კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავბრუდახვეულები

ანუ არ ჩაგვაკვდნენ?!

 თუმცა რფ-ის სანქციები კვლავ გაუგრძელეს, ამ უკანასკნელებმა, თავის მხრივ, ემბარგო გააგრძელეს, ხოლო ნავთობის ფასი კვლავ არ იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ჩრდილოეთში საკვების სიმცირეცაა და რუბლიც სულ მაღლა და მაღლა ადის და ადის, პრ.-მა პუტინმა თავის მოსახლეობას შეუძახა, თავი დაიცავით წარმატებებით გამოწვეული თავბრუსხვევისგანო.
ეს ამბავი კი შემდეგნაირად განვითარდა: სულ ახლახან მან კრემლის გეორგიევსკის დარბაზში მავანნი სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. ბევრი თბილი სიტყვაც მოისმინა მათგან და თავადაც შენიშნა, რომ ჯილდოების გადაცემა მასში უნაზეს გრძნობებს იწვევს და დიდი პატივია.
მომყავს სრული ციტატა: „ქვეყანაში ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემაა და ჩვენ არ გვცალია წარმატებებისგან თავბრუს დასახვევად, მაგრამ, რაც ხშირად იქნებიან თქვენნაირი ადამიანები ამ დარბაზში, მით სწრაფად გადავწყვეტთ არსებულ პრობლემებს.“
მე არ ვიცი, როდის გადაწყვეტენ თავიანთ პრობლემებს, მაგრამ იმას კი ვშიშობ, ეს თავბრუდახვეულები ხელებში არ ჩაგვაკვდნენ?! –

скачать dle 11.3