კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ატყუებენ კლიენტებს სესხების ამომღები ორგანიზაციები და რა უნდა იცოდეთ, მათ მახეში რომ არ გაებათ

სესხები საქართველოს მოქალაქეების აქილევსის ქუსლია, ოღონდ ამჯერად ჩვენ არა სესხების მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და საფინანსო ორგანიზაციების მიერ თავის კლიენტებთან ურთიერთობის კაბალურ სისტემაზე, არამედ სესხის ამომღები კერძო ორგანიზაციების კანონის ფარგლებიდან გასულ ქმედებებსა და მათ მახეში გაბმისგან თავის დახსნის საშუალებებზე ვისაუბრებთ. რა უნდა იცოდეთ, თუ სესხს ვეღარ იხდით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები, – ამ თემაზე აფბას ანალიტიკოსი  ზურაბ კუკულაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– როდიდან გაჩნდა სესხის ამომღები ორგანიზაციები, ვისთან აქვთ კავშირი თუ დამოუკიდებლად მოქმედებენ?
– ეს ორგანიზაციები გაჩნდა პრობლემის გაჩენის შემდეგ. როდესაც მასობრივად გაპრობლემდა სესხები, ბანკები დადგნენ ერთგვარი ალტერნატივის წინაშე: გაპრობლემებული სესხები წაეღოთ სასამართლოში თუ უფრო ხისტად ემოქმედათ და ძალადობრივი მეთოდით ამოეღოთ პრობლემური სესხები. თუ თავიდან რამდენიმე კომპანია მუშაობდა პრობლემური სესხების ამოღებაზე, ისინი თავიანთ თავს პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებს უწოდებენ, დღეს მათი რაოდენობა 15-მდეა და განსაკუთრებით, მომრავლდნენ ონლაისაკრედიტო ორგანიზიციების გაჩენის შემდეგ, რადგან ონლაინგამსესხებლების მიერ გაცემული სესხების უმეტესობა პრობლემდება.
– ბანკებმა შექმნეს ეს ორგანიზაციები თუ, რადგან ბაზარზე გაჩნდა ეს პრობლემა, ვიღაცამ მოიფიქრა, მოდი, შევთავაზებ ბანკებს პრობლემური სესხების ამოღების მომსახურებასო?
– მათი სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და მათ არ აქვთ იმ ტიპის საგამოძიებო საქმიანობის განხორციელების უფლება, რასაც რეალურად აკეთებენ. რაც შეეხება იმას, აქვთ თუ არა კავშირი ბანკებთან: პირველი ასეთი ორგანიზაცია, პრობლემური აქტივების მართვის კომპანია, იყო „ტრიბა“, რომლის დამფუძნებელიცაა შევარდნაძისდროინდელი პოლიციის სახე თემურ მღებრიშვილი. ვერ ვიტყვი, რომ ბანკებისგან ეს კომპანიები შორს არიან, იმიტომ რომ, ძალიან მჭირდოდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, უბრალოდ, ბანკებს ურჩევნიათ, რომ ოფიციალურად ეს კომპანიები დამოუკიდებელი ორგანიზაციები იყვნენ, რადგან საკუთარ იმიჯს უფრთხილდებიან. მაგრამ ყველა ამ ტიპის კომპანიის მენეჯმენტში არის ყოფილი ბანკირი, საშუალო დონის მენეჯერები, რომლებიც ბანკებში სესხების ამოღებაზე მუშაობდნენ. ბანკები მაქსიმალურად უფრთხილდებიან თავიანთ იმიჯს და ოფიციალურად ამ კომპანიებთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ კომპანიებში არაოფიციალურად, ძალიან დიდია ბანკების ინტერესი.
– რას იღებენ თავიანთი საქმიანობის საფუძვლად? რა კანონით მოქმედებენ?
