კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეითავსა ლელა ნინუამ მისტერ რათხოდის დაცვისა და მძღოლის როლი და როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა

უნიჭიერესი და ულამაზესი ჟურნალისტი  და პოეტი ლელა ნინუა რამდენიმე თვეა მუშაობს გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ და მაყურებელს საინტერესო სიუჟეტებს სთავაზობს. ამ გადაცემის მიერ „ბოლივუდის“ სერიალების ვარსკვლავის, გაურავ ჩოპრას, იგივე მისტერ რათხოდის ჩამოყვანამ ქართველი ფანები ძალიან გაახარა. მისი და ლელა ნინუას ურთიერთობამ კი ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჯერ კიდევ გადაცემის გასვლამდეც. ამბობდნენ, რომ მათ შორის ფლირტია და მეტიც, მისტერ რათხოდი ლელა ნინუაზეა შეყვარებულიო. ჩვენ დავუკავშირდით ლელას და ამ თემაზე გულახდილად გვესაუბრა.
ლელა ნინუა: რამდენიმე თვის წინ ღრმა თუ არა ზედაპირული დაინტერესება გამოვიჩინე ხვამლის მთის მიმართ. გია ჯაჯანიძემ დამირეკა და მითხრა, მის გადაცემაში მივსულიყავი და ამ აღმოჩენაზე მესაუბრა. სანამ გადაცემა  დაიწყებოდა, ვიჯექი ჩემთვის და ლექსებს ვწერდი. უცებ, იქვე, მაია სტეფნაძემ მომწერა „ფესიბუქში“: გავგიჟდი, შენ თუ ასეთი თემებით იყავი დაინტერესებული, არ ვიცოდი. მინდა, მოხვიდე და ჩემთან იმუშაო გადაცემაშიო. გულწრფელად ვამბობ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. გია ჯაჯანიძესთან და მაია სტეფნაძესთან მუშაობა კიდევ სხვა რამეა. ძალიან გავიზარდე, როგორც ჟურნალისტი.  მთელი ცხოვრება მარტო მოვდივარ და ვხედავ, რომ სრულიად უცხო ადამიანებმა დაიწყეს ჩემზე ზრუნვა – შენ მარტო არ ხარ, ხომ არ გაგიჟდი, ეს მხოლოდ სამსახური არ არის... და ამ ყველაფერს არაფერში გავცვლი. ისე გადის დრო, ვერც ვგრძნობ...  ლექსებისთვისაც ვერ ვიცლი. თუმცა, ახლა მალე გამოვა ჩემი მეორე ლექსების კრებული, რომელსაც „ნიუ უნის“ რექტორი თამარ გარდაფხაძე მიფინანსებს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მათთან მქონდა პოეზიის საღამო და რომ გაიგო, სპონსორს ვეძებდი, აქეთ შემეხმიანა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
– ლელა, შენ ბევრი საინტერესო სიუჟეტით დაამახსოვრე მაყურებელს თავი, მაგრამ განსაკუთრებული აღმოჩნდა გაურავ ჩოპრაზე მომზადებული გადაცემა, სადაც მისი დაცვა იყავი. როგორი იყო დაცვის როლში ყოფნა?
– გაურავ ჩოპრა, იგივე მისტერ რათხოდი საქართველოში ჩამოვიდა გადაცემის – „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ მოწვევით და მაია სტეფნაძის ძალისხმევით. ვარსკვლავი როცა ჩამოდის, ჩვეულებრივ, მას აქვს თავისი პირობები – როგორ იცხოვრებს, სად, რა გრაფიკი ექნება. გაურავის მოთხოვნა იყო, რომ მას ჰყოლოდა დაცვა და მაია სტეფნაძემ გადაწყვიტა, დაცვაც და პირადი მძღოლიც მე ვყოფილიყავი. ჩამოვიდა და დახვდა გია ჯაჯანიძე, მაია სტეფნაძე, მთელი სტაფი და კარიდან რომ გამოვიდა, გია ჯაჯანიძე ახვედრებს ჩემს თავს და ეუბნება: „ეს გოგო არის შენი დაცვა“. გაოცდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა, ჩვენ ვიმეგობრებთო. მანქანაში სულ სამნი ვიყავით – მე, მისტერ რათხოდი და ახალგაზრდა, უნიჭიერესი, დამწყები ჟურნალისტი ნიკა გოგიაშვილი, რომელიც იყო მისი თარჯიმანი და მეგზურობას უწევდა თავიდან ბოლომდე. მე კი მის გადაადგილებას და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფდი. ჩვეულებრივ შევითავსე დაცვისა და მძღოლის როლი... თვითონ ამბობდა: ყველა ქვეყანაში ღიპიან დაცვას მახვედრებენ და თქვენ იყავით ძალიან გამორჩეულები და კრეატიულები ამ იდეითო. ხშირად, მანქანის კარს რომ ვუღებდი, ამბობდა: მე იქეთ უნდა გემსახურებოდე, უხერხულად ვარო, მაგრამ მე არ ვანებებდი, ვეძახდი: დამელოდე, მე გაგიღებ-მეთქი, აი, ასეთ რეჟიმში მომიწია მასთან ურთიერთობა.  ძალიან სასაცილო ვიყავი – მე დაცვა, მაგრამ ამ ჟურნალისტობის პერიოდში იმდენი რამ გამოვცადე და იმდენი როლი მოვირგე...
