კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაავალა ქალმა დას ქმრის მოკვლა

60  წლის ვლადიმერ ს-შვილი   თავის არეში მიყენებული დაზიანებით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.  მისი ცოლისდის, მარინა ბ-შვილის განცხადებით, მამაკაცი უბედური შემთხვევის  მსხვერპლი გახდა –  ქალი  მეზობლებთან აცხადებდა, რომ ვლადიმერი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ის ეზოში წაიქცა და თავი  ლოდს ჩამოარტყაო. იგივე დაადასტურა სამართალდამცველებთან გარდაცვლილის მეუღლემ, რომელიც შემთხვევას არ შესწრებია. მისი ჩვენების მიხედვით, სახლში მყოფს ეზოდან დის სასოწარკვეთილი  ყვირილი შემოესმა, ხმაურზე გარეთ გასულს კი  მეუღლე  უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით მამაკაცი მართლაც უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო, მაინც გაჩნდა კითხვები, რომლებზეც არც გარდაცვლილის მეუღლეს ჰქონდა პასუხი და არც მის ცოლისდას – მისივე თქმით, უბედური შემთხვევის თვითმხილველს. ვლადიმერ ს-შვილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი ხშირად სვამდა, თუმცა გონებას არასდროს კარგავდა, ამიტომ მათთვის  რთული იყო იმის   დაჯერება, რომ ვლადიმერ ს-შვილი საკუთარ ეზოში ისე დაეცა თავით ქვის ლოდზე, რომ სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილი მამაკაცის სახლის ეზოში გამოძიებამ აღმოაჩინა მოზრდილი ზომის ქვა და მოგვიანებით სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მასზე ვლადიმერ ს-შვილის სისხლის კვალი იყო დარჩენილი. მეზობლების ჩვენების მიხედვით, ლოდი, რომელზეც მამაკაცმა თავი ჩამოარტყა, წლების განმავლობაში გამოიყენებოდა მეორე სართულზე ასასვლელი კიბის პირველ საფეხურად. ქვა ძალიან მძიმე იყო და, მეზობლების ეჭვი,  ვინ და  რატომ  შეუცვალა მას  ადგილი, სამართლადამცველებისთვისაც საეჭვო გარემოებად იქცა.   გარდაცვლილის მეუღლის, ელენე ბ-შვილის განცახდებით, ქვის ფილა თავად ვლადიმერმა გადააადგილა, რაზეც ის ქმარს წაეჩხუბა კიდეც. ჯიუტი კაცი იყო და, რასაც აიჩემებდა, იმას აკეთებდა; არც კი ვიცი,  ქვის ფილას ადგილი რატომ შეუცვალაო – განაცხადა ელენე ბ-შვილმა გამოძიებასთან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვა აღმოჩნდა ისეთ ადგილას, რომელიც მეზობლების თვალიდან  მოფარებული იყო და რომელზეც, დების ჩვენების მიხედვით, მამაკაცმა თავი დაარტყა, გამოძიებისთვის კიდევ მეტ კითხვას აჩენდა.
გარდაცვლილის მეზობლის ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ ს-შვილმა ალკოჰოლის მიღება დაიწყო, ურთიერთობა გაუფუჭდა ცოლთან, ელენე ბ-შვილთან. მათ ურთიერთობაში ძალიან ცუდად ერეოდა ელენეს და, მარინა, რომელიც სოფელში დისა და სიძის ახლოს ცხოვრობდა და მათი ხშირი სტუმარი იყო. ამის გამო ვლადიმერმა მარინას მათთან მისვლა აუკრძალა და ერთხელ მეზობლების თანდასწრებით უთხრა კიდეც – ჩემს ცოლს ტვინს ურევო. გამოძიებამ დაკითხა გარდაცვლილის მეზობელი, რომელიც  ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე სიძისა და ცოლისდის დაპირისპირების მოწმე გახდა. მისი ჩვენების მიხედვით,   მარინა ბ-შვილმა სიძეს მეზობლების თანდასწრებით რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც ვლადიმერი წაიქცა და, რომ არა მეზობლების დახმარება, დამოუკიდებლად ადგომასაც კი ვერ შეძლებდა, რადგან ქალი მასზე ფიზიკურ ძალადობას განაგრძობდა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, საეჭვო გახდა უბედური შემთხვევის დებისეული ვერსია და ეს ეჭვი სამედიცინო ექსპერტიზითაც დადასტურდა: სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გახდა დაზიანებები თავის არეში, რომლებიც დაცემის შედეგად არ იყო მიყენებული. 
