კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყანა ააქტიურებს ისლამისტურ გავლენას საქართველოში და გამოიყენებენ თუ არა დაპირისპირებული ქვეყნები საქართველოს ტერიტორიას თავიანთი დაპირისპირების პოლიგონად

– შესაძლოა თუ არა, ჩაითვალოს კონფესიური დავები საქართველოში მუსლიმანური გავლენების გააქტიურებად და რა მიზანს შეიძლება, ისახავდეს?
– ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი სპეციფიკური ინტერესი, იქნება ეს სტრატეგიული მოკავშირე თუ მოწინააღმდეგე. ჩვენ ვიცით, რომ მოკავშირეები ერთმანეთის წიანააღმდეგაც ამუშავებენ თავიანთ სპეცსამსახურებს. ასე რომ, აქ უჩვეულო არაფერია, მით უმეტეს, სირიის კონფლიქტის ფონზე. მაგალითად, თურქეთის სპეცსამსახურებს, შესაძლოა, საერთოდ არ აინტერესებდეთ საქართველო, მაგრამ აინტერესებდეთ, როგორ მოქმედებენ რუსული სპეცსამსახურები ქვეყანაში –  იყენებენ თუ არა საქართველოს, როგორც პლაცდარმს თურქეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. არ მინდა მხოლოდ თურქეთზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ, შეიძლება, იკვეთებოდეს სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ინტერესებიც, ასევე, „დაისის“ –  ისლამური სახალიფოს სპეცსამსახურის ინტერესიც. ჩვენ არავინ არ უნდა გამოვრიცხოთ. „დაისს“ აქვს ძალიან სპეციფიკური ხელწერა ორი კონფესიის დაპირისპირების კონტექსტში. ისინი მსგავსად მოიქცნენ სუდანში, ეგვიპტეში, აფრიკის ტერიტორიაზე.
– ფიქრობთ, რომ საქართველოშიც, ხშირად უსაფუძვლო კონფესიური დაპირისპირებების უკან, შეიძლება იდგეს ისლამური სახალიფოს სპეცსამსახურის ინტერესი?
– შეიძლება, ან ორივესი, ან ერთობლივიც კი. შემთხვევითი არ იყო, რომ თურქეთის პოლიციამ დაარბია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემა „ზამანი“. „ზამანი“ წერდა თურქეთისა და „დაისის“ სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობაზე და, ასევე, რამდენიმე სტატია მიუძღვნა იმას, თუ როგორ ეხმარებოდა თურქეთის სპეცსამსახური „დაისის“ დაჯგუფებას. გაზეთის დარბევის მოტივი იყო ის, რომ ის ეხმარებოდა ტერორისტებს და ეწეოდა სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას. მე კომენტარს არ ვაკეთებ, უბრალოდ, ვამბობ, თუ რის გამო დაარბიეს გაზეთის რედაქცია. დასკვნა გამოიტანოს მკითხველმა, ეს საკითხი შესაფასებლად მას დავუტოვოთ.
რა თქმა უნდა, ცხადია, რომ კონფესიური დაპირისპირების კონფლიქტები ხელოვნურადაა ინსპირირებული, განსაკუთრებით, სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. რამდენიმე დღის წინ „დაისმა“ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომლითაც პუტინს პირდაპირ გაუგზავნა მუქარა და თქვა, რომ მისი ჯგუფები ცოტა ხანში რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედდებიან. ეს გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ მოვლენები არ უნდა განვიხილოთ კონტექსტის გარეშე და მისგან ამოგლეჯილად. უნდა აღვიქვათ როგორც კარგად დაგეგმილი ჯაჭვის ერთეულები და ამიტომ თითოეულ მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, მკითხველმა თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, თუ რა პროცესია.
ფაქტია, რომ უახლოეს მომავალში გაძლიერდება სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობა. დღეს საქართველო იმავე როლშია, როგორშიც იყო ლიბანი, სადაც მოქმედებდა ყველა ქვეყნის სპეცსამსახური. სამწუხაროდ, ასეთია სუსტი ქვეყნის ხვედრი, რომელსაც არ შეუძლია დიდი სახელმწიფოების სპეცსამსახურებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
– და, მიზანი რა შეიძლება იყოს, რაღაცისთვის ხომ მუშაობენ აქ?
