კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიკავა ქრისტეს შემდეგ მეორე ადგილი სტალინმა ამერიკელების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში

2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა გავლენიანმა სამეცნიერო-ანალიტიკურმა ცენტრმა ფუნდამენტური გამოკვლევა ჩაატარა. მისი მიზანი იყო – გამოევლინათ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი პიროვნება, მიუხედავად მისი რანგისა. ამ კვლევის შედეგად პირველ ადგილზე ქრისტე გავიდა, მეორეზე კი – სტალინი... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ანატოლი ზახაროვი წერს: „საკვირველია ის, რომ გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა ეს შედეგები (იგულისხმება სტალინის მეორე ადგილი) საჯარო გახადა, რითაც საბჭოთა ბელადის რეიტინგმა მსოფლიო ისტორიულ პიროვნებებს შორის კიდევ უფრო მოიმატა. მართალია, კვლევის შედეგები მალევე ამოიღეს (ალბათ, პოლიტიკური და სპეცსამსახურების წრეების მითითებით) მასობრივი წვდომის სისტემიდან, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება და საპატიო მეორე ადგილი ღმერთკაცის შემდეგ ურიგო არ უნდა იყოს... თუმცა, სტალინი თავადვე იყო ღმერთკაცი საბჭოთა ხალხის, სოციალისტური ბანაკის მოსახლეობისა და კაპიტალისტური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ეს კი დედამიწის მოსახლეობის 70 პროცენტს შეადგენს. სტალინმა მშვენივრად იცოდა საკუთარი პიროვნების მნიშვნელობა. შინაგანად კიდევ უფრო მეტად ჰქონდა გაცნობიერებული ეს მისია და მთელი თავისი არსით ემსახურებოდა ხალხს. ერთხელ, ბელადის კაბინეტში, პოლიტბიუროს სხდომაზე, როცა წევრთა უმრავლესობა (ბერიას გარდა) სტალინს უმტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოლიტიკურ დათმობაზე წასვლა, რადგან ოკეანისგაღმელებს ატომური ბომბი ჰქონდათ და მათ საბჭოეთის დაბომბვა შეეძლოთ, ბელადს ჩაეცინა და ოპონენტებს უთხრა:
– დავუშვათ დაგიჯერეთ და ამერიკელებს დავუთმეთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ამას დასჯერდებიან? არა! უფრო მეტს მოითხოვენ და იძულებულს გაგხვდიან, მორიგ დათმობაზე წავიდეთ. მტრებს ჩვენი სიმტკიცე უნდა ვუჩვენოთ და ასეთ მომენტში, ლოიალურობა ღალატის ტოლფასია. როგორ ფიქრობთ, სტალინი მოღალატეა?
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კოპებშეკრულმა სტალინმა ჯერ დინჯად დატენა ჩიბუხი, მაგრამ არ მოუკიდებია, მაგიდაზე დადო. შემდეგ პაპიროსი გააბოლა, ხელქვეითებს თვალი მოავლო. ოთახში გაიარ-გამოიარა და გაიმეორა:
– რა ენა ჩაგივარდათ. მიპასუხეთ, სტალინი მოღალატეა?
სტალინის მოღალატედ შერაცხვას ვინ გაბედავდა. თუმცა, ისე გამოდიოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე დანარჩენები (ბერიას გარდა) იყვნენ მოღალატეები. ასეთი რამ კი, უპირობოდ, სიკვდილით ისჯებოდა. ბელადის ოპონენტები ჩიხში იყვნენ მომწყვდეულები. თავჩაქინდრულები დუმდნენ და ალბათ, თავიანთ საქციელს ნანობდნენ. ჩიხიდან გამოსვლა, პირველად მოლოტოვმა სცადა. ის ფეხზე წამოდგა და სტალინს უთხრა:
– არა, კობა, რა მოღალატე. უბრალოდ, დიდი საშიშროებაა, რომ შტატებმა დაგვარტყას და დათმობაზე წასვლაც ამიტომ შემოგთავაზეთ.
– თქვენ ისეთივე ბრმები ხართ, როგორც ახალშობილი ლეკვები, – გაეცინა სტალინს, – დაგავიწყდათ, როგორი ომი მოვიგეთ? დაგავიწყდათ, რას შევპირდით ხალხს, რისთვის ავაშენეთ ასეთი მონოლითური ქვეყანა და ყოველივე ეს სიმტკიცით შევქმენით? ახლა კი მთავაზობთ, ამ მონოლითში ბზარი გავაჩინოთ და სახელმწიფო თავზე დაგვენგრეს? – ბელადმა პაუზა გააკეთა და მტკიცედ თქვა, – არა! ჩვენზე იერიშის მოტანას ვერავინ გაბედავს. თვით ატომურბომბიანი ამერიკაც კი. მადლობა ღმერთს, რომ  რომელიმე თქვენგანი არაა ჩემს ადგილზე, თორემ ჩვენს დიად სახელმწიფოს ორ დღეში დააქცევდით.
