა ჰქონდა გასული. რომელიც ხელში მომხვდა, ის ავიღე და წავიღე (იცინის). არადა, სასტუმრომდე რომ მივაღწიეთ, ერთი სული მქონდა, ნომერში როდის შეგვიშვებდნენ, რომ დაძინება მღირსებოდა. ჰოდა, რომ მგონია, ახლა შეგვიშვებენ-მეთქი, ესენი გვეუბნებიან, ვადა აქვს ბარათს გასულიო (იცინის). კიდევ კარგი, ფულიც გვქონდა  წაღებული და მერე გამოგვიგზავნეს კიდეც. 
თინი: ასე ძალიან იმიტომ ეძინებოდა, რომ თვითმფრინავში მე არ ვაძინებდი. რამდენჯერაც ჩათვლიმა, იმდენჯერ გავაღვიძე, რადგან ფრენის შიში მაქვს.
ნიკა: თვითმფრინავში რომ დავსხედით, როგორც იქნა, გავითიშე, უკვე სიზმარს ვხედავ და უცებ მესმის კივილი: „ნიკააა, გაიღვიძეე!” – მგონია, ვსიო, ვვარდებით.თინის ვეკითხები, რა ხდება-მეთქი და – არ დაიძინო, მეშინიაო (იცინის).
– ამსტერდამი მოგეწონათ?
თინი: ნიკას აღმოაჩნდა საოცარი ორიენტაცია. ვეუბნებოდი: ნიკა, აქეთაა ის, სადაც მივდივართ-მეთქი და მაინც მეორე მხარეს მივყავდი. ბოლოში რომ გავიდოდით, მერე აღმოვაჩენდით, რომ თურმე სხვა მხარეს უნდა წავსულიყავით და უკან ვბრუნდებოდით. სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ყველაფერი დაკეტილი გვხვდებოდა. ერთი კვირა დაგვჭირდა იმის გასაგებად, სად რა იყო და ბოლო ერთ დღეში დავათვალიერეთ ყველაფერი (იცინის). თუმცა, მართლა საოცარი დრო გავატარეთ და არ გვეყო, კიდევ გვინდა წასვლა.
– დაბრუნების შემდეგ ოჯახური ცხოვრება როგორი აღმოჩნდა?
– ცალკე გადავედით საცხოვრებლად და ვალენტინობა დღეს პირველად მოვუმზადე საჭმელი ნიკას. ძალიან გემრიელი ბოსტნეულის სუპი გავაკეთე, მაგრამ, ნიკა რომ დავსვი – მოემზადე, უნდა გაგასინჯო-მეთქი, უცებ გამახსენდა, რომ სახლში თეფშები არ გვქონდა (იცინის).
ნიკა: მეც მაშინვე ჩავედი, „ანაკომის“ სუპები ამოვიტანე, ის გადავყარეთ და მის ჭურჭელში თინის მომზადებული სუპი დავისხით (იცინის). ცალკე ოჯახური ცხოვრება ძალიან მაგარი აღმოჩნდა. ჯერჯერობით დალაგების პროცესში ვართ და ნელ-ნელა ყველაფერს მოვაწესრიგებთ.
– ნიკა, შენი ოჯახის შესახებ მოგვიყევი, რომელსაც ალბათ, ყველა იცნობს.
– ჩემი ბაბუაა ჯემალ ჭკუასელი, დედა – ეკა ჭკუასელი, მოცეკვავე და ახლა უკვე ქორეოგრაფი; მამაჩემი ვანო ჩხაიძე – მომღერალია, ბიძაჩემი – შერმადინ ჭკუასელი – მომღერალთა ლოტბარი. ბიძაშვილებიც ცეკვავენ. მეც ამ გარემოში გავიზარდე და ბავშვობიდან ვუკრავ. დოლზე ვგიჟდები, ისე მიყვარს. ცეკვაზეც შემიყვანეს, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ჩემგან მოცეკვავე არ დადგებოდა. ქორწილშიც მხოლოდ „ქართული” ვიცეკვეთ მე და თინიმ.
თინი: ქორწილში ყველაზე მაგარი სიურპრიზი გამიკეთა: ჯერ მონოლოგი წაიკითხა  ჩვენს სიყვარულზე და მერე მიმღერა. ზოგადად, თავისი გრძნობების აფიშირება არ სჩვევია, ამიტომ ეს ჩეთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო.
ნიკა: არ მიყვარს თქმა – ამას და იმას ვიზამ-მეთქი, მირჩევნია, საყვარელ ადამიანს საქციელით ვაგრძნობინო ჩემი დამოკიდებულება. მაგრამ ზოგჯერ გულწრფელ გრძნობებს ამოხეთქვის საშუალება უნდა მისცე, ოღონდ, ხანდახან, რომ არ გააუფასურო. ქორწილში პატარა სპექტაკლივით მოვაწყვე, რომლის მთავარ როლებშიც მე და თინი ვიყავით და მერე სიმღერაც ვუმღერე. 
– ვალენტინობის დღეს რა საჩუქარი გაუკეთე?
თინი: ვალენტინობაზე ზუსტად ისეთი თმის უთო მაჩუქა, როგორითაც ყოველ დილით ვისწორებ თმას. გავგიჟდი და გამოვუტანე ჩემი უთო – შეხედე, კიდევ ასეთი რად მინოდა-მეთქი? (იცინიან).
ნიკა: თურმე, დასახვევი უნდოდა (იცინის). გულით გავუკეთე საჩუქარი და, ვიფიქრე, რომ გაუხარდებოდა, მაგრამ პანიკა ატეხა (იცინის). მერე წავედი, თმის დასახვევი მოვუტანე და მაინც გავახარე.

скачать dle 11.3