კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გირჩის“ „საიდუმლო“

იმისდა მიუხედავად, რომ თავში ატომური ბომბის მოხვედრის პერსპექტივის წინაშე ვდგავართ, ჩვენი პოლიტიკური კლასი იმაზე მსჯელობს, ჩავწეროთ თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება მხოლოდ მდედრისა და მამრის კავშირია, უფლებადამცველი ფრთა გამოლიბერალურებულთა ფლანგიდან, იმას ჩივის, რომ გათხოვება ქმრის მსახურებაა, პათოსით, არ მინდა ყვავილები, მინდა უფლებებიო (ცნობისთვის: პირადად მე უფლებებიც მინდა, ყვავილებიც, ადგილის დათმობაც და ციდან ვარსკვლავების მოწყვეტაც).
ამასობაში, პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის სახელით განმარტა, რომ ქართველი „რესპუბლიკელებისთვის“ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა, თუმცა ჩანაწერის გაკეთება საჭიროდ არ მიიჩნია.
ხოლო ქართველი „გირჩები“ კატეგორიული წინააღმდეგები ბრძანდებიან. კერძოდ, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ამგვარ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ და მეტად ციური მოტივიც დაასახელა.
მოვიხმობ „გირჩელი“ ლიდერის განმარტებას: „მივიჩნევთ, რომ ქორწინება არის საეკლესიო საიდუმლო და საეკლესიო საიდუმლოებაში კიდევ ექვსი სხვა საიდუმლოც არის. ამ საიდუმლოების ადგილი კანონმდებლობაში და, მით უმეტეს, კონსტიტუციაში, არ არის.“ სხვათა შორის, აქვე შეგახსენებთ, რომ, „გირჩების“ ინიციატივით, ქვეყანაში სამხედრო-სავალდებულო გაწვევა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, „გირჩული“ ლოგიკით, სამშობლოს დაცვის ვალდებულება, თურმე, საქართველოს მოქალაქის უფლებებს ლახავს.
აქვე ვიტყვი, რომ, მოარული მოსაზრებით, პარლამენტი ვერ შეძლებს, გაიტანოს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქორწინებად ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას დააკანონებს, მოტივით, საკმარისი ხმები ვერ მოგროვდებაო.
თუმცა, მე რომ მკითხოთ, საკმაოდ საინტერესოა, ვინ მისცემს თუ არ მისცემს თავის ხმას ზემოხსენებულ დეფინიციას, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გვეცოდინება ამ კენჭისყრის შემდეგ, რამდენი კაცი გვყავს დასაქორწინებელი?! –

скачать dle 11.3