– მათ საქმიანობას კანონი არ არეგულირებს, ანუ არ ცნობს და მოქმედებენ პრინციპით,  რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია. თავიანთ კლიენტებთან ურთიერთობენ კლიენტის მიერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
– კლიენტი აფორმებს ხელშეკრულებას ბანკთან, რომ სესხი მიიღოს. ამ კომპანიებს რა კავშირი აქვთ ბანკებთან? ბანკი მიმართავს მათ დახმარებისთვის? ხომ არ დაესიზმრებათ, რომ ვიღაცა სესხს არ აბრუნებს?
– უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა ბანკისა და ასეთი კომპანიის ურთიერთობა. ბანკმა იცის, ვის უნდა მიმართოს და კომპანიამაც იცის, ვის უნდა მოემსახუროს. ეს მათთვის, ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობაა.
– ანაზღაურებას ბანკისგან იღებენ?
– ანაზღაურების ორი ვარიანტია: ერთია პრობლემური სესხის გამოსყიდვა. მაგალითად, კომპანიას შეუძლია, შეისყიდოს ბანკისგან 1 000-ლარიანი სესხი 500 ან 600 ლარად და რეალურად ამოიღოს გაცილებით მეტი თანხა.
– მეტს როგორ ამოიღებს, რის საფუძველზე? თუ 1 000-ლარიანი სესხი მაქვს გაპრობლემებური, პრობლემური აქტივების მართვის კომპანია მეტს რის საფუძველზე გამომართმევს?
– სწორედ აქ იწყება ის მოქმედებები, რაც აჩენს მთავარ პრობლემას. როდესაც სესხი გაპრობლემდება, ანუ ჩამოიწერება, მას აღარ ერიცხება ჯარიმები და პროცენტები. კომპანიები კი ასეთ სესხებს მაინც აწერენ ჯარიმებსა და სარპოცენტო განაკვეთს. საუბარია, მათ შორის, ხანდაზმულ სესხებზეც, რომელთა გადახდის ვალდებულება კლიენტს კანონით აღარ აქვს.
– გულისხმობთ სამი წლის ვადაგადაცილებულ სესხებს?
– დიახ, აცოცხლებენ ასეთ სესხებს და გაცოცხლების მრავალი მეთოდია. მაგალითად, თავად ჩარიცხავენ სესხის ანგარიშზე ერთ ლარს არაიდენტიფიცირებადი აპარატებიდან და შემდეგ, თუ სასამართლოს წინაშე წარდგებიან, იტყვიან, სესხზე თანხაა შეტანილი და ამიტომ გაცოცხლდაო. ან შეიძლება, მივიდნენ კლიენტთან და უთხრან, რომ სესხი მოქმედია და შანტაჟისა და მუქარის გზით, აიძულონ გადახდა. პირველივე შენატანის შემდეგ, სესხი ცოცხლდება. ერთი სიტყვით, ბევრი მეთოდი აქვთ, რომ კლიენტები მოატყუონ. შემდეგ მიაღწევენ კლიენტთან რაღაც გარიგებას, მაგალითად, რომ გადასახდელია ძირი თანხა – 1 000 ლარი, პროცენტი – 500 ლარი და ჯარიმა – 2 000 ლარი.
– აქვთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ დავალიანების არსებობას?
– ოფიციალურად, ეს არის კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ისინი მოქმედებენ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მაგრამ, სასამართლო პრაქტიკით, კლიენტს შეუძლია, თავიდან აიცილოს ჯარიმების გადახდა.
როდესაც ადამიანი იწყებს სესხის გადახდას პრობლემური აქტივების მართვის კომპანიისთვის, ისინი არანაირ ხელშეკრულებას არ უფორმებენ. აძლევენ რაღაც ფურცელს, რომელზეც წერია გადახდის გრაფიკი, მაგრამ რაღაც მომენტში ეუბნებიან, რომ დააგვიანა გადახდა ერთი საათით ან რაღაც შეიცვალა პირობებში, ამიტომ შეთანხმება ძალაში აღარ არის. თანხა ერთ დღეში უნდა დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აკისრებენ ჯარიმის გადახდასაც. მქონია შემთხვევა, დაუკისრებიათ საპროცენტო განაკვეთის გადახდაც კი და ადამიანმა გადაიხადა, რადგან, არ იცოდა, რომ არ უნდა გადაეხადა.
