შეაფასეთ საკუთარი თავი
ეს ტესტი ძალიან სასარგებლო და საჭიროა. თუ ადამიანი ადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, მას ცხოვრება უადვილდება. არ უჭირს საკუთარი თავის პოვნა და რეალურ სივრცეში ადაპტირება. გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებზე. ეს მნიშვნელოვანია.
1. სამსახურში გამოჩნდა ვაკანსია უფრო მაღალ თანამდებობაზე. რას ფიქრობთ?
ა) დარწმუნებული ვარ, მე დამნიშნავენ – 1 ქულა;
ბ) ვფიქრობ, ჩემს შანსებზე, თუმცა დიდი არ არის – 2 ქულა;
გ) დარწმუნებული ვარ, მე გვერდს ამივლიან – 3 ქულა.
2. როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე კომპლიმენტებზე?
ა) მადლიერებითა და კმაყოფილებით ვიღებ – 2 ქულა;
ბ) არანაირი, ვიცი საკუთარი თავის ფასი – 1 ქულა;
გ) ძალიან მრცხვენია და ვიძაბები – 3 ქულა.
3. ხშირად ფიქრობთ თუ არა, როგორ გამოძვრებოდით რომელიმე კონკრეტული, უხერხული სიტუაციიდან?
ა) ძალიან ხშირად – 3 ქულა;
ბ) თითქმის არასდროს ვფიქრობ – 1 ქულა;
გ) ზოგჯერ ხდება ხოლმე – 2 ქულა.
4. რამ განაპირობა თქვენი ის მდგომარეობა, რაც ახლა გაქვთ?
ა) საკუთარმა ნიჭმა და შესაძლებლობებმა – 1 ქულა;
ბ) შრომისმოყვარეობამ – 2 ქულა;
გ) რიგმა გარემოებებმა – 3 ქულა.
5. ხვდებით, რომ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვით. რას მოიმოქმედებთ?
ა) აუცილებლად დავფიქრდები, რა იყო ამ შეცდომის მიზეზი – 2 ქულა;
ბ) დავიბნევი, ეს ძალიან ცუდია – 3 ქულა;
გ) ვინერვიულებ ძალიან დიდხანს – 1 ქულა.
დაითვალეთ თქვენი ქულები
5-7 ქულა: თქვენ საკმაოდ დარწმუნებული ბრძანდებით საკუთარ თავში. არ გეშინიათ სიძნელეების, მაგრამ არცთუ იშვიათად, გადაჭარბებით აფასებთ იმ შესაძლებლობებს, რაც რეალურად გაქვთ. ეს ხდება იმ ბევრი ლაფსუსისა და შეცდომის მიზეზი, რომელსაც უშვებთ. შეეცადეთ, გაითვალისწინოთ მეგობრების რჩევა. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.
8-11 ქულა: ძალიან რეალისტურად უყურებთ მოვლენებს და კრიტიკას. არ გიყვართ ზედმეტი რისკი და ზომიერად ფრთხილი ხართ. ყველაფერი სწორია.
12-15 ქულა: არ შეიძლება იყოთ ასეთი მორიდებული. მეტისმეტია. ასეთი ზღვარსგადასული სიფრთხილე დაბრკოლებებს გიქმნით კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. ყურადღება მიაქციეთ ძლიერ მხარეებს – თქვენ ეს გაქვთ!