– მთავარია, რომ ამ დიდი სახელმწიფოების სპეცსამსახურები არ ეწეოდნენ საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას. თორემ, თუ ისინი აქ ერთმანეთს ებრძვიან და ცდილობენ, დაბლოკონ მათთვის მტრული ქვეყნის სპეცსამსახურის მოქმედება და არ მისცენ მათ საშუალება, რომ საქართველო გამოიყენონ პლაცდარმად, ეს, შეიძლება, ზოგჯერ დადებითი მოვლენაც კი აღმოჩნდეს, პრინციპით –  ზოგი ჭირი მარგებელია. მთავარია, როგორც გითხარით, ამ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა არ იყოს უშუალოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, თორემ, თუ ისინი ერთმანეთს ებრძვიან და ერთმანეთს ექიშპებიან, ეს ჩვენი ინტერესიც არის. საერთოდ, ძლიერი სპეცსამსახური იმისთვის სჭირდება სახელმწიფოს, რომ თავის ტერიტორიაზე აღკვეთოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობა, თუნდაც, ერთმანეთის წინააღმდეგ. ეს სახელმწიფოს ღირსების საქმეა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სპეცსამსახურს არ აქვს ამდენი უნარი და არც გვყავს შესაბამისი კადრები. „სუსში” დაბუდებული კადრები, რომლებიც ფოტორეპორტიორების საქმის მსგავს საქმეებს „კერავდნენ”, ვერც „დაისს“ მოერევიან, ვერც თურქეთის, ვერც რუსეთის და ვერც ვერცერთი ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, აფრიკის რომელიმე ქვეყნისასაც კი. ამდენად, მე ასეთი კადრების პირობებში სკეპტიკურად შევხედავდი ამ საკითხს. ამიტომ ვამბობ: მთავარია, ჩვენ გვქონდეს პრევენციის პულტი, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მოქმედება საქართველოში არ იყოს მიმართული  ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
– მე ის ვიკითხე, ქართველ მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების გამოწვევა რა მიზანს შეიძლება ისახავდეს-მეთქი.
– კონფლიქტის გაღვივებას საქართველოს ტერიტორიაზე და ამ კონფლიქტის პირობებში თავიანთი ინტერესის გატარებას, იქნება ეს „დაისი“ თუ სხვა. ბუნებრივია, რომ კონფლიქტის ფონზე მოქმედების მეტი თავისუფლება აქვთ სპეცსამსახურებს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ პლაცდარმად სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. აი, ამიტომ შევადარე ლიბანიზაციას: ლიბანს ბევრი სახელმწიფო სწორედ თავისი ინტერესების მისაღწევად იყენებდა და დღეს ჩვენ ვართ ლიბანის მდგომარეობაში. გასული საუკუნის 70-80-ანი წლების ახლო აღმოსავლეთის მოდელი გადმოვიდა კავკასიაში, ფაქტობრივად და, სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით ლიბანის როლში. სპეცსამსახურები საიდუმლო ტიპის ოპერაციებს ახორციელებენ, ამიტომ მე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურს შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას არასტაბილური ვითარება, რათა შემდეგ ის ეფექტიანად გამოიყენონ თავიანთი სპეციფიკური ამოცანების შესასრულებლად. მე ვერ გავშიფრავ, რა იგულისხმება სპეცსამსახურების სპეციფიკურ ამოცანებად –  ეს სახელმწიფო უშიშროების საქმეა; მაგრამ, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის, თუ ჩათვალა, რომ საქართველოს უნდა იყოს პლაცდარმი სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელსაყრელია თავისი საიდუმლო ოპერაციების განხორციელება არეულობების ფონზე. ეს არის სპეცსამსახურების მოქმედების წესი.
– აშკარაა ისიც, რომ ამ ბოლო ხანს რელიგიური მოტივით დაპირისპირება, ძირითადად, ხდება ეთნიკურ ქართველებს შორის. ამის უკანაც გარკვეული ჩანაფიქრია? თუ ეს დაპირისპირება ხელოვნური, ანუ ინსპირირებულია, რისი ეჭვიც არსებობს, მით უფრო რაღაც კონკრეტულ დამატებით მიზანს უნდა ისახავდეს.
– თან, სავარაუდოდ, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედებს ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სპეცსამსახურები. ავიღოთ იგივე „დაისი“. ისლამური სახალიფო თავის ვილაიეთებს აყალიბებს ეთნიკური დაჯგუფებების მიხედვით და ცდილობს, მოახდინოს ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირება.
– იმას ამბობთ, რომ „დაისს“ ურჩევნია, საქართველოში ეთნიკური ქართველი იყოს მისი მოკავშირე და დასაყრდენი?
