კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „დააბოლა“ ცნობილი ქართველი ხელოვანი ქალბატონი შვილიშვილმა

იმ რაიონში, რომლის მილიციაშიც მე ვმუშაობდი, მრავალი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა. ეს ისტორია, რომელიც ძალიან ცნობილ და პატივცემულ ქართველ ხელოვან (პროფესიას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ) ქალბატონს შეემთხვა, გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს მოხდა. ცნობილ ქალბატონს პირობითად ანიკო ვუწოდოთ.
ზაფხულის ერთ ცხელ დილას, მილიციაში ძალიან ცნობილმა ქართველმა მსახიობმა დარეკა და აღშფოთებულმა თავისი ყველასთვის ნაცნობი ხმით გვამცნო:
– ჩქარა, ჩქარა მოდით და გვიშველეთ, ანიკო გაგიჟდა!..
ხშირად გვირეკავდნენ ხოლმე უსაქმურები და გვატყუებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ტყუილი გამორიცხული იყო, რადგან იმ მსახიობის სპეციფიკური ხმის ტემბრს, ვერავინ მიბაძავდა. ამიტომ, ცნობილ მისამართზე გავედით. მივედით და რას ვხედავთ – ღამის პერანგისამარა ქალბატონი ანიკო მეხუთე სართულის აივნის სქელ, ქვის მოაჯირზე ზის. შიშველი ფეხები გარეთ აქვს გაყოფილი. გვერდით, წყლით სავსე გრაფინი უდევს. ოთხი თითი პირში ჩაუდევს და გამაყრუებლად უსტვენს... დროგამოშვებით კი გრაფინს მოიყუდებს, წყალს სვამს და სტვენას აგრძელებს. ეზოში მთელი იმდროინდელი ქართული ბომონდია შეკრებილი და ერთხმად ევედრებიან, მოაჯირს მოშორდეს. ის კი თავისას არ იშლის და აგრძელებს სტვენას. ანიკოს ბინას რკინის კარი ჰქონდა და მას ვერ შევამტვრევდით. სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანები რომ მოვიდნენ, ანიკომ ხმა ამოიღო და გადმოხტომით დაიმუქრა, თუ მის კიბით ჩამოხსნას შეეცდებოდნენ. თავად კი სტვენა განაგრძო... ისევ ჩვენ ვიყოჩაღეთ. ერთ-ერთი ჩვენი ოპერი მეექვსე სართულიდან ჩაძვრა ანიკოს ბინაში. ფეხაკრეფით მიუახლოვდა მას და მოაჯირიდან „მოხსნა“... ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. აბობოქრებული ანიკო ექიმებმა ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს, მეორე დილით კი, საღსალამათი გამოწერეს და ქალბატონი ანიკო სამსახურში დაბრუნდა.
ქალბატონი ანიკოს სიშმაგის საიდუმლო ის გახლდათ, რომ პაპიროსის მწეველმა ქალმატონმა, რომელიც იმ დილით მარტო იყო სახლში, ახალგამოღვიძებულზე, ტრადიციულად, ყავა მოიდუღა და პაპიროსი მოისაკლისა. ძებნა დაუწყო. შვილიშვილის მაგიდის უჯრაში იპოვა და გააბოლა... პაპიროსი „ყაზბეგის“ ღერში კი ცნობილი გუდაუთური „პლანი“ იყო „შეკეთებული“, რომელიც ცნობილმა ქალბატონმა ბოლომდე „ჩაკლა“ ... შემდეგ რაც დაემართა, უკვე მოგიყევით...
ჯემალ ნინიძის მონათხრობის მიხედვით

скачать dle 11.3