– რეალურად თუ ჰგავს იმ გმირს, რომელსაც სერიალში თამაშობს?
– მე, მაგალითად, სერიალებს არ ვუყურებ, დრო არ მაქვს, მაგრამ ერთხელ თვალი მოვკარი სილამაზის სალონში – ამ ბიჭმა ვიღაც გოგო მოიტაცა და ძალიან რომანტიკული რაღაცეები მოუწყო. პატივს სცემდა და ძალიან შეყვარებული იყო. იქიდან  დამამახსოვრდა და ვუთხარი კიდეც. ვიზუალურად კი მახსოვდა ეკრანიდან. თუმცა, ხშირად ისეთები არ არიან, როგორიც ეკრანზე ჩანან და სანამ ჩამოვიდოდა, მთელი სტაფი ვხუმრობდით, ისეთი რომ არ აღმოჩნდესო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ისეთივე სიმპათიურია და ძალიან ჰგავს თავის გმირს. როლი ხასიათში აქვს გადასული – ძალიან ძლიერი და მზრუნველია. ამბობდა: მე უნდა გიცავდე და შენ მიცავო... ასევე, ძალიან უბრალო და თავმდაბალია. ქუჩაში სხვანაირია, ჩაწერაზე – სხვანაირი, იცის შოუს გაკეთება. იცის, სად რა უნდა გააკეთოს:  მანქანაში სხვანაირია, იცის, რომ აქ მხიარულება და ხალისია საჭირო.  სულ მეხუმრებოდა – ჩემი „ბოდიგარდი“ როგორი მკაცრიაო, რაღაცას იხუმრებდა და ხედავთ, არც კი იცინისო...  მეც როლში შევედი... მეც და ნიკასაც გვეგონა, რომ მთელი ცხოვრება მასთან ვმუშაობდით.
– სხვადასხვა კუთხეში გყავდათ. როგორი იყო მისი შთბეჭდილებები საქართველოზე?
