კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირი ატომური კატასტროფისგან

ოფიციალური დასავლური ისტორიოგრაფიის მტკიცების მიუხედავად, რომ თითქოს ბერია მონსტრი, კაციჭამია და ჩამორჩენილი, ლამის გონებაშეზღუდული ადამიანი იყო, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ბოლო დროის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მარშალი ბერია ნათელი გონების, მტკიცე ნებისყოფისა და არც ისე უზნეო და გარყვნილი ადამიანი იყო, როგორც მისი წარმოჩინება სურთ. ისტორიკოსი ანატოლი გუდკოვი წერს: „საბჭოთა ისტორიაში ოდნავ გათვითცნობიერებული ადამიანიც კი ადვილად მიხვდება: მთელი დასავლური ანტიბერიული კომპანია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ წარმოებს, რომ ბერიას პიროვნება დააკნინონ ფანტასტიკური ტყუილებით, ბერიას დაკნინებით კი დააკნინონ საბჭოთა წყობა, რომელიც, რა თქმა უნდა, იდეალური არ ყოფილა, მაგრამ, არც ისეთი საზიზღარი იყო, როგორც ამას ამერიკელები წარმოაჩენდნენ. ბერია, სტალინთან ერთად, საბჭოეთის ბურჯი იყო და, ჯერ სტალინი გარდაიცვალა და ქვეყანას ერთი საყრდენი გამოეცალა, შემდეგ ბერიაც მოკლეს და ქვეყანა თავზე დაგვემხო... ლავრენტი ბერიას დასავლეთი, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატები, დღემდე არ პატიობს ატომური მონოპოლიის დარღვევას, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ბერიას გარეშე საბჭოთა ატომური ბომბი დღის სინათლეს ვერ იხილავდა. ბერიას სახელთანაა დაკავშირებული ერთი ისტორია, რომელიც საიდუმლო საბჭოთა არქივებში იყო დაცული თითქმის სამოცი წელიწადი და ახლახან გახდა ცნობილი. ეს ისტორია ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ბერიამ უკან დაახევინა უზარმაზარ ამერიკულ სამხედრო მანქანას, რომელიც მზად იყო, ატომურ ცეცხლში გაეხვია საბჭოთა კავშირი.
1950 წელს საბჭოთა კავშირს, მართალია, უკვე გააჩნდა ატომური ტექნოლოგიები, მაგრამ, ამერიკელებისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე ბომბი ჰქონდათ და ატომურ ომში შეერთებულ შტატებს იმ მომენტში ვერ აჯობებდნენ. ამასობაში, ბერიას პირადმა ამერიკელმა რეზიდენტმა 1950 წლის 26 თებერვალს შოკის მომგვრელი ინფორმაცია მიაწოდა, რომ ამერიკელები ორი თვის შემდეგ, ანუ 1950 წლის 1 მაისს, ორმოცდაათი საბჭოთა ქალაქის ერთდროულ ატომურ ბომბარდირებას აპირებდნენ. ბერიამ მშვენივრად იცოდა იმ პერიოდის საბჭოთა ატომური შესაძლებლობები. საბჭოეთს ჯერ არ გააჩნდა საპასუხო ატომური დარტყმის მიყენების საკმაო რესურსები, ამიტომ, თუ შეერთებულ შტატებს ვერ შეაჩერებდა, ისინი საბჭოეთს გაანადგურებდნენ. ამ ინფორმაციით ბერია სტალინთან მივიდა. ყოველთვის აუღელვებელმა საბჭოთა ბელადმა ყველაფერი რომ გაიაზრა, სახეზე აღელვება დაეტყო და ბერიას ჰკითხა:
– როგორ ფიქრობთ, ამერიკელები ბლეფს ხომ არ მიმართავენ, რომ რამე დათმობაზე წაგვიყვანონ და მერე მართლა დაგვარტყამენ?
– თავიანთი პოლიტიკიდან გამომდინარე, ისინი ვალდებულები არიან, რომ დაგვარტყან, რადგან, კარგად იციან ჩვენი ამჟამინდელი შესაძლებლობები და, ისიც იციან, უახლოეს მომავალში ეს შანსი აღარ ექნებათ, – მტკიცედ და თავდაჯერებულად მიუგო სტალინს ბერიამ.
– რა ვქნათ? – იკითხა სტალინმა და ლავრენტი პავლოვიჩს თვალი თვალში გაუყარა.
ბერია რის ბერია იყო, რომ სრულყოფილი პასუხი არ ჰქონოდა. ის ყოველთვის მრავალმხრივ მომზადებული უკეთებდა ბელადს მოხსენებას და უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ძალიან სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო. გეგმაც მზად მაქვს და წარმოგიდგენთ.
სტალინმა ბერიას ანიშნა – თქვიო და ბერიამ ბელადს მიუგო:
– გეგმას „რადიაცია“ ეწოდება. ძალიან მარტივია და ეფექტური. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ამით თუ შევაჩერებთ შტატებს. უნდა დავშალოთ ჩვენს ხელთ არსებული ატომური ბომბები, შემდეგ კი მცირე ზომის ბომბები დავამზადოთ, რომლებსაც პატარა ჩემოდნებში მოვათავსებთ და ეს იარაღი შტატების ტერიტორიაზე უნდა შევიტანოთ სპეციალურად მომზადებული ადამიანების მეშვეობით. სულ ორმოცდათხუთმეტი მცირე ბომბი გამოგვივა და, თუკი ამერიკა ყურად არ იღებს ჩვენს გაფრთხილებას, ავამოქმედოთ ისინი, რაც შტატებს არანაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე დაბომბვა. თუმცა, არა მგონია, რომ როდესაც ამერიკელები შეიტყობენ მათ ტერიტორიაზე შეტანილი ატომური საფრთხის შესახებ, ჩვენი დაბომბვა განიზრახონ.
