ჩიჩუების სამედიცინო ცენტრის ესთეტიკური კაბინეტი უპრეცედენტო აქციას იწყებს: ყოველ მეათე პაციენტს 50-პროცენტიანი ფასდაკლება!
ულტრათანამედროვე აღჭურვილობა, მაღალპროფესიონალი კადრები, პაციენტთან მიდგომის განსაკუთრებული სერვისი და მომსახურების მაღალი ხარისხი – ამიტომაც არის ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ ქართული თანამედროვე მედიცინის ავანგარდში და ჩვენმა მკითხველებმაც სწორედ ის მიიჩნიეს გამორჩეულად. სულ ახლახან კლინიკა მრავალპროფილიანი გახდა, დაემატა ქირურგიული დისციპლინა და კლინიკური ლაბორატორიები. კლინიკაში ასევე, ფუნქციონირებს ესთეტიკური მედიცინის კაბინეტი და მას ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმი, ქალბატონი ნინო გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს. კაბინეტში ესთეტიკური მედიცინის თითქმის ყველა ტიპის, მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობენ პაციენტებს.
– ქალბატონო ნინო, როდის ჩამოყალიბდა ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში ესთეტიკური მედიცინის კაბინეტი და როგორია მისი სამუშაო პროფილი?
– ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში ესთეტიკური მედიცინის კაბინეტი თითქმის ორი წელია, ფუნქციონირებს. აღნიშნული კომბინირებული მიდგომა პაციენტებისთვის – ერთდროულად როგორც ოფთალმოლოგიური, ასევე ესთეტიკური მომსახურებით საქართველოში სიახლეა. თუმცა, საკმაოდ ნაცადი და გამოცდილია ევროპასა და ამერიკაში. მინდა გითხრათ, რომ ამან ჩვენთანაც გაამართლა. უცხოეთში უამრავი სამედიცინო მრავალპროფილური ცენტრია, სადაც თვალის სხვადასხვა პათოლოგიასთან ერთად, მის ესთეტიკურ მხარეზეც ზრუნავენ. ახლა კი, ეს სიახლე, საქართველოშიც მისაღები აღმოჩნდა ჩვენი პაციენტებისთვის.
– დეტალურად გვიამბეთ იმ პროცედურებზე, რომლებიც თქვენს კაბინეტში ჩაუტარდებათ ქალბატონებსა და მამაკაცებს...
– ჩვენს კლინიკაში ქალბატონებსა და მამაკაცებს ვთავაზობთ ესთეტიკურ მედიცინაში წლების განმავლობაში აპრობირებული და უსაფრთხო მეთოდების მთელ სპექტრს. ეს გახლავთ: ბოტოქსის ინიექციები; ჰიალურონის მჟავას შემავსებლებით, ეგრეთ წოდებული ფილერებით, სახის, ტუჩების, ყვრიმალების, ნიკაპისა და ცხვირის არაქირურგიული მოდელირების პროცედურები; ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება; – ბიორევიტალიზაცია, ქიმიური პილინგები, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, პიგმენტური ლაქების მოცილება, თმის ცვენის შეჩერება და ზრდის სტიმულაცია, ჭარბოფლიანობისგან გათავისუფლება. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში ბოტულინოტოქსინის (ბოტოქსის) ინიექციები გამოიყენება არა მხოლოდ ესთეტიკური მიზნებისთვის, არამედ ოფთალმოლოგიასა და მედიცინის სხვა მიმართულებებში სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ.
– რით არის გამორჩეული თქვენი ესთეტიკური კაბინეტი და რა სერვისს სთავაზობთ პაციენტებს – როგორია მიდგომა მათდამი.
