კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არ უნდა ახსენდებოდეს საყვარელ ქალთან ურთიერთობისას გიორგი ნადიბაიძეს და გრძელდება თუ არა მისი და ქეთა თოფურიას ურთიერთობა

მომღერალი გიორგი ნადიბაიძე „ვოისში“ გამარჯვების შემდეგ აქტიურად განაგრძობს სამუსიკო კარიერას. გიორგი გულახდილად გვესაუბრება თავის სამომავლო გეგმებზე.
გიორგი ნადიბაიძე: ეიფორიაში აღარ ვარ, მაგრამ ცოტათი მაინც არეული ვარ. რეჟიმში რომ ხარ და საქმეს აკეთებ, უფრო მეტად აზრზე ხარ და საქმეც კარგად გამოდის. ახლა კი ცოტა გავზარმაცდი. მართალია, რაღაცეებს ვაკეთებ, მაგრამ დროშია გაწელილი. მაშინ უფრო მეტად მობილიზებული ვიყავი, თუმცა მომავალში ისევ ჩავდგები რეჟიმში, რადგან წინ კარგი გეგმები მაქვს.
– შენს გამარჯვებაში ქეთა თოფურიას როლიც დიდი იყო.
– რა თქმა უნდა. ასეთ პროექტში მონაწილის ცხოვრებაში ყველა მწვრთნელი დიდ როლს ასრულებს. ჩემს ცხოვრებაშიც ხომ უნდა შეესრულებინა ვინმეს ეს როლი და ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ქეთა, რომელმაც კარგად გაართვა თავი ამ როლს, ისევე, როგორც მე. შეიძლება, ქეთასთან რომ არ მოვხვედრილიყავი, ასეთი ყურადღებაც არ მიმექცია, რადგან ბევრი ნიუანსი იყო, რომელიც უკან დამწევდა. შესაბამისად, ჩემმა გათვლამ გაამართლა.
– ზოგადად, ცხოვრებაში ხშირად აკეთებ სწორ გათვლებს?
– მეუბნებიან, რომ საკმაოდ ლოგიკური და პრაგმატული ვარ. ჩემი დაკვირვება და მერე ანალიზი სიმართლეს გულისხმობს ხოლმე, როცა ვიტყვი: „ეს ასეა,” მაგრამ, ცოტა ეჭვი ეპარებათ და არ სჯერათ, თუმცა, მერე აუცილებლად ისე ხდება, რადგან ამას გააზრებულად ვამბობ. ყველაფერი მაინც ობიექტურობასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო მეტად ობიექტური ხარ, მით უფრო მართალი აღმოჩნდები.
– ქეთას ქმარიც გაიცანი?
– მაგარი ადამიანი და მაგარი კაცია, კარგი იუმორით, უშუალო. მეც და ქეთასაც ძალიან გვგულშემატკივრობდა. ფინალზეც იყო ჩამოსული, მერე ერთად აღვნიშნეთ გამარჯვება.
– ხომ არ იეჭვიანა შენზე? ქეთა მთელი კონკურსის განმავლობაში ისეთ კომპლიმენტებს გეუბნებოდა – გათხოვილი რომ არ ვიყო, ცოლად გამოგყვებოდიო და ასე შემდეგ.
– არა, არ უეჭვიანია. შეიძლება, არც იცის და, რომც გაიგოს, არ მიაქცევს ყურადღებას – ეს ხომ ხუმრობა იყო.
– ახლა გაქვს ქეთასთან ურთიერთობა?
– გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, გვიყვარს ერთმანეთი. შეუძლებელია, ამდენი რაღაცის მერე ადამიანი დაივიწყო, უბრალოდ, ყოველდღიური ურთიერთობა ვერ გვექნება. შიგადაშიგ მოვიკითხავთ ერთმანეთს. ჩემი უახლოესი გეგმა უცხოეთში ერთ-ერთ პროექტს უკავშირდება, რომელიც პერსპექტიული იქნება ჩემთვის.
– ქეთაც ჩართულია ამაში? კიდევ გადაიკვეთება თქვენი გზები?
– შეიძლება, გადაიკვეთოს, თუმცა ბევრი რამ სწორედ ჩემზეა დამოკიდებული და არა ქეთაზე. ერთობლივ გეგმებზე საუბარი ჯერჯერობით რთულია, ის იქ არის, მე – აქ. მომავალში იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ დაიგეგმება – რატომაც არა?!
– გამარჯვების შემდეგ ქეთას საჩუქარი არ გაუკეთე?
– ამ თემაზე საუბარი ცოტა რთული და უხერხულია. „ნოუ კომენტ!“ არაფერი ყოფილა. შეიძლება, ვინმემ თქვას – რატომ არ იყო, ამხელა რაღაც მოხდაო. ვერ მოხერხდა, რადგან ქეთა მალე წავიდა და მეც ვერ მოვახერხე. თუმცა, ის სიყვარული და მეგობრობა, რაც მის მიმართ მაქვს, ყველაფერს აჭარბებს.
– როდის აპირებ მოგებულ ბინაში გადასვლას?