ბერიას სიტყვებმა სტალინი, ცოტა არ იყოს, დააბნია და, გაოცებულმა, „შენობით” მიმართა მარშალს:
– შენ მთავაზობ, რომ ჩვენს შეიარაღებაში არსებული ოთხი ბომბისგან მცირე ბომბები დავამზადოთ, ამერიკაში გადავიტანოთ მათ შესაშინებლად და, ფაქტობრივად, დაუცველი დავტოვოთ ქვეყანა?
– სხვა გზა არ გვაქვს, ამხანაგო სტალინ. ოთხი ბომბით თავს ვერ დავიცავთ. ჩემ მიერ შემოთავაზებული გეგმა კი ამ სიტუაციაში ქვეყნის ერთადერთი ხსნაა, – მტკიცედ მიუგო ბელადს ბერიამ და დაამატა: – როდესაც ჩვენი ბომბები ადგილზე იქნება, მათი მთავრობა ამის შესახებ შეიტყობს და დაფაცურდება. ხოლო, როცა დარწმუნდებიან ჩვენი სიტყვების სისწორესა და განზრახვების სიმტკიცეში, ხელს აიღებენ თავიანთ გეგმაზე.
– ბომბიანები რომ დაიჭირონ და შემდეგ განახორციელონ თავიანთი გეგმა? – იკითხა სტალინმა.
– არც კი შეეცდებიან მათ დაკავებას. ამერიკელებს შევატყობინებთ, რომ, ასეთ შემთხვევაში, აფეთქებები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდება და შტატები რადიაციულ კოშმარში გაეხვევა. იმაზე უარეს დღეში ჩავყრით, ვიდრე მათ გაუკეთეს იაპონელებს. ერთი სიტყვით, ამხანაგო სტალინ, შტატები ატომურ ვულკანზე უნდა დავსვათ. ამასობაში, ჩვენი ატომური პოტენციალი გაიზრდება და მათი მიზანთან მიტანის საშუალებებიც გაუმჯობესდება, რაზეც ინტენსიურად მუშაობენ ჩვენი ავიაკონსტრუქტორები. მაქსიმუმ ექვს თვეში ყველაფერი ნორმაში იქნება, მანამდე კი „რადიაციის“ ამოქმედებაა საჭირო, – ბერიამ მოხსენება დაასრულა და გაჩუმდა.
სტალინმა ბერიას მოსაფიქრებლად ოცდაოთხი საათი დაუთქვა. მაგრამ ბერიამ მას კორექტულად და მტკიცედ მიუგო:
– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო სტალინ, მაგრამ დრო არ ითმენს და ჩვენთვის ყოველი წამი ძვირფასია. გთხოვთ, ახლავე გადაწყვიტოთ ეს საკითხი. გარწმუნებთ, რომ ამ ეტაპზე ამერიკული ატომური აგრესიის შესაჩერებლად უკეთესი საშუალება არ არსებობს.
ბერიას დაჟინებამ გაჭრა და სტალინმა მას „რადიაციის“ განხორციელების ნებართვა მისცა. გადაწყდა, რომ იმ მომენტში არსებული ოთხი საბჭოთა ატომური ბომბიდან სამი დაეშალათ მცირე ბომბების დასამზადებლად, რაც საკმაოდ შრომატევადი და არც ისე უსაფრთხო სამუშაო იყო. ბომბები ურალის მთებში საიმედოდ აშენებულ ბუნკერებში იყო მოთავსებული. ბერია პირადად ესწრებოდა და აკონტროლებდა მთელ ამ პროცესს, რის შედეგადაც მან არც თუ მცირე დასხივება მიიღო, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახა...
1950 წლის 10 მარტისთვის კი 48 ცალი ატომურბომბიანი ჩემოდანი და ორ-ორი გამყოლი (სულ 96 სპეციალურად მომზადებული ადამიანი) უკვე მზად იყვნენ. ხოლო 29 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბომბების ჩატანის პროცესი დასრულდა და ისინი 36 შტატში განათავსეს. 30 მარტს კი „ცეერუს“ შეფმა ალენ დალესმა ლავრენტი ბერიას მიერ ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომელშიც ოპერაცია „რადიაცია“ იყო აღწერილი, ბოლოს კი ეწერა მოთხოვნა, რომ შეერთებულ შტატებს ხელი აეღო საბჭოთა კავშირის ატომურ დაბომბვაზე.  თავდაპირველად ეს წერილი საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ. თუმცა, როდესაც ამერიკული დაზვერვა სიმართლეში დარწმუნდა, „თეთრი სახლი“ პანიკამ მოიცვა და „დროპ შოტი“ (საბჭოთა კავშირის ატომური დაბომბვის კოდური სახელწოდება) შეაჩერეს...
ატომურბომბებიანი ჩემოდნები მხოლოდ 1950 წლის 1 დეკემბერს გამოიტანეს შტატებიდან, მაგრამ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირს უკვე იმდენი ბომბი და მათი მიტანის საშუალებები ჰქონდა (რაც აგრეთვე ბერიას დამსახურება იყო), რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ვეღარ განახორციელებდა საბჭოეთზე ატომურ მუქარას...
იმ დღიდან ლავრენტი ბერია ამერიკის შეერთებული შტატების ნომერ პირველი სამიზნე გახდა.“

скачать dle 11.3