– დიახ, რომ მას გვერდით უდგანან და მხარს უჭერენ იმ ქვეყნის ეთნიკური წარმომადგენლები. ისლამური სახალიფო თავის საბრძოლო შენაერთებსაც ეთნიკური ნიშნების მიხედვით ქმნის. მაგალითად, საკმაოდ პოპულარულია აზერბაიჯანული წარმონაქმნები, იგივე ბოსნიური. ქართველებიც არიან: ჩვენ ხომ ვნახეთ ისლამური სახალიფოს ორი ვიდეორგოლი ქართველების მონაწილეობით?! სავარაუდოდ, მესამე და მეოთხე ნაწილებიც არის. მესამესაც მალე ვნახავთ. არ ვიცი მათი შინაარსი, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, აქცენტი იქნება ქართველ ჯიჰადისტებზე. ანუ, ისინი ავითარებენ აზრს, რომ ქართველებშია შემოსული ჯიჰადიზმის იდეა და რომ აქაც ჰყავთ თავიანთი მომხრეები. ქართველების მონაწილეობით გავრცელებულმა ვიდეორგოლმა დაადასტურა ჩემი ვარაუდი, რომ დაარსებული ჰქონდათ გურჯისტანის ვილაიეთი. მე არ ვამბობ, რომ ვილაიეთი „გურჯისტანი” ჯიჰადისტების აქტიური ქსელია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს მიძინებული, ნახევრად მიძინებული და აქტიური ქსელები, გურჯისტანის ვილაიეთი მიძინებული ქსელია და, ფაქტია, რომ ეს ქსელი არსებობს.
– სპეცსამსახურები არის ტრადიციაც. კადრებს რომ თავი დავანებოთ, ობიექტურ მიზეზთა გამო, საქართველოს არ აქვს ეს ტრადიცია, რაც იყო, წაიღო რუსეთმა და ამიტომ ის, რომ ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს, ლოგიკურია…
– საქართველოს 25-წლიანი სუვერენიტეტის პირობებში ვერ გამოვყოფთ ჩვენი სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ვერცერთ წარმატებულ ოპერაციას. განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის დროს დაემსგავსა ცირკს სპეცსამსახურების მოქმედება და ჯაშუშების საქმე იყო აპოგეა. ფაქტობრივად, მოირყა და დაინგრა ქართული სპეცსამსახური. მოგეხსენებათ, შევარდნაძის დროს რა დონეც იყო, სააკაშვილმა კი საერთოდ შაპიტოს დონემდე დაიყვანა და, ამ ფონზე ცოტა სასაცილოა, ვისაუბროთ რამის პრევენციაზე. იმდენად გაიცვითა ჯაშუშების თემა და იმდენად კომიკური ელფერი მიიღო, ახლა ვინმემ რომ მართლაც დაიჭიროს რეალური ჯაშუში, იმასაც კი, საზოგადოება აღიქვამს, როგორც შაპიტოს ახალ წარმოდგენას.
– კითხვა ვერ დავასრულე: ფაქტია, რომ აქ მუშაობენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სპეცსამსახურები. უხერხულია ამის თქმა, მაგრამ მათი ინტერესიც ხომ არის რუსეთისა თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის განეიტრალება ჩვენს ტერიტორიაზე? მათი ინტერესი ხომ არ არის, რომ საქართველო პლაცდარმად გამოიყენონ? შეიძლება, იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მუშაობენ მტრული ქვეყნების სპეცსამსახურების გასანეიტრალებლად ჩვენს ქვეყანაში?
– ამას ვერ გეტყვით; ეს, სავარაუდოდ, საიდუმლო იქნება, მაგრამ თეორიულ დონეზე არაფერია გამორიცხული და ეს ამერიკის ინტერესი უნდა იყოს. ჩვენ მიერ ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში ასეთი მომენტი აღნიშნულია.
სხვათა შორის, „ნატოში“ ინტეგრაციის თემა მოიცავს სპეცსამსახურების თანამშრომლობას და უსაფრთხოების გაძლიერებას. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი „მაფის“  მიღება. „მაფში“ გაწერილია სპეცსამსახურების თანამშრომლობის მოთხოვნები: როგორ უნდა შეინახოს საიდუმლო დოკუმენტაცია; როგორ უნდა მოერგოს ქვეყნის უშიშროების სისტემა „ნატოს“ სტანდარტებს, რომ „ნატოელები“ დაეყრდნონ საქართველოს სპეცსამსახურებს, როგორც „ნატოს“ მომავალი წევრი სახელმწიფოს სპეცსამსახურებს. ჩვენს მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ „ნატოსთან“ ჩვენ სპეცსამსახურების მიმართულებითაც ვითანამშრომლებთ, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა და აღარ დაუშვან სხვა ქვეყნების უპრაგონო ბატონობა ჩვენს ტერიტორიაზე.

скачать dle 11.3