კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ვერ ვიგებ, რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს
ვცხოვრობ ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში, კორპუსის ბინაში. ჩემს მეზობლად ცხოვრობს 78 წლის ქალი, რომლის შვილიც უცხოეთშია წასული სამუშაოდ, ოღონდ, მოხუცებისა და ავადმყოფების მომვლელად კი არა, ქმარს წაყვა წლების წინ, რადგან ის კაცი იმ ქვეყანაში ჩვენს საელჩოში მუშაობს და მის კიკიმორა ცოლს ძალიან უნდოდა ეგრეთ წოდებულ „მაღალ საზოგადოებაში“ გამოჩენა. მოკლედ, თვითონ ევროპაში აქიცინებს კუდს, აქ კი მოხუცი დედა უპატრონოდ ჰყავს მიგდებული. თუმცა, შეიძლება, მართალიც არ ვარ, რადგან, დღის მომვლელი ცალკე ჰყავს აყვანილი დედამისისთვის და ღამის მომვლელი – ცალკე, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ჩემს მეზობელს (ნათელას) ფსიქიკა აქვს შერყეული (მგონი, შიზოფრენია სჭირს) და პერიოდულად ისეთი გაფრენები აქვს, ლამის მთელი რაიონი ფეხზე დგას ხოლმე. ნათელა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გაეყარა ქმარს, რომელსაც ახლა სხვა ოჯახი აქვს და, როგორც ჩანს, ისე ყელში ამოუვიდა ყოფილი ცოლის „ოფოფები“ წლების განმავლობაში, რომ, როცა ნათელას აგრესიული შეტევების დროს ვურეკავთ ხოლმე (აბა, სხვას ვის უნდა დავურეკოთ, როცა მეტი არავინ ჰყავს დედამიწის ზურგზე. ის კოკობზიკა შვილი ხომ არ ჩამოქანდება ევროპიდან გულგახეთქილი – ვაიმე, დედაჩემს არაფერი მოუვიდესო?!), გვეჩხუბება – მე რა შუაში ვარ, თავი დამანებეთ, მე ჩემი ოჯახი მაქვს და სულ არ მაინტერესებს, ეგ ალქაჯი რა აფერისტულ სცენებს აწყობსო. მერე თვითონ ურეკავს იმ თავის შვილს და ახლა იმას ეჩხუბება – ჩამობრძანდი და თვითონ მიხედე გიჟ დედაშენს, მისი მარტო ფულები გინდაო. ფული კი მართლაც ბევრი ჰქონდა ნათელას – მამამისი კომუნისტების დროს ჩვენს რაიონში რაიკომის პირველი მდივანი იყო და იმდენს ქაფავდა, მის სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა. მართლაც უზარმაზარი ქონება დააგროვა და, ცხადია, ყველაფერი ნათელას დარჩა, რადგან დედისერთა იყო. ზოგს მაინც რა ბედი აქვს – ამ მტაცებელთა ოჯახს ყველაფერი ხახვივით შერჩა, ერთი ბეჭედი რა არის, ის არ ჩამოურთმევია და არ მოუპარავს არავის. ერთი ეგაა, რომ ნათელას მემკვიდრეობითი შიზოფრენია აღმოაჩნდა, რაც ასაკში უფრო გაუმძაფრდა და ძალიან აგრესიული გახდა ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი თავის მომვლელებს ერჩის: ჩაძინებულებს ღამით მიეპარება და, ხან რას ურტყამს თავში და ხან – რას. ამის გამო, მაქსიმუმ ერთი თვე გაძლონ მასთან მომვლელებმა – შეშინებულები გარბიან. თუ ვინმე ოდნავ მეტ ხანს დარჩა (ხელფასის დაკარგვის შიშით), იმას ქურდობას აბრალებს და პატრულს იძახებს, მერე კი თვითონ აიძულებს წასვლას. ამის შემდეგ შვილს ურეკავს და შესჩივის, მომვლელებმა გამძარცვეს და მიმატოვეს, ახლა სულ მარტო ვარ და რა მეშველებაო. ამ ყველაფრის შემდეგ კი ის გოგო (ნათელას შვილი) მე მირეკავს – ვინმე სანდო ქალი მომიძებნე ან შენ თვითონ ითავე მისი მოვლა და კარგად გადაგიხდიო. მე არც მაგათი ფული მინდა და აღარც მაგათ საქმეში ჩარევა, რადგან, ვინც კი მივუყვანე, ყველა ნაცემი გააგდო და თან ქურდობაც დააბრალა, რის გამოც ის ადამიანები სამუდამოდ დავკარგე. დედამისის კლინიკაში დაწვენა კი არ უნდა.
ღმერთმა მომიტევოს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს? მის ადგილას, ალბათ, რაღაც რადიკალურ ზომას მივმართავდი, თუმცა, ვიცი, რომ ეს არაქრისტიანულია და უდიდესი ცოდვაა. ყველაზე მეტად კი იმითაა ნათელა უბედური რომ დედამიწის ზურგზე არავის სჭირდება და არავის უყვარს, და არა იმით, რომ მარტოხელა და ავადმყოფი მოხუცია.
ასმათი, 51 წლის.

скачать dle 11.3