კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიმართავს ონისე ონიანს ქალიშვილი „ბატონობით“ და რის გამო გადაიფიქრა მან აყვანილი შვილის კასტრირება

მსახიობი ონისე ონიანი ნამდვილად ბედნიერი ადამიანია, რადგან ცხოვრებაში თითქმის ყველა ოცნება აუხდა. გარდა იმისა, რომ კარიერაში წარმატებულია და სცენაზე სახასიათო როლებს თამაშობს, პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა. ის არაჩვეულებრივი მამაა და შვილების მესაიდუმლე. ონისემ ბიზნესშიც სცადა ბედი, თუმცა როგორც თავად ამბობს, კარგი ბიზნესმენი ვერ გამოდგა. ხოლო, აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 ონისე ონიანი: ნამდვილად იღბლიანი  ვარ და ცხოვრებაში გამიმართლა – არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს, ვაკეთებ საქმეს რომელიც მიყვარს და გვერდით ერთგული მეგობრები მიდგანან. სულ ვამბობ, გამიმართლა საქართველოში რომ დავიბადე და არა სხვა ქვეყანაში-მეთქი. იმაშიც იღბლიანი ვარ, რომ ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი და დღეს, მარჯანიშვილის სცენაზე ვდგავარ. იცით, როდის მივხვდი, რომ გავიზარდე და დიდი ბიჭი ვარ? როცა მამა გარდაიცვალა და ერთ წამში გავხდი დიდი. ვალდებულებაც გაიზარდა და დამოკიდებულებებიც შეიცვალა. ყოველთვის ვითვალისწინებდი დედისა და მამის აზრს. არასდროს ვყოფილვარ ჯიუტი და თამამი ბავშვი. თუმცა ჩემი მოთხოვნილებები და მიზნები მქონდა და ამას მშობლები დიდ პატივს სცემენ.
– თავად როგორი მამა ხარ?
– 28 წლის ასაკში გავხდი მამა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში. ვიგრძენი, რომ ვალდებულება მომემატა, გაჩნდა პატარა, რომელიც ჩემია და მასზე უნდა მეზრუნა. ორი გოგო მყავს – 20 წლის ლილე და 14 წლის ანასტასია. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მამა ვარ, რადგან მათ გაზრდაში დიდი წვლილი მიმიძღვის. მაგალითად, პატარები რომ იყვნენ, მე თავად ვუცვლიდი, ვაბანავებდი, ვასეირნებდი, ვაჭმევდი, დამყავდა ექიმებთან, ვაძინებდი, ღამეებს ვუთევდი. ვხუმრობდი, ყველაფერს ვუკეთებ შვილებს და მეშინია, ძუძუში რძეც არ ჩამიდგეს-მეთქი (იცინის).
– საკმაოდ რთული თაობა მოდის, თავისი შეხედულებებით, მისწრაფებებით, მიზნებით... არ გიჭირს ქალიშვილების გაგება?
– ძალიან მიჭირს, თუმცა ვცდილობ, ყველაფერში გვერდით ვედგე. მე სასცენო ხელოვნების ლექციებს ვკითხულობ და რომ ვაკვირდები ახლანდელ თაობას, საკმაოდ რთულია მათი გაგება. ჩემი შვილიც, ჩემი სტუდენტია და არ დამავიწყდება, სტუდენტები რომ მეძახდნენ ბატონო ონისეო, შვილმაც ასე მომმართა-ბატონო ონისე. იმდენი ვიცინე, ჩავბჟირდი (იცინის). სულ სხვანაირი თაობა მოდის და მათთან ურთიერთობაში ძალიან ვფრთხილობ. შვილებთან მკაცრი არ ვარ, უბრალოდ, მინდა, სწორად დაინახონ და შეაფასონ ის მოვლენები, რაც გარშემო ხდება. მათაც არაფერს ვუმალავ და გახსნილი ვარ.
– თქვი, ჩემს შვილებს ყველაფერში ვუგებო. რომ გაიგო შენს ქალიშვილს ჰყავს ბოიფრენდი, ამაში თუ გაუგებ და რა რეაქცია გექნება?
– ის დრო წავიდა, როცა მამები გაიგებდნენ ქალიშვილს შეყვარებული ჰყავსო და სახლში კეტავდნენ. როცა ადამიანი 20 წლისაა და უყვარდება, ეს ნორმალურია. ეს მისი ცხოვრებაა და თავად უნდა მართოს. თუ შენს შვილს უყვარს და ურთიერთობა აქვს, სირაქლემას პოზაში ნუ დავდგებით მამები. თუ ჩემს შვილს ბიჭი უყვარს და მასთან ურთიერთობა სიამოვნებს, რა, ვირზე უკუღმა შევსვა და ტალახი ვესროლო? რა, სისულელეა! ამაშიც გავუგებ. მირჩევნია, გულახდილი იყოს და არაფერი დამიმალოს. თუმცა, ჯერ არ მოსულა ჩემი ქალიშვილი და არ უთქვამს, მამა, მე შეყვარებული ვარო. ამის მოლოდინში ვარ (იცინის). არც მე მიჭირს ჩემს შვილებთან იმის აღიარება, თუ რამე დავაშავე. ვფიქრობ, ყველაზე სწორად ჩემი ცხოვრების შემფასებლები, ისინი არიან. ხშირად მეუბნებიან, მამა, ეს არ გიხდება არ ჩაიცვა ან პირიქით, ეს ჩაიცვიო. თუ სპექტაკლზე რაიმე არ მოეწონათ, ამასაც მეუბნებიან და მეც ვითვალისწინებ. ერთ-ერთ ფესტივალზე, ჩემს უფროს ქალიშვილთან ერთად მივედი და ყველამ თვალები ჭყიტა. ნეტავ, ეს გოგო ვინ არისო (იცინის). ოჯახში რთული არ ვარ, თუმცა კამათი ყოველთვის „მოსულა“. ცხოვრება ასეთია. სხვათა შორის, მარტო ორი ქალიშვილის მამა კი არ ვარ, ბიჭიც მყავს, როკი. მართალია, ნაშვილებია, მაგრამ, ისიც ხომ შვილია? (იცინის).
