კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ იცვლება სახლის კურთხევისას ოჯახში არაფერი და ვინ არიან მოდას აყოლილი ქრისტიანები

ადამიანებს ხშირად უჩნდებათ სურვილი – იხილონ, დაინახონ ღმერთი. სახარებაში იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი არავინ სადა  იხილა. და ვერც იხილავს მას ვერავინ“ – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 –  სახარებაში არის თავი, სადაც ზაქეს უჩნდება სურვილი, იხილოს იესო ქრისტე. ტანმორჩილი ზაქე ადის ხეზე და იქიდან ცდილობს, დაინახოს მაცხოვარი. ღმერთი გულთამხილველია და ის ასეთ სიტყვებს ეუბნება ზაქეს: „ზაქე, ისწრაფე და გარდამოხვედ”, ანუ – „ზაქე ჩქარა ჩამოდი ხიდან”. ამას მაცხოვარი მხოლოდ ზაქეს კი არ ეუბნება, არამედ ჩვენც, რადგან ჩვენ ყველანი ამპარტავნების ხეზე ვართ ასულები და იქიდან გვინდა, დავინახოთ მოყვასი და ქრისტე. ქრისტე კი პირიქით გვეუბნება: თუ გინდა, რომ დამინახო, დაბლა ჩამოდი, ჩემთან ახლოს მოდი, რომ შენთან შემოვიდე და ნუ მიყურებ ზემოდანო. ზაქესთან, რომელიც ცოდვებში, მძიმე მდგომარეობაში იყო, მიდის მაცხოვარი და ზაქე იწყებს ქმედებას. ასე რომ, უნდა ჩამოვიდეთ ჩვენ მიერ დარგული ამპარტავნების ხიდან, რომელიც უამრავი ცოდვით არის ამოსული. თუმცა, ერთია, დაბლა ჩამოხვიდე და, მეორე – მოვიდეს შენთან ქრისტე და მოხდეს შენი მოქცევა, გამოხსნა. აქვე მინდა ერთი პარალელი გავავლო: მაცხოვარი შედის სვიმონ ფარისეველთანაც. ცოდვილი დედაკაცი მივა და ნელსაცხებელს სცხებს, მაგრამ არ ხდება სვიმონის მოქცევა და გადარჩენა, რადგან სვიმონ მოშურნე იყო, ბევრი ჩვენგანის მსგავსი, მოდას აყოლილი: მოვიყვანე ჩემთან ვიღაც ქრისტე, რომ მერე ვთქვა: „ქრისტე მყავდა გუშინ სახლში” – და მასში არაფერი იცვლება. ეს სახარება იკითხება სახლის კურთხევის დროს. რამდენი სახლი იკურთხება, მაგრამ იქ არაფერი იცვლება. ხშირად ამას ხომ იმისთვის ვაკეთებთ, რას იტყვის მოძღვარი, რას იტყვის ხალხი: „სახლი არ გაქვს ნაკურთხი?”. როდესაც სახლი იკურთხება, ქრისტე შედის იმ სახლში და სულიწმიდა იმკვიდრებს; ხდება იმ სახლის გამოხსნა, საკუთარ ცხოვრებას ცვლიან. როდესაც მაცხოვარი შედის ზაქესთან სახლში, ის ოთხმაგად გასცემს – ეს არის ქმედება, რომელიც ძალიან შორს არის ჩვენგან. სვიმონის მსგავსად, სახლის კურთხევის დროს ბევრი ოჯახი ცხოვრების ჩვეულ წესს განაგრძობს და არ ხდება მათი გამოხსნა. როგორც ზაქეზე, დღესაც ხშირად ამბობენ: „ისეთ ხალხს ვხედავთ ეკლესიაში, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ. რატომ შევიდა ეს მამაო, პატრიარქი, ეპისკოპოსი იმ ადამიანთან და რატომ ლოცავს მას?” ისინიც ხომ შვილები მართლმადიდებლობისა არიან, ძენი აბრაამისანი, მათაც აქვთ მირონი ცხებული და მათი გადარჩენაც შეიძლება. არ არსებობს ადამიანი, რომლის ცხონებაც არ შეიძლებოდეს, რა ეროვნებისა და რომელი  რელიგიის წარმომადგენელიც უნდა იყოს. სანამ ადამიანი გულში არ შეიყვანებს უფალს, ქარის მოტანილს ქარს არ გაატანს, მანამდე მისი გადარჩენა და ცხონება არ მოხდება. მხოლოდ იმის თქმა, რომ მართლმადიდებელი ხარ, ქართველი ხარ, ვერ გადაგარჩენს, თუ არ მოინანიებ, თუ არ შეცვლი ცხოვრების წესს.
– როგორ უნდა დავინახოთ ღმერთი?