– სულ უნდოდა, რომ გვემოძრავა. რადგან რამდენიმე დღით იყო ჩამოსული, უნდოდა, ყველაფრის ნახვა მოესწრო, ქვეყნის კულტურა გაეცნო. ყველაფერი ძალიან მოეწონა. ძალიან ბევრი შეხვედრა იყო და ფაქტია, ძალიან სასიამოვნო შეხვედრები იმ ფანებთან, ვისაც ის რეალურად უყვარს. ქუთაისში გადაირია, ლია ჭელიძის ოჯახი ისე დაგვხვდა, ეს ცალკე სალაპარაკო გახდა. ყველა კერძს აგემოვნებდა, არაფერს იწუნებდა, გაოგნებული იჯდა. რომ წამოვედით, სასტუმროში ერთი ეს იკითხა, ამდენ საჭმელს რას უშვებით მერე, სად მიგაქვთო. მან ისიც კარგად დაინახა და გაიგო, საქართველოში ბოლომდე როგორ იხარჯებიან სტუმრისთვის და ამით აღფრთოვანდა. ბევრი სიურპრიზი ნახა მაყურებელმა, ბევრიც კადრს მიღმა დარჩა. მანონი ოქრუაშვილს, ვინც გადაცემას აგებს, ეხუმრებოდა ხოლმე: მე მგონი, ისე გავაკეთე ყველაფერი, ბევრის დაჭრა არ დაგჭირდებაო. ყველაზე მეტად მადლიერი იყო გადაცემის. მერე მაიას ჩაეხუტა. ასე მგონია, წინა ცხოვრებაში გიცნობდიო. ჯაჯანიძეზე საერთოდ გადაირია. მისი მენეჯერიც კი გაოგნებული იყო, ეს რომ თავის ემოციებს უზიარებდა. კი იღლებოდა, მაგრამ სასიამოვნო დაღლა იყო მისთვის. სულ ამბობდა, მე ბედნიერი ვარო. ქუთაისიდან რომ მოდიოდა, გიას უთხრა: „მე ახლა ნამდვილად ისე ვგრძნობ თავს, როგორც მეფე“. ის თავის ქვეყანაში, მართლაც, როგორც მეფე, ისე ჰყავთ. აქედან ჩასვლისთნავე რადიოში ჰყავდათ მიწვეული. ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
– ლელა, ჯერ კიდევ გადაცემის გასვლამდე თქვენს ურთიერთობაზე ალაპარაკდა ხალხი. ამბობდნენ, ლელა ნინუა შეუყვარდაო... არაერთი მისი ფანი წერდა სოციალურ ქსელში. რეალურად, რა ხდება თქვენ შორის?
– სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა ჩამოსვლისთანავე: დედაჩემი მეკითხება, ახლა სად მიდიხარო. მე ვუთხარი, საქართველოში-მეთქი. რატომ დადიხარ ამდენსო. იმიტომ დავდივარ, რომ ხალხი გავაბედნიერო,  ვინც მე ეკრანიდან მიყურებს და ვუყვარვარ, მათ ახლოს მინდა შევხვდე და ჩავეხუტო-მეთქი. დედას უთქვამს: ახლა საქართველოში რომ მიდიხარ, მოდი, მხოლოდ მე გამაბედნიერეო. რას ნიშნავს მხოლოდ შენ გაგაბედნიერო-მეთქი. იმას, რომ საქართველოდან ცოლი წამოიყვანეო. მე მგონი, ეს არის მისი ხრიკი, რომელსაც ყველა ქვეყანაში ჩასვლისას ამბობს.  ყველამ, ვინც კი გაიცნო და შეხება ჰქონდა, გადაიღო მასთან ფოტო. მეც, ჩვეულებრივ, გადავიღე. ნიკა შევაწუხე ფოტოების გადაღებით, ჩვეულებრივი მომენტია – ვარსკვლავია და მინდოდა მასთან ფოტოები. მე ბოლომდე არ ვდებდი ფოტოებს „ფეისბუქზე“, რომ  წავა, მერე დავდებ-მეთქი. მერე ვფიქრობდი, გადაცემის გასვლის შემდეგ დავდებთ-მეთქი და  ყველამ რომ ატვირთა, უამრავი ფოტოდან მეც ავარჩიე სამი ფოტო. იმ ფოტოებში ჩანს, რომ ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს. ქუთაისში ვიყავით. საღამოს ავტვირთე და იმ ღამეს დავიძინეთ ჩვეულებრივ. მეორე დილით დამხვდა უამრავი შეტყობინება, ზარი ზარზე, სააგენტოების ლინკები. გამეცინა, ფამილარული და მსგავსი შეფასებებისგან ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოს, მაგრამ ერთი კი ვთქვი: ამდენი რამ გამიკეთებია, ამდენი წელია, ჟურნალისტიკაში ვარ. თქვენი ჟურნალი იყო პირველი, რომელმაც დაბეჭდა, რომ მე, ძალიან პატარა წავედი ჩეჩნეთის ომში, აღმოვაჩინე სამმეტრიანი ადამიანის ძვლები, კიდევ რაღაცეები და იმაზე, რომ უცხო კაცთან, რომელიც ინდური სერიალების გმირია, ფოტო გადავიღე – უცებ ალაპარაკდა ყველა: ლელა ნინუა და გაურავ ჩოპრა შეყვარებულები არიან. ძალიან განვიცადე, მთელი დღე არ ვეუბნებოდი. არ ვიცნობ ადამიანს, ვარსკვლავია. მას აქვს თავისი ამბიციები და არ ვიცი, რა რეაქცია ექნება. ნიკას ვაფრთხილებდი, რომ არ ეთქვა. ჩაწერის შემდეგ დაგვპატიჟა რესტორანში, ვსადილობდით და იქ მაინც გაიგო. პირველი შეკითხვა მისგან ის კი არ იყო – რატომ? არამედ – რატომ ლელა?.. რადგან მილიონმა ქალმა გადაიღო მასთან ფოტო. ჩვენ ვერ ვუთხარით, რომ მე არ ვარ პროფესიონალი დაცვა.
