ბრძნული აზრები
გოეთე: ვისაც აქვს რელიგია, მას აღარ სჭირდება მეცნიერება.
ვოვენარგი: მჭევრმეტყველი ის არის, ვინც, საგანგებო მონდომების გარეშე, თავისი რწმენითა თუ ვნებით, სხვათა სულსა და გულს აღავსებს.
სვიფტი: პატივმოყვარეობა ნიშანია უფრო არარაობისა, ვიდრე სიდიადისა.
ვოლტერი: გულწრფელობა პოლიტიკაში, ეს არის შემოწმებისთვის სავსებით მისაწვდომი შესაბამისობა სიტყვასა და საქმეს შორის.
პლატონი: როდესაც სათნოებას ფასი ეკარგება, ოქროს მაზანდა ემატება.
შვაიცერი: სიმართლის საძირკველი ადამიანურობაა.
ლობერგერი: სამართალი უსამართლობის ნიღაბია მსოფლიო ისტორიის კარნავალზე.
სენეკა: სიბრძნეს ის დაუფლებია, ვინც ისევე უზრუნველად კვდება, როგორც დაიბადა.
შუკშინი: ზნეობრიობა სიმართლეა.
კანინგი: ბოლოს და ბოლოს ისეთი სიტყვა მოგწონს ადამიანს, რომელიც შეგძრავს.
ფროიდი: ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ.
რუსო: ცხოვრება თავისთავად არაფრად ფასობს, ის მისი გამოყენების მიხედვით ფასდება.
მეტერლანკი: სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.
კაფკა: მწერალი ასე შეიძლება, განვმარტოთ: ის განტევების ვაცია კაცობრიობისთვის. ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, უცოდველად, ანდა თითქმის უცოდველად განიცადონ ცოდვები.
ოთარ ჭილაძე: მტრის გინებით, მოყვარეს შევაჯავრე თავი.
აინშტაინი: როცა ვიღაც თითს ცისკენ იშვერს, მხოლოდ სულელი თუ მიაჩერდება თითს.
სტრანდბერგი: ნამდვილ მშვენიერებას არ შეუძლია არსებობა სიკეთის გარეშე.
ჩეხოვი: რა თქმა უნდა, მწერალი უნდა შოულობდეს, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს, იარსებოს და წეროს. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იარსებობს და წეროს იმისთვის, რომ ფული გამოიმუშაოს.
ავრელიუსი: დიდებისკენ მისწრაფებისას ადამიანი ხშირად გადაუხვევს ხოლმე კეთილი თვისებებიდან.
მაკიაველი: როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, სახელმწიფო გადატრიალებები ხშირად ხდებოდა, მაგრამ იშვიათად იმარჯვებდნენ.
ფრანკლინი: სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ ორი მათგანი მკვდარია.
ზოლა: ზოგჯერ ჩხუბი ცოლ-ქმარს შორის საუბარია.
ტოლსტოი: ქალი, რომელიც ცდილობს, მამაკაცს დაემსგავსოს, ისეთივე მახინჯია, როგორც ქალაჩუნა მამაკაცი.