– ჩვენ ისეთი ანთებული სანთლები უნდა ვიყოთ, ისეთი მარილი სოფლისა, რომ ჩვენ გარშემო ეს წარმართებმაც დაინახონ. პირველი საუკუნის ქრისტიანებს არაფერი ჰქონდათ განსაკუთრებული, არც განსაკუთრებული ჯვრები ეკიდათ, რათა მიხვედრილიყავი რომ ქრისტიანები იყვნენ. მაგრამ წარმართები მათზე ამბობდნენ: ნახეთ, როგორ უყვართ ერთმანეთიო. როცა რომში ეპიდემია მძვინვარებდა, ოჯახის ჯანმრთელი წევრები ოჯახის კეთროვან წევრებს ქუჩაში ყრიდნენ, ქრისტიანები კი მათ კრძალავდნენ და წესს უგებდნენ. ახლა რომელი წესის აგებაზეა საუბარი? წმიდა მამები ამბობენ: ღმერთი ეჭვიანიაო და ასეც არის. როცა შენ ხედავ, რომ შენი მოძღვარი, ოჯახის წევრი ან ვინმე სხვა ღმერთზე მეტად გიყვარს; რომ მის თვალებზე, მის გარეგნობაზე გიჟდები და მის გარეშე არ შეგიძლია ყოფნა, ვერ ხვდები, რომ ღმერთზე მეტად გიყვარს ისინი. ხშირად ახლად შექმნილი ოჯახებიც მალევე ინგრევა, ადამიანები ისეთი სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს. ეს კი იმის ბრალია, რომ ღმერთი არ გვიყვარს და წინ ისეთ ადამიანებს ვაყენებთ, რომლებიც ჩვენზე ცოდვილები და ან ჩვენსავით ცოდვილები არიან. დღეს სიყვარულით არ ვართ აღჭურვილები, მაგრამ, წავიკითხოთ წმიდა წერილი ხშირად, ვეზიაროთ და, ვიგრძნობთ, როგორ ივსება ჩვენი გული მხურვალებით, მაშინ ჩვენს თავში დავინახავთ იესო ქრისტეს, რომელიც არის სიყვარულის ღმერთი. მსგავსი რამ არცერთ რელიგიაში არ არის, რომ ღმერთი იყოს სიყვარული და სამოთხეში შეიყვანოს ზაქესნაირი პიროვნება, ასევე ავაზაკი, რომელიც მთელი ცხოვრება ავაზაკობდა და ბოლოს შეინანიებს და ღმერთი ეტყვის მას: „დღესვე იქნები ჩემთან ერთად სასუფევლში!” თუმცა, შეიძლება, ეს არც გვითხრას ჩვენ – მათ, ვინც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკლესიაში დავდივართ, ფარისევლები გარეგნულად ვილამაზებთ ჩვენს აურას და შიგნით მტაცებელი მგლები ვართ ბევრი ცოდვით. ჩვენი ყოველი გათენებული დილა უნდა იყოს სიყვარულის დილა; უნდა მოეფეროთ ცოლებს, ქმრებს, შვილებს; ნუ სწყევლით, ნუ აგინებთ. ნუთუ არ არის თქვენს ქმარში, თქვენს ცოლში სიყვარული? მაშინ თქვენ დაანახვეთ და ნუ წუწუნებთ – ასეთი ქმარი, ასეთი ცოლი მყავსო. თავად მიგყავთ თქვენი თავი ამ მდგომარეობამდე. თუ მასში ვერ ხედავ სიყვარულს, შენ აჩვენე მას შენი მაგალითით, მაგრამ მაგას ვერ იზამ, თუ შენში არ იქნება სახარება, ზიარება, სიხარული და სიყვარული ღმერთისადმი – ეს არის მართლმადიდებლობა, სიყვარული; ამის გარეშე ვერ იხილავთ სასუფეველს, რადგან შენ საზოგადოებრივი პიროვნება ხარ და შენ გარშემო მხოლოდ შენი ცოლ-შვილი კი არ არის, არამედ, სხვა ადამიანებიც არიან – მეზობლები, თანამშრომლები, მეგობრები, ჯგუფელები. დღეს, შეიძლება, გიხარია, რომ პრობლემები არ გაქვს, მაგრამ, სხვა ადამიანის პრობლემებით უნდა იცხოვრო, სხვა ადამიანს უნდა ჩახედო თვალებში; გაიგო, რა აწუხებს, რა სჭირდება და მათში აუცილებლად დაინახავ დიდ სევდას, მწუხარებას. და თუ შენ იფიქრებ მათ პრობლემებზე, მომავალში ისინი იფიქრებენ შენზე. რაც მთავარია, ღმერთი იფიქრებს შენზე. თუ ჩვენ ოჯახებიდან გამოვალთ იმ განწყობით, რომ მე ეგოისტი კი არა, საზოგადოებრივი არსება ვარ, რომელიც სხვებზე ფიქრობს, სხვისი ჭირი უნდა მაჩნდეს საკუთარ წყლულად, მერე ჩვენ ირგვლივ ბევრი ადამიანი დამშვიდდება და მიიღებს ნუგეშს. თუმცა, ადამიანს სწორი ნუგეში უნდა მისცე და არა ყალბი ნუგეში. როცა ადამიანები დაღონებულები და შეწუხებულები არიან, მათ ამაყი მზერით კი არ უნდა დავუწყოთ შეგონებები, არამედ, ღიმილით, სითბოთი უნდა მივცეთ რჩევა; ვუთხრათ – წაიკითხონ სახარება, რადგან, არ შეიძლება, ადამიანმა წაიკითხოს სახარება და მასში სიხარული არ შემოვიდეს. იყავით შეყვარებულები ქრისტეში და შეგიყვარდებათ ყველა ადამიანი – ეს არის ის ფორმულა, რომლითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს კაცობრიობა.

скачать dle 11.3