– ძაღლს გულისმობ?
– თქვენ ძაღლი ეძახეთ და როკი ნამდვილი, სრულუფლებიანი, სრულფასოვანი ოჯახის წევრია – ჩემი მესამე შვილი.  ძალიან მიყვარს და იმასაც ვერ ხვდება, რომ აყვანილია. ერთადერთი, მე და ჩემს ცოლს არ გაგვიჩენია, თორემ სხვა მხრივ, როკი ნამდვილად ჩვენი შვილია. იმდენად ჭკვიანია, ერთ დღესაც თუ დაინახეთ, გაზეთს კითხულობს, არ გაგიკვირდეთ. ადრე მაღაზიაში ვაგზავნიდი და სიგარეტი ამოჰქონდა ხოლმე, მაგრამ ახლა ვეღარ ვგზავნი.
– რატომ?
– რატომ და გიჟდება გოგოებზე და მეშინია, სადმე არ გაიპაროს. რომ წავიდეს და დაიკარგოს... ადრე ღამეები არ მოდიოდა სახლში და გავგიჟდი, გადავირიე. ვამბობდი, გოგოები რა კარგი გასაზრდელი ყოფილან და ამ ნაშვილებმა ბიჭმა ეს რა დღეში ჩამაგდო-მეთქი. რთული ყოფილა ბიჭის გაზრდა. როკი, მე ნამდვილად არ მგავს, მექალთანეა (იცინის). ამას წინათ ვფიქრობდი, მგონი, როკი გოგოებზე მალე გამხდის ბაბუას და სახლში შვილიშვილებს მომაყენებს-მეთქი. ისიც ვიფიქრე, კასტრირება ხომ არ გავუკეთო-მეთქი, მაგრამ შვილს მამაკაცური ღირსება როგორ წავართვა? ამიტომ, გადავიფიქრე.
– ონისე, შენი მეგობრები ამბობენ, რომ  მისტიკური მოვლენები ხშირად ხდება შენს ცხოვრებაში. თუ საიდუმლო არ არის, რას გულისხმობენ?
– მისტიკური მოვლენა მართლაც ბევრია ჩემს ცხოვრებაში და ამას არც უარვყოფ. მაგალითად, ხშირად გამივლია გულში რაიმე და ის რეალურ ცხოვრებაშიც მომხდარა. ეს ძირითადად, ცუდ ფაქტებს უკავშირდება – გაფიქრება და ახდენა ერთია.
– დიდი დრო არ გასულა, რაც პროფესიით მსახიობმა ბიზნესი წამოიწყე. როგორი მსახიობი ხარ ვიცით, მაგრამ როგორც ბიზნესმენი, გამოდექი?
– ხომ გითხარით, იღბლიანი ვარ-მეთქი. ჰოდა, გამოგიტყდებით, რაღაც-რაღაცეებში უიღბლოც ვარ. მაგალითად, ბიზნესში, რადგან ეს ჩემი სფერო არ არის. ჩემს მეგობარს ფული ჩაუვარდა ხელში და შემომთავაზა, მოდი, რამე წამოვიწყოთო. მოკლედ, კაფე-საცხობი გავხსენით ვერაზე და დავარქვით – „ონოვერა“. თუმცა, მივხვდი, რომ ამ სფეროში მთლად წარმატებული ვერ გამოვდექი. ალბათ, იღბლის ბრალიცაა. თუმცა, ვაღიარებ, ყველა ოცნება მიხდება, მაგრამ მოგვიანებით და იმედია, ბიზნესშიც გამიმართლებს.
– ერთი პერიოდი, ხალხი ჭორაობდა, ონისე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს და ამისთვის ემზადებაო. როგორ გგონია, პოლიტიკოსობის ნიჭი გაქვს?
– ძალიან აქტიური ვარ და პოლიტიკოსისთვის ეს აუცილებელია. თუმცა, ბინძური საქმეა და მე ამ სიბინძურეში გარევა არ მინდა. სიმართლე თუ გინდათ, ჩემგან კარგი პოლიტიკოსი ვერ დადგება. პოლიტიკოსები, ჩემი აზრით, ყველაზე ბინძურ და ჭუჭყიან საქმეს აკეთებენ. მე ამაში გარევა არ მიყვარს და არც მინდა.
– იქნებ კრიტიკის გეშინია?
– არა, კრიტიკის არ მეშინია, მაგრამ ჩვენთან კრიტიკა სად იციან? პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე გადადიან და რატომ ვალანძღვინო თავი? რაც კარგად გამომდის, სცენაზე დგომაა, ამიტომ ეს საქმე ვაკეთო, ჯობია. ჯანსაღი კრიტიკა, კი ბატონო, მაგრამ ლანძღვას ვერ ავიტან. ამიტომ, პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ გავეკარები. სულ ორჯერ ვიყავი მიტინგზე და ისეთი წყევლა-კრულვა მივიღე ხალხისგან, გადავწყვიტე, აღარც მიტინგზე წავალ და არც არავის პოლიტიკურ სიმპათიას აღარ დავაფიქსირებ-მეთქი. ნეიტრალიტეტში ყოფნა მირჩევნია.

скачать dle 11.3