კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი პარტნიორი გსურთ საოჯახო ურთიერთობისთვის?

ქორწინება სერიოზული საკითხია და გონივრულ მიდგომას მოითხოვს. კარგად დაფიქრდით: როგორი გინდათ, იყოს თქვენი კავშირი პარტნიორთან, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები? გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებზე:
1. თქვენი მშობლების ქორწინება ჰგავს:
ა) იდეალურ პარტნიორობას. მტრედებივით ღუღუნებენ;
ბ) „თავისუფლების ქარტიას“;
გ) აფეთქებულ ვულკანს – მუდმივი ექსტრიმია.
2. სამუშაოდან დაბრუნებული მეუღლეები ვალდებულები არიან:
ა) ერთად მიხედონ საქმეს და მერე უყურონ ტელევიზორს;
ბ) მოიფიქრონ, მხიარულად როგორ გაატარონ საღამო;
გ) ხელი შეუწყონ ერთმანეთს დასვენებაში. 
3. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა აახლოებს ადამიანებს?
ა) ყოველდღიურობა;
ბ) საერთო ინტერესები;
გ) სექსი.
4. მიგაჩნიათ, რომ ოჯახური ცხოვრება აგებული უნდა იყოს:
ა) სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე;
ბ) ნდობასა და თავისუფლებაზე;
გ) შვილებზე ზრუნვაზე.
5. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ქორწინებაში...
ა) სიყვარული მოსპობს ყველა ბარიერს;
ბ) ვიცხოვრებთ ვალდებულებების გარეშე;
გ) ჩვენი ურთიერთობა ემოციებისა და გრძნობების ვულკანი იქნება.
ნახეთ შედეგები
როცა პასუხების უმეტესობა არის „ა“ ვერსია: თქვენთვის ქორწინება მხოლოდ ტრადიციული შეიძლება იყოს, სხვანაირად ვერ წარმოგიდგენიათ. დარწმუნებული ხართ, რომ ოჯახში მამაკაცი უნდა იყოს დომინანტი  – მონადირე და შემომტანი; ცოლმა კი უნდა უერთგულოს, მოუაროს და დაამშვიდოს ის. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ოჯახში ცოტა თანასწორობაც მნიშვნელოვანია.
პასუხების უმრავლესობაა ვერსია „ბ“: არ ხართ მომხრე სტერეოტიპული წარმოდგენისა, რომ ქორწინება არის სამუდამო. მეუღლე თქვენთვის უნდა იყოს მეგობარი და საიმედო პარტნიორი, რომელსაც ყველაფერში დაეყრდნობით. ოჯახში თავს მშვიდად და თავისუფლად უნდა გრძნობდეთ  და ამისათვის ყველაფერს გააკეთებთ – აპატიებთ კიდეც მეუღლეს და მისცემთ შანსს!
თუ პასუხების უმრავლესობა არის „გ“ ვერსია: ფიქრობთ, რომ ოჯახური რუტინა თქვენთვის არ არის. დარწმუნებული ხართ, რომ ქორწინება კლავს ვნებასა და ურთიერთლტოლვას. ამიტომ პარტნიორთან მხოლოდ იმ შემთხვევაში იცხოვრებთ ხანგრძლივად, თუკი არ შეგეზღუდებათ თავისუფლება და არ დაგეკისრებათ ვალდებულებები.

скачать dle 11.3