სტალინის სიტყვები უკვე უსერიოზულესი ბრალდებასავით ჟღერდა. ბერიას ირონიულად ეღიმებოდა და თავჩაღუნულ კოლეგებს აკვირდებოდა. მოლოტოვი ფეხზე იდგა და დაჯდომასაც ვერ ბედავდა. უცებ, ხრუშჩოვმა თავი ასწია. ცრემლიანი სახით წამოდგა და სტალინს შეევედრა:
– გვაპატიეთ, ეს სიბრიყვე, ჩვენო ძვირფასო მამავ. თქვენ იმიტომ ხართ სტალინი და ჩვენ კი.. ჩვენ კი... – ხრუშჩოვს ენა დაება და ატირდა.
სტალინს გაეცინა და ხრუშჩოვს უთხრა:
– ... თქვენ კი ახალშობილი, ბრმა ლეკვები, უსუსურები და გინდათ, მხოლოდ ერთი უბრალო ადამიანის მხრებმა ატაროს ამხელა ტვირთი.
უბრალო ადამიანში ბელადი საკუთარ თავს გულისხმობდა. ხრუშჩოვმა კი მას უმალვე მიუგო:
– თქვენ უბრალო ადამიანი კი არა, სტალინი ხართ – ფოლადის მონოლითი, რომელიც არასოდეს გაცვდება!
სტალინი რატომღაც გამხიარულდა და ხრუშჩოვს უთხრა:
– მე უბრალო მოკვდავი ვარ, თუმცა სტალინს მეძახიან. თქვენ გგონიათ, რომ მე ვარ სტალინი?
ბელადის ამ უცნაურ სიტყვებზე ყველამ თავი ასწია და სტალინს მიაჩერდნენ. ყოვლისმჭვრეტელი, ეშმაკი ბერიაც კი ვერ ჩასწვდა ამ სიტყვებს და გაოცებული შეხედა ბელადს. სტალინმა მათ უთხრა:
– ესე იგი, მე გგონივართ სტალინი, ხომ? ადექით და ფანჯარაში გაიხედეთ!
პოლიტბიუროს  წევრებმა დაუყოვნებლივ შეასრულეს ბელადის ბრძანება და ფანჯარაში გაიხედეს. სტალინი მათ მიუახლოვდა. თავისი უზარმაზარი პორტრეტისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც კრემლის ეზოში იყო გამოფენილი და გაოცებულ ხელქვეითებს უთხრა:
– აი, სტალინი!
ბერია ყველაზე ადრე ჩასწვდა ბელადის სიტყვებს და გაეღიმა. დანარჩენებიც მიხვდნენ „პატრონის“ სიტყვების არსს. ხრუშჩოვმა კი ყველას დაასწრო და კვლავ აცრემლებულმა დაუჩოქა სტალინს, თან, უთხრა:
– ჩვენო მამავ! თქვენ ხართ ცოცხალი ხატი და თქვენი იმედით ვცოცხლობთ ყველანი.
სტალინს გაეცინა. ხრუშჩოვს გვერდი აუარა და თქვა:
– ცოცხალი მე – იოსებ ჯუღაშვილი ვარ. აი, ის კი, სტალინის ხატია. ამ ხატს იცნობს მთელი მსოფლიო. მისი ეშინიათ ამერიკელებსაც და სწორედ ამიტომ ვერ დაგვარტყამენ. გაიგეთ ახლა?!
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტალინმა კარგად უწყოდა საკუთარი თავის ფასი. ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული თავისი მისია. ბრწყინვალედ ერკვეოდა მასის ფსიქოლოგიაში და იცოდა, რომ სწორედ მისი ხატი ედგა ავანგარდში ხალხთა მასებს და მიუძღოდა ახალ-ახალი გამარჯვებისკენ. სწორედ ეს შეახსენა მან თავის „ახალშობილ, ბრმა ლეკვებს“, როდესაც საკუთარი კაბინეტის ფანჯრიდან თავისივე პორტრეტზე მიუთითა მათ...
საინტერესოა, რას იტყოდა სტალინი, 2014 წლის ამერიკული კვლევის შედეგები რომ სცოდნოდა. ვფიქრობ, საბჭოთა ბელადი მაინცდამაინც არ გაოცდებოდა ამით და არა იმიტომ, რომ ამპარტავანი იყო და განდიდების მანია იპყრობდა, არამედ იმის გამო, რომ მან კარგად იცოდა საკუთარი პიროვნების მსოფლიო მნიშვნელობა და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო... საბჭოთა ბელადისთვის ზედმეტი გახლდათ პოზიორობა, მეტიჩრობა და სხვა მსგავსი პიროვნული მანკიერებები თუ სისუსტეები. ის ყოველთვის ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც საჭირო იყო მის მიერვე აშენებული სახელმწიფოს ძლიერებისთვის და ყველაფერი პირადული გვერდზე ჰქონდა გადადებული. მარტო ის რად ღირს და მრავლისმეტყველი ფაქტია, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილის მბრძანებელი ნახმარ ფეხსაცმელებს, იმის მაგივრად, რომ ახლები ჩაეცვა, მეწაღეს შეაკეთებინებდა ხოლმე...  როცა გარდაიცვალა, ფეხზე ძირგამოხეული ჩექმა ეცვა.“

скачать dle 11.3