 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებითა და სხვადასხვა ჩვენებით მოპოვებული   ინფორმაციის საფუძველზე, სამართლადამცველებმა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს გარდაცვლილი მამაკაცის ცოლისდა, მარინა ბ-შვილი, რომელიც თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულთან კავშირს. მისი ჩვენების მიხედვით, ვლადიმერ ს-შვილი, შესაძლოა, თავისი ცოლის, ელენე ბ-შვილის მსხვერპლი გამხდარიყო,   ელენე ბ-შვილი კი ჩადენილ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფდა. გამოძიების პროცესში დები  ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ისინი ერთმანეთს აბრალებდნენ მკვლელობას. ბრალდებული მარინა ბ-შვილი  ამტკიცებდა, რომ დამ ქმრის მოკვლა დაავალა.
ამონაწერი მარინა ბ-შვილის ჩვენებიდან:  „როცა ჩემმა დამ პირველად მთხოვა, რომ ქმრის თავიდან მოშორებაში დავხმარებოდი, ხუმრობად ჩავთვალე. ვიცოდი, რომ ვლადიმერი აღარ უყვარდა,  უფრო მეტიც, რაც მან სმა დაიწყო, სულ კონფლიქტი და დავიდარაბა ჰქონდათ, მაგრამ მე მათ საქმეში არ ვერეოდი. ელენემ თხოვნა რამდენეჯერმე გამიმეორა. ვლადიმერი მეც არ მიყვარდა, მაგრამ მის მოკვლაზე ვერც კი ვიფიქრებდი. ბოლოს ელენემ თავის შეცოდებით დამიყოლია: მამწარებს, სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქცია და თავიდან მომაშორე; პატრონი არ ჰყავს და მისი მომკითხველი არავინ იქნებაო. ვლადიმერის მოკვლა ერთად დავგეგმეთ. რამდენიმე წლის წინ ჩემი ქმარი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა – ტყეში შეშაზე წასულს ხე დაეცა და გარდაიცვალა, ამიტომაც, ვლადიმერის თავიდან მოსაშორებლად ეს გზა მოვიფიქრეთ. მე და ელენემ წინასწარ გავითვალისწინეთ ყველაფერი: ერთად გადავათრიეთ ქვის საფეხური სახლიდან მოშორებით, ეზოში, რადგან, ის ადგილი, სადაც ეს ქვა იდო და სადაც ვლადიმერისთვის თავი უნდა გაგვეხეთქა, მეზობლის აივნიდან მოჩანდა.  წინასწარ მოვძებნეთ მეორე ქვა, რომელიც მისთვის უნდა  დაგვერტყა თავში და რომელიც მკვლელობის შემდეგ ეზოს ბოლოში გადავაგდე.“
საქმის მასალების მიხედვით, ელენე ბ-შვილი ქმრის მკვლელობას სახლიდან აკვირდებოდა, დანაშაული კი მისმა დამ, მარინა ბ-შვილმა ჩაიდინა – ის მთვრალ სიძეს, რომელიც ქალმა  ადგილშეცვლილ ქვის საფეხურთან მიიტყუა, რათა იქ დამჯდარიყო, ზურგიდან მოეპარა და რამდენჯერმე ჩაარტყა ქვა თავში, მერე კი  ქვა თავიდან მოიშორა. შემდეგ კი თავგახეთქილ მამაკაცს, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო, დასთან ერთად ისე შეუცვალა ადგილი, რომ უბედური შემთხვევის ინსცენირება მოეწყო, რაც დებს თავიდანვე ჰქონდათ ჩაფიქრებული. ბრალდებულებმა ელენე და მარინა ბ-შვილებმა, ჩადენილი დანაშაული აღიარეს. სასამართლომ მარინა ბ-შვილს 9, მის დას კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3