– მშენებლობის დასრულებას ველოდები და მერე გადავალ. არ მიყვარს თავის შებრალებები, „შესაცოდი ბიჭის“ როლში ყოფნა, მაგრამ, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ რეალურად, ჩემთვის სახლი დიდი პრობლემა იყო. ყველანაირ ხერხს მივმართავდი, რომ ეს საკითხი მომეგვარებინა. მადლობა ღმერთს, ჩემი საქმით შევძელი, ეს დიდი პრობლემა მომეგვარებინა, რომელიც, ალბათ, უფრო მეტის დასაწყისი გახდება. ბევრი მეკითხება – არ ყიდიო? რატომ უნდა გავყიდო? მოგებულია, ნაჩუქარი, თან, უძრავი ქონებაა? არ იცი, ხვალ რა იქნება. არ ვაპირებ მის გაყიდვას, პირიქით, იქ ცხოვრებას ვაპირებ; უფრო მეტად იმ იდეას განვიხილავ, რომ დამატებით სხვა ბინაც ვიყიდო და მერე ორივე ჩემი გემოვნებით მოვაწყო.
– ქეთასთვის არ გამოყოფ კუთხეს?
– ჯერ არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ დავიწყებ ამაზე ფიქრს – ხატებთან რომ ქეთას პოსტერი გავაკრა.
– როგორი გოგონა წარმოგიდგენია შენ გვერდით?
– ჩემში შინაგანად არაფერი შეცვლილა, რა ტიპიც ვიყავი, ისევ ის ვარ და ის დავრჩები, ალბათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის ერთგვაროვანი იყო – გონებაში იდეალს წარმოვიდგენდი ხოლმე, რომელსაც დღესაც მივყვები. იმ მომენტმა, რომ უფრო პოპულარული ვარ, ჩემს მოთხოვნებში, შეიძლება, შეცვალოს ის, რომ, ადამიანი, რომელიც ამას ვერ აიტანდა გუშინ, ვერ აიტანს ხვალ, რადგან, როგორიც ვარ და ვიქნები, ისეთი უნდა მიმიღოს ყოველთვის.
– როგორი ხარ? იმედია, არ ეტყვი გოგონას – სახლში იჯექი და საჭმელი აკეთეო და ასე შემდეგ.
– ზომიერი ვიქნები. მოკლე კაბებთან, დეკოლტესთან დაკავშირებით, არ მინდა, ხაზგასმა გავაკეთო – რა თქმა უნდა, მომწონს, თავისუფაული ვარ ამ საკითხში. უბრალოდ, ქალსაც და კაცსაც უნდა ესმოდეთ, ერთმანეთის გვერდით როგორ მოიქცნენ; უნდა იცოდნენ, რა შეიძლება მომეწონოს და რა – არა. ერთ უღელს თუ მიუყვებიან, ერთმანეთს პატივიც უნდა სცენ, ზომიერება დაიცვან. თუ ადამიანი მოგწონს და გიყვარს, დეტალებს მნიშვნელობა ეკარგება, კომპლექსებისთვის დრო აღარ გრჩება. მეც იმედი მაქვს, ისე შემიყვარდება, დავბრმავდები. განსაკუთრებული „წიკები“ არ მაქვს. მინდა, ისეთი შემხვდეს, ვისაც გავუგებ. თან, მე მარტივად ვუგებ ადამიანებს, თუმცა მარტივად არ ვიღებ. ათქვეფილობები, ყველას რომ ედებიან – ეს არ არის ჩემი სტილი, არ ვარ ასეთი. შესაბამისად, ამ საკითხში პრინციპული ვიქნები. არ იქნება ის ყველასნაირი, ჩემთვის უნდა იყოს იდეალური. როცა ადამიანი მიყვარს, ყველაფრით უნდა მიყვარდეს, მასთან ურთიერთობისას სხვები არ უნდა გამახსენდეს. არავინ არ უნდა გახსენდებოდეს და ის უნდა იყოს ერთი.
– მკაცრიც იქნები?
– ზომიერად. გააჩნია, როგორი ქალი იქნება ჩემ გვერდით. ზოდიაქოთიც ისეთი ბობოქარი ტიპი ვარ, ძალიან უნდა ვუყვარდე, რომ ვიწამო და მეც შემიყვარდეს. ვერ ვიგებ, როცა ამბობენ: ქალს უფრო მეტად უყვარს, ან კაცსო. როგორ შეიძლება, ერთად იყოთ, ოჯახი შექმნათ და კიდევ იმაზე ილაპარაკოთ, რომელს უფრო მეტად უყვარს. გამოხატვაზე არ ვსაუბრობ, გრძნობას ვგულისხმობ. ვფიქრობ, ეს მორევი უნდა იყოს, ცეცხლოვანი სიყვარული. თან, ჩემი თავი მოსიყვარულე ტიპი მგონია არა მხოლოდ ქალებთან ურთიერთობაში, არამედ, ზოგადად, თორემ, დიდი სასიყვარულო გამოცდილება არ მქონია და არც მხიბლავს წარამარა ურთიერთობები, რაღაცეებისთვის სტატუსების მინიჭება. შეიძლება. ათი-ოცი ყოფილა, მაგრამ შეყვარებულები არ ყოფილან, თავისი გარკვეული სახელი ჰქონიათ.

скачать dle 11.3