– იმასაც ამბობენ, რომ ხშირად ქუჩაში, მანქანაში ჩაჯდომამდე გაცეკვებდა...
–  ყველგან მეცეკვებოდა. ფანებისგან რომ გამოდიოდა კარგ ხასიათზე, უცებ ქუჩაში მანქანაში ჩაჯდომამდე ამაცეკვებდა  ხოლმე. მეც ინდურ სერიალში მეგონა თავი. მეც ხომ ასეთი ხალისიანი ვარ, მაგრამ მინდა გითხრა, ძალიან ღრმა ადამიანია – იმდენად, რომ პირველ დღესვე თქვა: საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, მამაკაცი ქალის გულის მოსაგებად, როცა მასთან ურთიერთობა უნდა, პირდაპირ ეუბნება, მიყვარხარო. ასე კი არ უნდა უთხრასო. ასტროლოგიაში ძალიან კარგად ერკვეოდა. ისე ცნობდა ადამიანებს, პირდაპირ ეუბნებოდა: შენ ეს ზოდიაქო ხარ, ამის ნიშნები გაქვს, შენ ეს გაქვს ძლიერიო. მაგალითებით, წიგნებით საუბრობდა. მზერით გკლავდა, სასწაული მწველი მზერა აქვს. მაგრამ ცუდი ენერგეტიკა არ მოდიოდა, პირიქით, დადებითი და საინტერესო ადამიანია. უკან რომ მეჯდა მანქანაში, თვალს თვალში მიყრიდა, დაჟინებით მიმზერდა, იმიტომ კი არა, რომ ამით პროვოცირებას ახდენდა – შენ რა ლამაზი თვალები გაქვსო, რასაც სხვა კაცი იტყოდა. ის სულში შედიოდა და თვალებით გხედავდა. თან, ეს სულ მეორდებოდა. მერე მე ვკითხე: ამ პერიოდის განმავლობაში სულ ასე რატომ მიყურებ, ხან საშიში ხარ, ხან საინტერესო, ხან რაღაცას კითხულობ – ეს ადამიანების ამოცნობის შენი სტილია და ყველას ეგრე უყურებ-მეთქი?  გაუკვირდა ეს შეკითხვა რომ დავუსვი და მიპასუხა: არა, ყველას ეგრე არ ვუყურებ. ყველას მიმართ ასეთი არ ვარო... და აღარ გააგრძელა...
– საბოლოოდ, გაიგო, რომ შენ დაცვის თანამშრომელი არ ხარ?
– ბოლოს გავუმხილე. აეროპორტში რომ ვაცილებდით, ყურში ჩავჩურჩულე: შენ ხარ პირველი და უკანასკნელი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში, რომლის დაცვაც მე ვიყავი და მეტი არავინ იქნება-მეთქი. მან თქვა, რომ მოსწონს ცოტა სრული, შავგვრემანი, მისი  თანამემამულეთა მსგავსი ქალები. ისე აღნიშნა, რომ საქართველოში ქალები განსაკუთრებულად ლამაზები ხართო. წასვლის წინა დღეებში ვანახვე ჩემი ლექსების კრებული და გაუკვირდა – ჩემი დაცვა და მძღოლი ლექსებსაც წერსო? რამდენიმე დღის მერე ნიკასთვის უკითხავს, არ მაჩუქებს თავის კრებულსო? წასვლისას, აეროპორტში რეგისტრაცია რომ გაიარა და გადიოდა, ვაჩუქე ჩემი ლექსების კრებული, რომელშიც ინდურ ენაზე დავაწერე: „მე შენ მიყვარხარ“. მეტი რა უნდა დამეწერა, ინდური მე არ ვიცოდი. რომ წავიდა, მივწერე: სადმე სანაგვეში არ გადააგდო-მეთქი.

скачать dle 11.3