ბრძნული აზრები
ერგინი: ევროპელთა გასაკვირად, რუსებმა აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი. მე ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობაში ნავთობი და გაზი ნელ-ნელა ჩაანაცვლებდნენ მარქსსა და ენგელსს.
ტოლსტოი: ახალგაზრდობა გავიდა, ახლა შრომის დროა!
აინშტაინი: ყველაზე დიდი სისულელეა – ერთი და იგივე აკეთო და განსხვავებულ შედეგს ელოდე.
პლატონი: ჭკვიანი კაცი თავს ინუგეშებს იმით, რომ ცნობს მომხდარი ამბის გარდაუვალობას; ბრიყვი კი იმით, რომ სხვებსაც დაემართათ ის, რაც მას შეემთხვა.
არისტოტელე: სულელები ცხოვრობენ იმისთვის, რომ იკვებონ. ჭკვიანები კი იკვებებიან იმისთვის, რომ იცხოვრონ.
შილერი: ჭეშმარიტებას სულ არ აწუხებს, ვინმე მას თუ არ აღიარებს.
ვოლტერი: რაც უფრო მეტს კითხულობთ, მით უფრო რწმუნდებით, რომ ბევრი იცით და რაც უფრო მეტს ფიქრობთ კითხვის დროს, მით უფრო აშკარად ხედავთ, რომ ჯერ კიდევ ცოტა იცით.
გრამში: კომერციული ლიტერატურა ხალხისთვის ოპიუმის მსგავსი ნარკოტიკია.
ბეკონი: კეთილდღეობა გამოავლენს შენს მანკიერ მხარეებს, გაჭირვება – სათნოებას.
ოთარ ჭილაძე: ბედნიერი რომ იყო, აუცილებლად სულელიც უნდა იყო.
ლაროშფუკო: ჭკვიანმა იცის, რომ უკეთესია, ახლავე აუკრძალოს საკუთარ თავს გატაცება, ვიდრე შემდგომში ებრძოლოს მას.
ციცერონი: ძალზე ღრმაა სიბრიყვის ფესვები.
გოეთე: ვერავინ მგვრის შიშს ისე ძლიერ, როგორც სულელი, რომელიც შეპყრობილია ჭკვიანად გახდომის სურვილით.
ჩესტერფილდი: სიმართლისმოყვარეა თუ არა ადამიანი, ვმსჯელობ იმის მიხედვით, თუ რამდენად განათლებულია ის.
რერიხი: სიხარულის უნარი განსაკუთრებული სიბრძნეა.
ნიცშე: ჩვენ ცოტა ვიცით და ცუდად ვსწავლობთ, ამიტომაც ვიტყუებით.
კერკერგორი: სრულყოფილი სიყვარული იმ ადამიანის შეყვარებაა, რომელმაც უბედურად გადაგვაქცია.
სტენდალი: სიყვარულს რომ სძლიო, ერთადერთი გზა, გაქცევაა.
ლაოძი: მართალი სიტყვები ყოველთვის არაა სასიამოვნო და სასიამოვნო სიტყვები ყოველთვის არაა მართალი.
ეზოპე: ნათქვამი საკმარისია ჭკვიანისთვის.
დემოკრიტე: საქმის არსი ცოდნის სრულყოფაში კი არ არის, არამედ გონებრივ სისრულეშია.
გიტრი: თუ ქალი და მამაკაცი ასაკით ტოლები არიან, ქალი ყოველთვის უფროსად გამოიყურება, რადგან მასზე ათი წლით მეტი იცის.