შესაძლებელია თუ არა 21-ე საუკუნეში დიაბეტის, უშვილობისა და ტუბერკულოზის წამლების გარეშე მკურნალობა და რა რაოდენობით სისხლი გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან ხიჯარმის მეთოდით
სანამ მედიცინა განვითარდებოდა და თანამედროვე მედიკამენტები და ტექნოლოგიები ჩაერთვებოდა ადამიანის გამოჯანმრთელებაში, ჩვენი წინაპრები მეტად უცნაურ მეთოდებს მიმართავდნენ სამკურნალოდ. სამეცნიერო-ისტორიულ დოკუმენტებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძველად საკმაოდ კარგად ერკვეოდნენ მედიცინაში, თუმცა მათ მიერ გამოყენებული მკურნალობის მეთოდები ნამდვილად უცნაური და გასაკვირი იყო. ყველაზე ცნობილი ხერხი სხვადასხვა დაავადების განსაკურნავად სისხლის გამოშვება იყო. საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ორგანიზმიდან სისხლის გამოშვება მრავალ დაავადებას შველოდა. შუა საუკუნეებში დალაქები, რომლებიც შინაურ ექიმობასაც „ითავსებდნენ”, მკურნალობის ამ მეთოდს იყენებდნენ, რისი გადმონაშთიცაა თეთრ და წითელ ფერებად დაზოლილი მოგრძო ნიშანი საპარიკმახეროების აბრებზე. მკურნალობის ამ მეთოდს ოფიციალურად იყენებდნენ ექიმებიც. მაგალითად, 1799 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის მკურნალობის დროს რამდენჯერმე მიმართეს სისხლის გამოშვებას... უცნაურია, რომ 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ ამ მეთოდზე, მაგრამ საზოგადოების ნაწილი, ამ ხერხს დღემდე მიმართავს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, დონორების მიერ ავადმყოფებისთვის სისხლის გაღებაც ხიჯარმად შეიძლება ჩაითვალოს. რომელ დაავადებებს კურნავს ორგანიზმიდან სისხლის გამოშვება ანუ ხიჯარმა და რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით თერაპევტ იანის ფილიპიდის ვესაუბრეთ.
– სისხლის გამოშვებით მკურნალობა უძველესი მეთოდია, თუმცა დღეს მედიცინაში ნაკლებად იყენებენ. რამდენად სასარგებლოა ეს ორგანიზმისთვის?
– სისხლის გამოშვებით მკურნალობას ხიჯარმა ეწოდება, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთ-ერთი უძველესი მეთოდია და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი. ეს თითქოს დავიწყებული, მაგრამ თავისი შედეგითა და სიმარტივით გენიალური მეთოდია მრავალი ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად, რაც დაბინძურებული სისხლის ორგანიზმიდან გამოდევნით ხორციელდება.
სისხლი არის ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და ისეთი პროცესების მონაწილე, როგორებიცაა, მაგალითად, ჟანგბადის მიწოდება უჯრედებში, ჰორმონებითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა; ასევე, სისხლი მონაწილეობს თერმორეგულაციაში და აწესრიგებს წყლისა და მარილების ბალანსს ორგანიზმში. ყველასთვის ცნობილია, რომ სისხლი შეიძლება შეგუბდეს ორგანიზმში. ვენებში და არტერიებში მოძრაობს მხოლოდ ორგანიზმში არსებული სისხლის ნაწილი, ნაწილი კი იმყოფება რეზერვში და ელოდება საგანგებო მდგომარეობას, როგორიცაა: სისხლდენა, ინტენსიური დატვირთვა, ჰიპოქსია და ასე შემდეგ. სისხლის უმოძრაობა იწვევს მის დაბერებას და კარგავს ხარისხს. მასში ხვდება ყველა ის არასასურველი ელემენტი, რომლებსაც ორგანიზმი იღებს არასწორი კვებით, სტრესით, დაბინძურებული ჰაერითა და წყლით. ხიჯარმა კი სწორედ ის მეთოდია, რომელიც გვეხმარება შეგუბებული სისხლის თავიდან მოსაშორებლად. ის, რომ სისხლის გამოშვება სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ნამდვილად ეჭვგარეშეა.
– უფრო კონკრეტულად, რომელი დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი ხიჯარმის მეშვეობით?
