New York Times: დემოკრატიის დაშლა თურქეთში
(სურათზეა თურქეთის უმსხვილესი გაზეთი ზამანის ხელისუფლების მიერ კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებამდე ბოლო ნომრის სათაური: „კონსტიტუცია შეჩერებულია„)
თუ კიდევ არსებობს ეჭვი, თუ რატომ დაარბია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებამ გაზეთი „Zaman-ის რედაქცია გასულ კვირას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სარედაქციო უფლებამოსილების ჩამორთმევის შედეგად, 48 საათის განმავლობაში პრო-ერდოღანული პროპაგანდული გაზეთი გამოიცა.
გაზეთი „Zaman“, თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ყოველდღიური გამოცემა და ქვეყნის რამოდენიმე ოპოზიციური მედია საშუალებებიდან ერთ-ერთია, რომლის მხარდასაჭერად შეკრებილი გულშემატკივრები ლოზუნგით: „თავისუფალი პრესა ვერ გაჩუმდება,“ პარასკევს ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა პოლიციამ, ისევე, როგორც ეს სხვა რედაქციებისა და ოფისების დარბევისას გაუკეთებია. პოლიცია მოქმედებდა სტამბულის სასამართლოს დადგენილებით, რომელიც ახსნა-განმარტების გარეშე, ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულმა სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა.
„სანამ ეს გადატრიალება დასრულდებოდა, ჟურნალისტებმა მოასწრეს შაბათის გაზეთის გამოშვება სათაურით: „კონსტიტუცია შეჩერებულია“, რის შედეგადაც რედაქტორი დაითხოვეს სამსახურიდან და მიმდინარეობს გაზეთის მთელი ონლაინარქივის განადგურება“, – იუწყება ახალი ამბები.
გაზეთ „Zaman“-ზე თავდასხმა არ არის გასაკვირი, რადგან გაზეთი ასოცირდება ფეთჰულაჰ გიულენთან. ის გახლავთ მუსულმანთა სასულიერო პირი, რომელიც დევნილობაშია და ცხოვრობს პენსილვანიაში. ბ-ნ გიულენი ერდოღანის მოკავშირე იყო. დაახლოებით 2 წლის წინ კი, მათ შორის განხეთქილების შედეგად, მედიაჯგუფი პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკიდან გადაერთო ანტისამთავრობო სარედქციო პოლიტიკაზე.
ეს დარბევა ერდოღანის უკანასკნელ ავტორიტარულ ნაბიჯთაგანია, რომელთა შორის იყო კრიტიკოსების დაპატიმრება, სამხედროს გვერდის ავლით ქურთ სეპარატისტებთან ომის გამწვავება. ახლა ის აკონტროლებს მედიასაშუალებებს და თურქეთი უკვე ერთ-ერთია იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაკავებული. მისი კამპანია მიზნად ისახავდა თავისუფალი პრესის დევნას, მისი მთავრობის პროკურორებმა კი ბოლო 18 თვის განმავლობაში, ერდოღანის შეურაცხყოფისთვის, თურქი მოქალაქეების წინააღმდეგ 2000 საქმე აღძრეს, რაც დანაშაულია.
თურქეთი იდგა იმ გზაზე, რომ ის უნდა ყოფილიყო მუსლიმანური დემოკრატიის მოდელი. თუმცა, ახლა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანს ოდესმე სჯეროდა დემოკრატიული პრინციპების. ის ფაქტი, რომ ქვეყანა მას სხვა კურსით მიჰყავს, ბადებს სერიოზულ კითხვებს იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა თურქეთი NATO-ს სანდო წევრ ქვეყნად ყოფნას, მოგეხსენებათ რომ ალიანსი ეფუძნება საერთო ღირებულებებს.
შემაშფოთებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არ გამოეხმაურა ამ ფაქტს და განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუხატავთ თავისუფალი პრესის გათელვის გამო. ობამას ადმინისტრაცია ამბობს, რომ „Zaman“-ის წინააღმდეგ ქმედებები შემაშფოთებელია, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა: „თურქეთმა პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის მედიათავისუფლებას”.
ისინი შეიძლება ჩუმდებოდნენ და არ აკრიტიკებდნენ, ვინაიდან იმედოვნებენ, რომ თურქეთი ამ ლტოლვილთა კრიზისს - გადინებას ევროპაში დაეხმარება, ორშაბათს ბ-ნ ერდოღანმა მათ შესთავაზა ძალზედ რთული პოზიცია, სადაც წარუდგინა თანამშრომლობის ახალი მოთხოვნები, მათ შორის დახმარება მილიარდზე მეტი და ევროკავშირში თურქეთის ადრეული გაწევრიანება.
ეს არ არის მოკავშირის მიდგომა, და ერდოღანის ავტორიტარიზმისაკენ სვლა არ გააძლიერებს თურქეთს NATO-სა და ევროკავშირში.