– თუ აძლევენ რამე დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ თანხა გადახდილია?
– როგორც წესი, არა. თუ კლიენტმა დაჟინებით არ მოითხოვა, წერილობითი ხელშეკრულება არც ფორმდება. მაგრამ, თუ კლიენტი დაჟინებით მოითხოვს ასეთ დოკუმენტს, ეუბნებიან, რომ ამ შემთხვევაში, ჩამოაწერენ ჯარიმების არა 100, არამედ 80 პროცენტს. ამიტომ კლიენტსაც უღირს, არ გააფორმოს ხელშეკრულება პრობლემური აქტივების მართვის კომპანიასთან. თან, მათი მუშაობის სტილი გულისხმობს გარკვეულ არაფორმალობებს, რაც, საბოლოოდ, ისევ კლიენტს აზარალებს.
– ანაზღაურების პირველი ფორმა გასაგებია: ბანკს გადაუხადა 500 ლარი და რასაც ამოიღებს, მისია, მეორე ფორმა როგორია?
– ანაზღაურების მეორე ფორმაა ბონუსების სისტემა. ბანკი დაიქირავებს პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას და სთავაზობს, რომ გადაუხდის ამოღებული თანხის გარკვეულ პროცენტს. ასეთი შეთანხმებები არ არის იდენტური და პროცენტები განსხვავებულია სხვადასხვა შემთხვევაში.
– სესხი ყოველთვის გაიცემა რაღაც გარანტიით. ალბათ, ასეთი კომპანიები ერევიან გარანტიის გარეშე გაცემული სესხების შემთხვევაში?
– აქ საუბარია შედარებით წვრილ სამომხმარებლო სესხებზე, განვადებაზე.
– საკრედიტო ბარათებზეც.
–  დიახ, ერთი სიტყვით, არაუზრუნველყოფილ სესხებზე. გირაოთი გაცემული სესხების შემთხვევაში, ბანკი არ მიმართავს ასეთი ტიპის ორგანიზაციებს, რადგან მას აქვს მექანიზმი, ამოიღოს უზრუნველყოფილი სესხი. მაგრამ ჯარიმებითა და პირგასამტეხლოებით არაუზრუნველყოფილი სესხების მომსახურების ღირებულება 200-300 პროცენტამდეც ადის.
– მაგრამ, მეორე მხრივ, რა გააკეთოს ბანკმა, რომელმაც ყოველგვარი გარანტიის გარეშე გასცა სესხი და კლიენტი არ იხდის. როგორ უნდა მოიქცეს?
– ბანკს აქვს ერთადერთი საშუალება, მიმართოს სასამართლოს, შემდეგ კი საქმეში ჩართოს აღსრულება. თუ მის კლიენტს არ აქვს ქონება, შემოსავალი, მაგრამ მაინც მისცა სესხი, მაშინ ბანკმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ასეთი სესხი შეიძლება, დაკარგოს და ვერ ამოიღოს. ბანკი უნდა დარჩეს ცივილურ ფარგლებში და საკუთარ კლიენტთან ურთიერთობაში არ მიმართოს ძალადობას.
– და არ უნდა მოატყუოს კლიენტი, რაც მთავარია.
– სწორი და პასუხისმგებლიანი საკრედიტო პოლიტიკა უნდა გაატაროს და სესხები უნდა გასცეს კლიენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით და არა ისე, როგორც ხდებოდა, ქუჩებში მისდევდნენ ადამიანებს საკრედიტო ოფიცრები და იქვე აძლევდნენ სესხებს. თუნდაც, იმავე ონლაინგამსესხებლების მიერ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ გაიცემა სესხები.
– ახლა ახალი მეთოდია: გირეკავენ და გაუწყებენ, რომ დაგიმტკიცეს სესხი, თუმცა გაუგებარია, რატომ, ვინ სთხოვა.