– სისხლის ორგანიზმიდან გამოდევნით ჩვენ ვაიძულებთ ორგანიზმს, ჩართოს სარეზერვო-აღდგენითი მექანიზმები და გამოიმუშაოს ახალი სისხლი, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებასა და არსებული დაავადებების განკურნებას. სისხლის გამოშვებას იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის: პროსტატა, ზურგის ტკივილი, სქესობრივი უძლურება, მაღალი და დაბალი წნევები, იმუნიტეტის დაქვეითება, შევიწროებული და თრომბული ვენები, ჰემოროი, კისრისა და მხრების ტკივილი, თავის ტკივილი, დიაბეტი, უშვილობა, ფილტვების ტუბერკულოზი, კანის დაავადებები, შარდის შეუკავებლობა, კუნთების ტკივილი, კიდურების შეშუპება, რევმატიზმი, პარალიზებული სხეული, ცუდი მხედველობა, დაქვეითებული სმენა, ჰაიმორიტი, კრუნჩხვები, ცილის დარღვევა. ამგვარად, სისხლის გამოშვება უნიკალური მეთოდია საიმისოდ, რომ ორგანიზმმა თვითონვე მოახერხოს თავისი რესურსების გამოყენება. ისტორია იცნობს ისეთ მეცნიერებს, რომლებიც საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ხიჯარმას და ერთ-ერთი მათგანია ჰიპოკრატე. სამწუხაროდ, დღეს არც ისე ბევრმა იცის ამ გენიალური მეთოდის – ხიჯარმას შესახებ, რომელიც კურნავს უამრავ დაავადებას. იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, არ არის საჭირო, ვირბინოთ აფთიაქში. შესაძლოა, ხიჯარმის ერთი სეანსი ბევრად უფრო შედეგიანი იყოს, ვიდრე ქიმიური წამლების მთლიანი შეკვრა.
– რა რაოდენობით სისხლი გამოიდევნება ორგანიზმიდან?
– რაც ორგანიზმიდან გამოდის, სულ სისხლი არ არის. მთლიანობაში, სითხე შეიძლება ლიტრზე მეტიც იყოს, მაგრამ ამ სითხეს ლიმფა აქვს შერეული. ლიმფა ორგანიზმში იგივე კანალიზაციაა, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობს. ამ ნელი მოძრაობიდან გამომდინარე, ხდება მისი დაგროვება. ლიმფის ამოღებისას, ბუნებრივია, სისხლიც გამოდის, თუმცა ორგანიზმიდან ხიჯარმის დროს ძირითადად ლიმფა გამოიდევნება. კონკრეტულ რაოდენობაზე ვერ ვისაუბრებთ, ეს ინდივიდუალურია და, გააჩნია, რომელ დაავადებას ვმკურნალობთ. შეიძლება, ნახევარლიტრიანი ქილა გამოვიდეს, შეიძლება – ერთი ლიტრი. ამ დროს ჩირქი, ლიმფა – ყველაფერია შერეული სისხლში.
– საკმაოდ ბევრი დაავადება ჩამოთვალეთ. სხეულის რომელი ნაწილიდან ხდება სისხლის გამოშვება?
– თითოეულ დაავადებას თავისი ადგილი აქვს განსაზღვრული, თავზეც კი შეიძლება ხიჯარმის მეთოდის გამოყენება და დასერვა. მაგალითად, თუ ადამიანს ხერხემალში აქვს ქსოვილების ანთებითი პროცესი, რაც იწვევს ნერვის ანთებას და გადაეცემა ფეხებს; ამ დროს სხეული ხერხემლიდან ერთი სანტიმეტრით გვერდზე, უნდა დაისეროს. დასერვის შემდეგ ვადებთ ვაკუუმის ქილას. დაგროვილი ლიმფა ქმნის წნევას და აწვება ნერვს.
– რომელი ასაკიდან არის შესაძლებელი ხიჯარმით მკურნალობა?
– ხიჯარმისთვის არ არსებობს განსაზღვრული ასაკი. ბავშვს შეიძლება რაღაც დაუჩიქრდეს და სხვა მეთოდით ვერ ჩაერიო.
– რამდენად მტკივნეული და უსაფრთხო მეთოდია?
– მტკივნეული საერთოდ არ არის. ამ მეთოდის დროს გამოიყენება დანისპირი ან ნემსი და ისერება ან იჭრება სხეული. ერთი ქილის ქვეშ დაახლოებით ოცი ჭრილობაა. მიუხედავად ამისა, სრულიად უსაფრთხო პროცესია.
– ჭრილობა ნაიარევს ტოვებს?
– თუ ექიმმა იცის, რას აკეთებს, ნაიარევი არ რჩება. სხეული ისე იჭრება, რომ ეს არ მოხდეს. თუ ნაიარევი დარჩა, ესე იგი ექიმმა ღრმად გაჭრა. ეს სრულიად უსაფრთხო და ძალიან სასარგებლო მეთოდია, რომელიც ყოველგვარი წამლის გარეშე კურნავს ადამიანს. ჩვენთან მოდიან ისინი, რომლებმაც ექიმები და პროფესორები მოიარეს, მაგრამ ისევ ავად არიან.
– ამ მეთოდთან ერთად კიდევ რას ურჩევთ პაციენტს ან რას იყენებთ?
– ორგანიზმი სხვაგვარად განიხილება აღმოსავლურ მედიცინაში. ღვიძლი მტკივა და მარტო ღვიძლზე მიმკურნალე – ასე არ არის. ორგანოები ერთმანეთზეა დამოკიდებულია და ამიტომ, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ვუბიძგებთ მათ, რაც შედეგს კიდევ უფრო აუმჯობესებს.
– უკუჩვენებები თუ აქვს ამ მეთოდს?
– არა, არანაირი უკუჩვენება არ აქვს. ის არტერიაზე და მსგავს ადგილებზე არ კეთდება.