„გამოკვლეული“
ანუ „სიცრუე და ორპირობა“
ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა ჩვენს მეგობარ უკრაინაში უფრო და უფრო ხურდება (და განა მხოლოდ მისი, მისი თანაგუნდელებისაც?!), ხოლო, რაკი, როგორც ჩანს, უკრაინელებისთვის უცხო იმაზე მეტად სა-უცხო-ო ყოფილა, ვიდრე თვით ქართველებისთვის, უკრიანული გულები სავსეა მოლოდინებით და გადავსებული ბედნიერი მომავლის იმედით.
ჰოდა, ვინაიდან სავსეა, უკრაინულ გამოცემას ბ-ნი სააკაშვილის გამოსვლები გაუანალიზებია (სამწუხაროდ, უცნობია, რომელი მეთოდით) და დაუდგენია შემდეგი: „სააკაშვილი ხშირად აჭარბებს, იშვიათად მანიპულირებს, მაგრამ თითქმის არასდროს ატყუებს აუდიტორიას.“
ეს შეფასება, ბუნებრივია, მაშინვე აიტაცა თავად გამოკვლეულმა. თან, განა მხოლოდ აიტაცა, შეიფერა და, ზედაც, განავრცო.
მომყავს ციტატა ბ-ნი სააკაშვილისა: „მე ყოველთვის მიყვარს, ხაზი გავუსვა პოზიტიურ მხარეებს და ვიპოვო ყველაფერში ოპტიმიზმის საფუძველი. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რამეს ვაჭარბებ და ჟურნალისტები მართლები არიან, მეზიზღება ტყუილი და ძალიან არ მიყვარს პოლიტიკოსები, რომლებიც იტყუებიან.“
ჩვენ არ ვიცით, ვინმე იკვლევს თუ არა (ან აპირებს) ჩვენი მეგობარი უკრაინელების გულუბრყვილობის ხარისხს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ამ მაჩვენებელში ჩემპიონები იქნებიან.
ხოლო, თუ სტატიის სათაურს გავიხსენებთ: „რამდენი სიმართლე, ემოცია და მანიპულაციაა სააკაშვილის ანტიკორუფციულ გამოსვლებში“, დავძენ – ჩვენს მტერს იმდენი ჯანი და გამძლეობა, რამდენი სიმართლეცაა ბ-ნი სააკაშვილის გამოსვლებში. –