ნიკა გრიგოლიას ანეკდოტები
შაქრუა ამთქნარებს. ცოლი ეხვეწება:
– შაქროვ, პირი მაინც ღია გაქ და, ჩვენს სანდრიკაი დაუძახე, პური წამაიღოს.
***
ტიპი დიდხანს მისდევს ქუჩაში ქალს. ნაბიჯს აუჩქარა, ბოლოს და ბოლოს, გადაასწრო, სახეში შემოხედა და ჩუმად ჩაიბურტყუნა:
– აფსუს, რა უკანალს აფუჭებს!..
***
ქმარი გვიან ბრუნდება სახლში და კართან მისულმა ცოლის კივილი გაიგონა. შევარდა ოთახში და თვალი მოჰკრა, როგორ ისკუპა უცხო კაცმა ფანჯრიდან.
– რა მოხდა?
– ორჯერ გამაუპატიურა.
– რას ჰქვია, ორჯერ, ხმა ვერ ამოიღე?!
– პირველად რომ მაუპატიურებდა, შენ მეგონე და გავჩუმდი, მაგრამ, მეორედაც რომ მომიბრუნდა, მაშინ დავეჭვდი – შენ ამის გამკეთებელი არ იყავი.
***
– შვილო ჩემო, ბევრი გისვამს ცხოვრებაში? ბევრ ქალთან გიმრუშია?
– მამაო, მე ცოდვების შესანდობად მევედი, თვარა, სატრაბახოდ კი არა...
***
სახლში დაბრუნებული ქმარი ცოლს უახლოეს ძმაკაცთან დაწოლილს მიუსწრებს, აიღებს პისტოლეტს და ძმაკაცს მოკლავს. ცოლი საწოლიდან ნაზად წამოდგება და ეუბნება:
– შენ თუ ასე განაგრძე, მალე მეგობრების გარეშე დარჩები.
***
მაგრად დაბოლილი გურული გამვლელს აჩერებს:
– ბიძაჩემო, შენს გახარებას, მითხარი, დღეს ოთხშაბათია?
– არა, კვირაა.
– აა, იასნია, გუშინ იყო ოთხშაბათი, არა?
– არა, გუშინ შაბათი იყო.
– აბა, ხვალაა ოთხშაბათი?
– ხვალ ორშაბათია.
– აუ, ჩემი! მითხარი, ბიძია, ოთხშაბათი ამეიღენ ხმარებიდან?!
***
თვითმფრინავი ჰაერში აყირავდა და ისე განაგრძო ფრენა. სალონში პანიკაა.
– დარწყნარდით, დაწყნარდით, – ამშვიდებს მგზავრებს სტიუარდესა, – პილოტს გრიპი აქვს, ცხვირში „სანორინს” ჩაიწვეთებს და გასწორდება.
***
ბებომ ქალაქში ბაზარი მოიარა, ქმარს ახალი კალოშები უყიდა და იქვე აფთიაქში სთხოვა – იქნებ რამე ყუთი გქონდეთ, ხელით რომ არ ვატაროო. პრეზერვატივების ცარიელი კოლოფი ჰქონდათ და მისცეს. ჩაჯდა ბებო ავტობუსში. მის პირდაპირ ახალგაზრდა ტიპი ზის, ხედავს, მოხუცს კალთაში კოლოფი უდევს და აწერია: „პრეზერვატივები 1 000 ცალი”. გახედა ბებოს:
– ვისთვის მიგაქვს, ბებო?
– როგორ ვისთვისა, ჩემს ქმარს ვუყიდე.
– მერე, დიდხანს ეყოფა?
– ეე, შვილო, იგეთი უხეშად ხმარება იცის, რომა, კარგი იქნება, ერთ სამ თვეს თუ ეყო.
***
ჭიჭიკია ისეთი მშიერი იყო, ქუჩაში შიშველი გავარდა, სირცხვილს მაინც ვჭამო.