– ეს, ერთი მხრივ, არის აგრესიული მარკეტინგული კამპანია და, მეორე მხრივ, სამომხმარებლო კრედიტების გაცემის უაღრესად გამარტივება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ასეთი კრედიტების რისკი უდრის ნულს, იმიტომ რომ მათ, საბოლოოდ, მაინც ამოიღებს ბანკი. ესაა სწორედ პრობლემა: თუ ბანკებს მგავსი უფლებებით მუშაობა შეეზღუდებათ, მაშინ ისინი გაცილებით დაფიქრებულად და პასუხისმგებლიანად გასცემენ სესხებს.
– რას ურჩევთ პრობლემური სესხების მქონე მოქალაქეებს, იმას გარდა, რომ არ უნდა აიღონ ისეთი სესხი, რომლის მომსახურების შესაძლებლობაც არ აქვთ?
– არ უნდა შეეშინდეთ სასამართლოში წასვლის და არ დადონ გარიგება სესხების ამომღებ კომპანიებთან. მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობა და აწარმოონ მოლაპარაკება ბანკებთან, მაგრამ არა სესხების ამომღებ კომპანიებთან. თუ მათი სესხი მაინც აღმოჩნდება სესხების ამომღებ კომპანიაში, არ დადონ მათთან გარიგება. ეცადონ, საქმე წავიდეს სასამართლოში. სასამართლო მათ მისცემს გარანტიას, რომ არ გადაიხდიან შეთანხმებულზე მეტ თანხას და, რაც მთავარია, ჩამოაჭრიან ჯარიმების 90-95 პროცენტს. სასამართლოს მომსახურება კი არ ჯდება იმდენი, რაც მათ სესხის ამომღებ ორგანიზაციასთან ურთიერთობა დაუჯდებათ. არის კიდევ ერთი მომენტი: არსებობს გამარტივებული აღსრულების ინსტიტუცია, ერთგვარი მედიატორი მსესხებელსა და გამსესხებელს შორის. ის გთავაზობს, გააფორმო ხელშეკრულება, ხარ თუ არა თანახმა, დაფარო თანხა. თუ ხელს მოაწერთ ამგვარ დოკუმენტს, მაშინ საქმე სასამართლოში ვეღარ წავა. ამ შემთხვევაშიც ატყუებენ კლიენტს: აჩვენებენ რაღაც ფურცელს და ეუბნებიან, რომ ეს უკვე არის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე აღსრულებაშია წასული. მოქალაქეებს ვურჩევ, არ წამოეგონ ამ პროვოკაციას, კარგად შეისწავლონ დოკუმენტი, რასაც აჩვენებენ.
კიდევ ერთი რჩევა იქნება ის, რომ არავისთან დადონ ზეპირი გარიგება და არც ერთი თეთრი არ გადაიხადონ წერილობითი ხელშეკრულებისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის გარეშე.
– იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემური აქტივების კომპანიებს აქვთ გამოსყიდული ბანკისგან ამა თუ იმ მოქალაქის სესხი, შეუძლია, მიმართოს სასამართლოს მოქალაქემ?
–  როგორც იურისტებმა მითხრეს, საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, როდესაც ბანკის კლიენტი მიმართავს სასამართლოს. ესეც იმის ბრალაი, რომ მოქალაქეები არ არიან გათვითცნობიერებულები ამ საკითხში, მაგრამ, თუ ვინმე იჩივლებს, ეს გახდება პრეცედენტი და ჩვენი ორგანიზაცია აპირებს, გახდეს ასეთი სარჩელის ინიციატორი.
– რატომ ამბობთ ასე დარწმუნებით, რომ სასამართლო ჩამოაჭრის მსესხებელს პრობლემურ სესხზე დაკისრებული ჯარიმების 90 პროცენტს?
– ასეთია სასამართლო პრაქტიკა საქართველოში. მოსამართლეები დასხდნენ და არაფორმალური, მაგრამ მაინც ინსტიტუციურად ფორმალური გადაწყვეტილება მიიღეს, რომ, ვინაიდან პირგასამტეხლოები ძალიან მაღალია და არ შეესაბამება ეკონომიკურ ლოგიკას, ჯარიმა უნდა ჩამოიწეროს.

скачать dle 11.3