– პირველი, რასაც პაციენტებთან ურთიერთობისას ვითვალისწინებთ, ეს გახლავთ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა, რომელიც პირველ ადგილზეა ესთეტიკურ მედიცინაში. ეს არა მარტო ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვა და ერთჯერადი მასალების გამოყენებაა, არამედ ხარისხიანი და მაღალეფექტური პროდუქციისა და უსაფრთხო პრეპარატების შეთავაზება პაციენტისთვის. ამიტომ, ყოველთვის ვირჩევთ საუკეთესო, კარგი ხარისხის მასალებს და წინასწარ ვუხსნით ხოლმე პაციენტს, რას და რატომ იკეთებს. ამაზე საკმაოდ დიდ ძალისხმევას ხარჯავს ჩვენი კლინიკა და მისი ხელმძღვანელობა. მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ფასებიც ძალიან ხელმისაწვდომია, რადგანაც თანამედროვე სამყაროში ესთეტიკური პროცედურები მხოლოდ ფუფუნების საგანი კი არა, ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს და საშუალო ფენისთვისაც – ხელმისაწვდომი. ამით ვცდილობთ, დავანგრიოთ ის სტერეოტიპები, რაც საქართველოში რამდენიმე წელია, არსებობს – თითქოს ესთეტიკური კაბინეტები მხოლოდ შეძლებული ქალბატონებისთვისაა. ჩვენ მამაკაცი პაციენტებიც ხშირად გვაკითხავენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურებს ატარებს მხოლოდ კვალიფიციური ექიმი, რომელსაც, გარდა საექიმო პრაქტიკისა, აღნიშნულ სფეროში მუშაობის შესაბამისი კვალიფიკაცია და განათლება აქვს.
– დღეს საყოველთაო ესთეტიკური ქირურგიის ზეობის ხანაში, რას ურჩევდით ქალბატონებს – რა ტიპის პროცედურები უნდა ჩაიტარონ უკვე 35 წელს ზევით?
– სტანდარტული რჩევის მიცემა გამიჭირდება, რადგან პრობლემები სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია. ასევე, განსხვავებულია სიბერის პირველი ნიშნების გაჩენის ვადებიც. თუმცა, 28-30 წლისთვის მეტ-ნაკლებად, უკვე იწყება გარკვეული პრობლემები და პაციენტებს ვურჩევდი, დროულად მიმართონ ექიმს. პროფილაქტიკა და კანის დაბერების პროცესის გადავადების პროცედურების ადრეული ჩატარება უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე მათი აშკარა გამოვლინების ნიშნებთან ბრძოლა.
– ცნობილია, რომ თქვენთან ცხვირის ფორმის შეცვლაც კი ხდება ქირურგიული ჩარევის გარეშე…
– დიახ, ნამდვილად ასეა, რაც ერთ-ერთი სიახლე გახლავთ. ბევრი პაციენტი ამას სკეპტიკურად და შიშით უყურებს, თუმცა პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ტარდება 20-30 წუთში და პაციენტი კლინიკას უკვე სახეზე არსებული შედეგით ტოვებს და ეს საკმაოდ ეფექტურია. აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, ვიზუალურად გასწორდეს კეხი და რამდენიმე მილიმეტრით აიწიოს; ხშირად ვაკორექტირებთ ასევე, ცხვირის პლასტიკის შემდგომ დარჩენილ ხარვეზებს. შედეგები კი მართლაც მოლოდინს აჭარბებს!
– ასევე, თმის ცვენის შეჩერებასა და ზრდის სტიმულაციას ახდენთ… ამაზეც გვიამბეთ...
– თმის ცვენის შეჩერებისა და ზრდის სტიმულაციისთვის გამოიყენება მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული ორი მეთოდი, რომელთა უტყუარობა და ეფექტურობა დრომ გამოსცადა. ეს გახლავთ პლაზმოთერაპია – თავის თმიან ნაწილში შეგვყავს პაციენტის ვენიდან აღებული სისხლის თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა; მეორე მეთოდი კი გახლავთ: სპეციალური მეზოთერაპიული პრეპარატები. ორივე პროცედურა საკმაოდ ეფექტურია მამაკაცური ტიპის, ანდროგენული თმის ცვენისას და ასევე, ქალბატონებში ჰორმონული ცვლილებების ან ენდოკრინული ტიპის პრობლემების დრის არსებული თმის ცვენის მკურნალობისას. მეორე პროცედურაზე პაციენტები უკვე აღნიშნავენ, რომ თმის ცვენა შემცირდა. მომდევნო ეტაპებზე კი უკვე ზრდის სტიმულაცია ხდება.
P.S. სპეციალური შეთავაზება „თბილისელების“ მკითხველს. ყოველი მეათე პაციენტი, რომელიც პროცედურას ჩაიტარებს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ ესთეტიკური მედიცინის კაბინეტში, მიიღებს 50-პროცენტიან ფასდაკლებას.
მის: თბილისი, წინანდლის ქ. ¹9
ტელ.: 2 77 55 88, 555 56 55 88,
599 56 55 88
ფაქსი: 2 77 55 88
ელ.ფოსტა: info@mzeraclinic.ge
ვებ-გვერდი: www: mzeraclinik.ge.